x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
მინდა შეგახსენოთ, რომ გროზნოდან თბილისამდე მხოლოდ ორასი კილომეტრია- რამზან კადიროვი
image
ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა საქართველოში საპროტესტო აქციების შესახებ კომენტარი გააკეთა.
პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ის თბილისის მოვლენებს შეშფოთებული უყურებდა.

"მინდა შეგახსენოთ, რომ გროზნოდან თბილისამდე მხოლოდ ორასი კილომეტრია, რუსეთში არაოფიციალური მონაცემებით, თითქმის მილიონი ქართველია, ჩვენს ხალხებს ერთმანეთთან მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და ერთიანობა აკავშირებთ." - წერს გაზეთი " რია ნოვოსტი".

კადიროვმა განაცხადა, რომ ანტირუსული რადიკალების გამო, პლაჟები, ქართული რესტორნები, სასტუმროები და კაფეები დაცარიელდება.

"2018 წელს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში სამმილიარდნახევარი დატოვეს" -აცხადებს კადიროვი.


კადიროვის განცხადებით, რუსებსა და ქართველებს ათასობით მიზეზი აქვთ, რომ იცხოვრონ მშვიდობასა და ჰარმონიაში, არა აქვთ არცერთი მიზეზი, რომ ერთმანეთს სიძულვილით შეხედონ."

ჩეჩნეთის მეთაურმა ასევე გამოხატა ეჭვი იმისა, რომ რუსეთის საწინააღმდეგოდ ქართველი პოლიტიკანები დასავლეთით გაჟღენთილმა ძალებმა განაწყვეს.

"ქალბატონი პრეზიდენტი(სალომე ზურაბიშვილი) ღრმად არის შემცდარი.სწორედ რუსეთია დაინტერესებული, რომ საქართველოში მეფობდეს მშვიდობა, ერთიანობა და თანხმობა"- დასძინა კადიროვმა.

1
214
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
214
  
2019, 22 ივნისი, 22:16
დაიკარგე აქედან შე მათხოვარო, შენს სპეცდანიშნულების ბატალიონ "ვოსტოკს" შევეტაკეთ პირველად 2008 წელს.
0 1 1