x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მე გავიგე, თქვენს ქვეყანაში სიგიჟე ხდება..." - ნახეთ, რა მიმართვას ავრცელებს "Tbilisi Open Air" -ზე ჯეიმს ლაველი

image


ფესტივალ "Tbilisi Open Air" -ზე ლეგენდარული ბრიტანული მუსიკალური ბენდის, "UNKLE" -ის "ფრონტმენი", ჯეიმს ლაველი მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა და მას მხარი შემდეგი სიტყვებით დაუჭირა: "მე გავიგე, რომ თქვენს ქვეყანაში სიგიჟე ხდება. მე აქ ვხედავ სხვადასხვანაირ ფერებს და შეკრებილ სხვადასხვანაირ ადამიანებს და ერთადერთი, რითაც შეიძლება რაიმე შევცვალოთ, ეს ჩვენი ერთად ყოფნაა. ახალაზრდობის ხმაა ის, რაც ცვლილებებს იწვევს. ჩვენ აქ სიყვარულს ვზეიმობთ. ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნის გამო. დიდი მადლობა!" - ასე, დაემშვიდობა კონცერტის ბოლოს მუსიკოსი შეკრებილ საზოგადოებას. შეგახსენებთ, რომ ჯგუფი "UNKLE" საქართველოში უკვე მეორედ იმყოფებოდა.



0
332
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
332