x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ნახეთ, რა დაემართა გოგონას, რომელიც სოლარიუმის ხშირი სტუმარი იყო (ფოტოები)
ამერიკელმა ლიზა პეისმა ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეობიდან დაიწყო სოლარიუმის გამოყენება. ის ისე გაიტაცა სოლარიუმმა რომ ძირითად დროს იმ მეგობრის სახლში ატარებდა, რომელსაც სოლარიუმის კაფსულა სახლში ქონდა .


ლიზა თითქმის ყოველდღე შედიოდა სოლარიუმში და რუჯს იღებდა, თუმცა ერთ დღეს შენიშნა რომ ფეხზე მცირე ზომის ლაქა გაუჩნდა.


image

როგორც ექიმმა მას უთხრა ეს იყო მცირე ზომის მელანომა. ლიზამ მელანომა ოპერაციული ჩარევით მოიშორა და ძველ რეჟიმში განაგრძო ცხოვრება. ის ვერანაირად ხვდებოდა რომ შესაძლოა ამ მელანომის გაჩენის მიზეზი სოლარიუმი იყო. ამიტომ ამერიკელმა გოგონამ სოლარიუმში სიარული კვლავ განაგრძო. თან ყველა ეუბნებოდა მას რომ რუჯი ძალიან უხდებოდა.


image

მალე მელანომა კვლავ გაუჩნდა. ყოველთვის როდესაც ახალი მელანომა ჩნდებოდა და ლიზა მას ქირურგიული ჩარევით იშორებდა, შემდეგი უფრო და უფრო დიდი ჩნდებოდა. ორი ათეული წლის განმავლობაში ლიზამ 86 მელანომა მოიშორა ქირურგიული გზით. ზოგჯერ ის ოპერაციის შემდეგ მთელი თვე ატარებდა საავადმყოფოში. ერთ დღესაც მას კანის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. საბედნიეროდ მისი აღმოჩენდა ადრეულ ეტაპზე მოხდა და ის მკურნალობას დაექვემდებარა.


image

ახლა გოგონას საუკეთესო მეგობარი მზის დამცავი კრემი გახდაა, რომლის გარეშეც ის ქუჩაში გასვლას ვერ ახერებს. ასევე ის ატარებს ტანსაცმელს რომელშიც ფეხებიც და ხელებიც ბოლომდე დაცული იქნება მზის სხივების მოხვედრისგან. ახლა ლიზა ყოველდღე იმოწმებს სხეულს და ათვალიერებს ხომ არ გაუჩნდა ახალი მელანომა, ან რაიმე სახის კანი დაავადება.


ლიზა პეისის ისტორია, არაჩვეულებრივი მაგალითია იმის, თუ რას იწვევს გადაჭარბებული დოზით სოლარიუმის გამოყენება.








0
207
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
207
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0