x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
იქნებ ჯერ ჩვენი წარმოება და ეკონომიკა დაგვეყენებინა ფეხზე და მერე გვეგინებინა რუსებისთვის?!- ბადრი ჯინჭარაძე

image
მაინც დავწერ, თუ გინდ ბოლო ხმაზე მლანძღოთ!!!

30 წელი მესმის, რომ რუსეთზე არ უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკა დამოკიდებული და ევროპა, ამერიკა ჩინეთი, ირანი დაგვეხმარება...
არაბები, თურქები და ირანელები როგორ გვეხმარებიან, უკვე ვნახეთ...აქ შოულობენ ფულს და თავის ქვეყნებში აგზავნიან...
"ინვესტორები"...
რამდენი ევროპელი და ამერიკელი ტურისტი ჩამოდის საქართველოში, ეგეც ვნახეთ...
ღვინო თუ გაგვაქვს სხვა ქვეყნებში, ის ღვინოც ჩვენი პოლიტიკური ელიტის ბიზნესია...
ამბასადორში და მერიოტში რუსი ტურისტები არ შედიოდნენ, ელიტური სასტუმროებიც მათია... ამიტომ "ბნელიტა" არაფერს იზარალებს...
ხალხს რაა?!
ხალხს, კრედიტებით გარემონტებული საოჯახო სასტუმროები დაუცარიელდებათ და ბანკები გააკოტრებენ...
უხეში გათვლებით ჩვენი ხალხი 2.500.000.000 ლარს დაკარგავს...
ეხლა ის ვთქვათ, თითო ნაცი და მათი ფანატიკოსები (პუტინ ხუილოს რომ გაჰყვირიან რუსთაველზე), ჩამოგვიყვანენ, 1.500.000 ევროპელ ტურისტს, თუ გაღლეტილი ქართველები დახარჯავენ 2 მილიარ ნახევარ ლარს და ჩვენივე ბიზნესებს ასე გადავარჩენთ...
არ დაგავიწყდეთ, რამდენი ავტობუსი, მინივენი და ტაქსი ემსახუებოდა რუს ტურისტებს, ეს შემოსავალიც მოგვაკლდება...
მილიონზე მეტი ქართველი თუ გამოგვიყარეს კიდევ, მერე დაითვალეთ გზავნილები რუსეთიდან...
(ცნობისათვის, გზავნილებითაც პირველ ადგილზეა რუსეთი)...
იქნებ ჯერ ჩვენი წარმოება და ეკონომიკა დაგვეყენებინა ფეხზე და მერე გვეგინებინა რუსებისთვის?!

ა ბატონო, მეც გიერთდებით:
რუსეთის დედაც, ჯეკ... რუსეთი ოკუპანტია და პუტინი ქართველების მტერი, მაგრამ გეკითხებით, საიდან მოვიტანოთ თქვენი განათლებისთვის თანხები, ოჯახები როგორ ვარჩინოთ?!

მართლა კიდევ, ისიც დააგუგუნეთ რუსთაველზე, რუსებზე არანაკლებ ოკუპანტები რომ არიან ჩვენი დანარჩენი მეზობლები და ეგებ მაშინ დავიჯერო თქვენი გულწრფელობის...


იდექით და იყვირეთ ახლა: "პუტინ ხუილო" და გახარია გადადგეს...

ამიტომ, სანამ რაღაცას გააპროტესტებთ ახალგაზრდობა და აქციებს დააანონსებთ, უფროსებსაც რომ დაეკითხოთ ჭკუა, არ იქნება ურიგო...
აგერ, დღესაც დადიხართ წინ და უკან და გაჰყვირით: "რუსეთი ოკუპანტია", "პუტინ ხუილო"...

რათა შვილო, რათა?!

განა ჩვენ, რუსეთთან ნაბრძოლმა თაობამ არ ვიცით, ვინ ვინ არის და იმას ვერ ვხედავთ, დღეს ვისი კოლონია ვართ?!

პ.ს უფრო მეტსაც გეტყოდით, მაგრამ რად გინდა, წაიკითხავთ, ან გაიგებთ?!
ცნობისათვის, ფულზე რომ ვყიდდე სამშობლოს, ან ქოცებთან ვიქნებოდი ან ნაცებთან, ...- ბადრი ჯინჭარაძე

0
184
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
184
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0