x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რა მიზნით იქნა რუსეთის დუმას დეპუტატი გავრილოვი საქართველოში გამოგზავნილი და რას გადავრჩით

image რა მიზანი ჰქონდა რუსეთის დუმას წევრის გავრილოვის საქართველოში შემოგზავნას?
რუსეთმა პრაქტიკულად გაწირა გავრილოვი საქართველოში გამოგზავნით, როცა რუსულმა ტელევიზიამ მის ჩამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე გამოაცხადა, რომ გავრილოვი იყო აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მონაწილე.
რაზე ჰქონდა გათვლა რუსულ სპეცსამსახურებს როცა მის კონტროლქვეშ მყოფი "რენ ტვ" ამ ინფორმაციას ავრცელებდა?
რუსულ სპეცსამსახურებს აწყობდათ გავრილოვი ცხელ გულზე მოეკლათ ქართველებს საქართველოში, რაც ხელს გაუხსნიდა რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ ფართომაშტაბიანი აგრესიის განსახორციელებლად.
რუსეთის დუმას წევრის მკვლელობა განიხილებოდა, როგორც რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტი.
აზრზე არაა საზოგადოების დიდი ნაწილი თუ რამხელა საფრთხეს გადავურჩით, გავრილოვის ცოცხლად გაშვებით.
გავრილოვის მიერ სპიკერის სავარძლის დაკავებაც ერთგვარი პროვოკაციის გამოხატულება იყო, რადგან ანსაბლეის პროტოკოლით სპიკერის სავარძელი უნდა დაეკავებინა ბერძენ დეპუტატს და მას უნდა წაეყვანა სხდომა.
ამ დროს კი რა ხდებოდა ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში?
აფხაზეთის საოკუპაციო რუსულ ბაზებზე გამოცხადებული იყო საბრძოლო განგაში, სამაჩაბლოში დამატებით შეყვანილ იქნა დამრტყმელი ვერტმფრენები, რომელთა ნაწილი ვიზუალურადაც იქნა ქართული მხარის მიერ დაფიქსირებული.
რუსეთი მზად იყო გავრილოვის მკვლელობისთანავე დაეწყო შტურმი სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან.
საბედნიეროდ ქართველ ერს ეყო გონიერება გავრილოვი საღსალამათი გაეძევებინა ქვეყნიდან.
დასაჭერია ვინც დართო ნება გავრილოვს შემოსულიყო საქართველოს ტერიტორიაზე, დსაჭერია ბატომი ქუცნაშვილიც, რომელმაც მოიწვია დეპუტატი გავრილოვი საქართველოში.
რაც შეეხება გავრილოვის გაძევების მერე განვითარებულ მოვლენებს, მარტივად შეიძლებოდა მომხდარიყო მშვიდობიანი მანიფესტაციის ჩატარება პარლამენტის წინ, შეიძლებოდა წამოეყენებინათ სრულიად სამართლიანი მოთხოვნა: დაესაჯათ თითოეული ჩინოვნიკი, ვისი ხელდასხმითაც შემოვიდა საქართველოში გავრილოვი, მაგრამ არავის აქვს უფლება ხალხი წააქეზოს პარლამენტის შტურმით ასაღებად.
ეს კანონის მხრიდან აღიქმება როგორც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად, შესაბამისად შსს-ს მინისტრს უნდა გაეცა ბრძანება სპეცდანიშნულების რაზმებს დაეცვათ კონსტიტუციური წესრიგი, თუმცა სამწუხაროდ ზოგიერთმა სპეცრაზმელმა გადააჭარბა კანონით დაშვებულ უფლებებს და სროლა რეზინის მსხვილკალიბრიანი, მონოლითური "Rubber Slug"-ის ტიპის რეზინის ტყვიებით განახორციელა მიბრჯნით.
ტყვიის ეს სახეობა განკუთვნილია მსხვილი ნადირის, მათ შორის დათვების დასაფრთხობად.
აღნიშნული რეზინის მონოლითური ტყვია არაა ლეტალური 10 მეტრის შემდეგ, მაგრამ მიბრჯნით მისი სროლა კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია.
ამ სპეცრაზმელებთან ერთად დასასჯელია თითოეული ოპოზიციური ლიდერი, რომელმაც ხალხი ჯერ წააქეზა პარლამენტის შტურმისაკენ, ხოლო შემდეგ კი უკანმოუხედავად გაიქცა.

0
3924
13-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
3924