x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134493
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
"როგორ მოვხვდეთ საქართველოში პუტინის აკრძალვის შემდეგ?"- რუსები მოქალაქეებს ინსტრუქციებს სთავაზობენ

მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუს ტურუსტებს საქართველოში ავიამიმოსვლის შეწყვეტის შესახებ აუწყა, რუსები აქტიურად ცდილობენ ინტერნეტითა და სოციალური ქსელით გაავრცელონ და დააფიქსირონ საკუთარი შეხედულება ამ გადაწვეტილების მიმართ. რუსი მოქალაქეების ის ნაწილი, რომელიც საქართველოს თითქმის ყოველწლიურად სტუმრობს, პუტინის განცხადებამ გააღიზიანა და საქართველოსთან ავიამიმოსვლის შენარჩუნებისთვის პეტიციასაც კი მოაწერეს ხელი.


რუსების მიერ შექმნილ პეტიციას ხელს ქართველებიც აწერენ - რუსი მოქალაქეები პუტინს მიმართავენ



image
ამჯერად, ერთ-ერთ რუსულ საიტზე ავტორი წერს, რომ პუტინმა გადაწყვეტილება საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეწყვეტის შესახებ, მას შემდეგ მიიღო, რაც თბილისსში სტუმრად მყოფ რუს დეპუტატს ქართველი ოპოზიციონერი დეპუტატები დაუპირსპირდნენ და პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გააძევეს, შემდეგ კი საპროტეტსტო გამოსვლები დაიწყო.

სტატიის ავტორი რუს ტურისტებს, რომლებსაც საქართველოში ჩამოსვლა სურთ, ინსტრუქციებს სთავაზობს.

საიტზე წერია, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვა მხოლოდ რუსეთის ავიახაზებს ეხება, "საქართველოს ავიახაზები" და MyWay Airlines- კი დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით აგრძელებენ რეისებს რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით.

ავტორი ამბობს, იმასაც რომ საჰაერო გზის გარდა, საქართველში მოხვედრა ავტობუსებითაც შესაძლებელია, სოჭიდან, სამარადან და მოსკოვიდან ავტობუსები თბილისის მიმართულებით მოდიან. გარდა ამისა, სოჭიდან ბათუმისკსენ გამოდის გემი სახელად "კომეტა".

"საქართველოში ჩასვლა ასევე შესაძლეველია, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და ბელორუსიის გავლით", - წერია სტატიაში.

სტატიის ბოლოს, რუსების ნაწილი ინსტრუქციებით კმაყოფილია, ნაწილი კი ქართველებს "რუსოფობებს" უწოდებს და წერს, რომ კრემლი ამ ნაბიჯით საქართველოს აჩვენებს, როგორი გავლენა აქვს რუსეთს საქართველოს ეკონომიკაზე.

0
121
შეფასება არ არის
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0