x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ქისტი ქალბატონის პასუხი რამზან კადიროვის მუქარაზე - "კადიროვი მხოლოდ ჩეჩენი ერის მოღალატეა"
image
საქართველოში მცხოვრები ქისტი ქალბატონი, ნონა ხანგოშვილი ჩეჩნეთის პრეზიდენტს რამზან კადიროვის მუქარისშემცველ განცხადებას პასუხობს.



“რამზან კადიროვი ტყუილად ნუ გვახსენებს, რომ საქართველომდე სულ ორასი კილომეტრია, მან კარგად უნდა იცოდეს, რომ საქართველოში მისივე ხალხი ცხოვრობს ორას წელზე მეტია და სულ რაღაც ერთი წლის უკან პანკისში მანქანაზე გაკრული მისი პლაკატები ჩამოგლიჯეს და ფეხქვეშ გათელეს.

ამით დაანახეს რომ მათთვის კადიროვი მხოლოდ ჩეჩენი ერის მოღალატეა. ისინი პირველები იქნებიან საქართველოში, ვინც პირველები დაუდგებიან წინ საბრძოლველად, თუ ერთი გოჯითაც გადმოლახავს საქართველოს საზღვარს.

კადიროვს ნუ ავიწყდება, რომ ჩეჩნეთისათვის რუსეთის იმპერია ისეთივე ოკუპანტი ურჩხულია, როგორც საქართველოსთვის.
ჩვენს გვერდით არიან 350 ათასზე მეტი ჩეჩენი, რომელიც რუსეთის იმპერიისგან დევნილია დღეს ევროპაში და მთელი ჩეჩენი ერი, რომელიც საუკუნეების მანძილზე იბრძვის რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის, როგორც საქართველო.


კადიროვი კარგად უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ რას ნიშნავს ვაინახისთვის რუსეთი და საქართველო, რომელი მათგანი მოიაზრება, როგორც მოსისხლე მტერი და რომელი სიხლით მონათესავე და მოძმე.

და ნუ დაავიწყდება, რამდენი სისხლიანი გენოციდი მოუწყო მის ხალხს რუსეთის იმპერიამ სამასი წლის მანძილზე. ისიც ნუ ავიწყდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში მისი და პუტინის მიერ გადმოსროლილმა ჩეჩენმა სპეცრაზმელებმა როგორ გაუხსნეს ჩუმად ქართველ ჯარისკაცებს კორიდორი და საკუთარი სიცოცხლის ფასად რამდენი ქართველი გადაარჩინეს.”- ნათქვამია საპასუხო წერილში.


ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ შეშფოთებით ადევნებს თვალს თბილისში მიმდინარე მოვლენებს.

"მინდა შეგახსენოთ, რომ გროზნოდან თბილისამდე სულ 200 კილომეტრია. რუსეთში, არაოფიციალური მონაცემებით, თითქმის მილიონი ქართველია. ჩვენ ხალხებს მეგობრობის და ერთიანობის საუკუნეობრივი კავშირი აქვთ", - კადიროვის კომენტარს ტელეგრამში "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

კადიროვმა ივარაუდა, რომ ანტირუსი რადიკალების გამო ქართული პლაჟები, რესტორნები, კაფეები და სასტუმროები დაცარიელდება. კადიროვის აზრით, რუსებს და ქართველებს "ათასობით მიზეზი აქვთ მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის და არც ერთი მიზეზი ერთმანეთის სიძულვილისათვის".

0
417
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
417
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0