x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
რუსული დამრტყმელი ვერტმფრენის "Ми-28"-ის მიერ შესრულებული ძალზე უცნარი და რთული მანევრი

image რუსულმა დამრტყმელმა ვერტმფრენმა "Ми-28", შეასრულა ახალი მანევრი, რომელიც სამხედრო ექსპერტებმა, შეაფასეს, როგორც საკმაოდ რთული.
ვერტმფრენის ეკიპაჟმა განახორციელა ვირტუოზულად უმაღლესი პილოტაჟის ელემენტი, რომელიც აქამდე არცერთ საბჭოთა თუ რუსულ დამრტყმელ ვერტმფრენს არ გაუკეთებია.
საბჭოთა და შემდგომში უკვე რუსული დამრტყმელი ვერტმფრენების გამოცდამ რეალურ საბრძოლო პირობებში დაადასტურა, რომ რუსული ვერტმფრენები ძალზე ბრძოლისუნარიანი და ეფექტური საბრძოლო საფრენი აპარატებია.
ტელეარხ "Звезда" -ს წამყვანმა ალექსეი ეგოროვმა წარმოადგინა კადრები, როცა საბჭოთა და რუსული წარმოების დამრტყმელი ვერტმფრენი "Ми-28" ახორციელებს წრიულად ბრუნვის მანევრს 360 გრადუსიით ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.
მარტივი სიტყვებით, რომ ვთქვათ ვერტმფრენმა განახორციელა ფრენა საკუთარი ძრავების ცენტრალური ღერძის გარშემო, იმავდროულად ახორციელებდა რა ჰორიზონტალურ ფრენას.
მანევრის დროს ვერტმფრენი მოძრაობდა 90კმ/სთ სიჩქარით. გადაღება მიმდინარეობდა მანქანიდან, რომელიც ვერტმფრენის ფრენის პარალელურად გადაადგილდებოდა.
ექსპერტებმა სამხედრო მფრინავებს შესთავაზეს აღნიშნულ მანევრს ოფიციალურად უწოდონ "ვალსი", თუმცა ცნობილია, რომ აღნიშნულ მანევრს თავად მფრინავებმა უკვე უწოდეს "ბლინჩიკი". როცა თვითმფრინავი მიფრინავს ჰორიზონტალურად და არ იცვლის სიმაღლეს.
მე ვთვლი, რომ რუსეთი ოკუპანტია და სწორედ ამ მოსაზრებიდან გამომდინარე გთავაზობთ საკუთარი თვალებით ნახოთ, თუ რა შესაძლებლობები გააჩნია რუსულ ვერტმფრენს, ამ შემთხვევაში დამრტყმელ "Ми-28"-ს.
როცა ძლიერ მოწინააღმდეგესთან გაქვს საქმე წვრილმანებიც კი უნდა გაითვალისწინო.



0
579
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
579