x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს!
2 დღეა, 20 ივნისს დაანონსებულ მშვიდობიან აქციას, რომელიც რუსთაველზე პარლამენტის წინ იმართება, ყველა თვალს ვადევნებთ. ვიცით, რომ მშვიდობიანი აქცია შუა ღამით ომის ფრონტად იქცა და შსს-ოს მიერ გაცემული ბრძანებით, მომიტინგეები მხუთავი აირით, რეზინის ტყვიებითა და ხელკეტებით დაარბიეს, რამდენიმე მძიმედ დაშავდა, ორი ადამიანი ამ დრომდე მართვითი სუნთქვის აპარატზე იმყოფება, ორმა ცალი თვალი დაკარგა, რამდენიმე ათეულმა კი გარკვეული სიმძიმის ტრავმები მიიღო.


მომიტინგეები უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ აქციის მსვლელობას და რუსთაველზე პარლამენტის წინ იმაზე მეტი ადამიანი მივიდა, ვიდრე პირველ დღეს. მათი მოთხოვნები კვლავ უცვლელი რჩება, ჩატარდეს ვადამდელი პროპორციული არჩევნები და გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია.


image


შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი საათის წინ აქციასთან დაკავშირებით ახალი განცხადება გააკეთა, რომელსაც უცვლელად შემოგთავაზებთ:



"შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს, პოლიტიკურ პარტიებს და მათ მხარდამჭერებს არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით განსაზღვრულ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და აზრი გამოხატონ კანონით დაშვებული მშვიდობიანი ფორმით.

აქვე, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ 20 ივნისის აქციის მსვლელობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულთაგან 121 პირს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო დანარჩენი გათავისუფლდა - შეეფარდა ადმინისტრაციული ჯარიმა ან სიტყვიერი შენიშვნა. ზოგიერთი ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მიმართ საქმის განხილვა გადაიდო.

ასევე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 20 ივნისის აქციისას ცალკეულ სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების (მათ შორის ჟურნალისტების მიმართ) ფაქტების შესწავლა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ უკვე დაიწყო. აღნიშნული სამართალდამცავები აქციების დროს მართლწესრიგის დაცვასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში აღარ მონაწილეობენ".



image


აქვე შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან მომიტინგეების დასარბევად ჰქონდა ადგილი ძალის გადამეტებას და არაკონონიერ ფარგლებში მოქმედებას.




გვესმის მაინც რა დონის დანაშაული ჩაიდინა მისი ბრძანებით მისმა უწყებამ, 20 ივნისის ღამით?!

1. რეზინის ტყვიები გამოყენებული იყო ინსტრუქციის უხეში დარღვევით: რეზინის ტყვიის სროლა დასაშვებია მხოლოდ მიწის მიმართულებით რომ მიწიდან ასხლეტილი მოხვდეს ადამიანს ფეხებში!
20 ივნისის ღამეს გახარიას მითითებით რეზინის ტყვიებს ისროდნენ ჰაერში! უფრო მეტიც – დამიზნებით სახეში, თავში, სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, რის შედეგადაც დასახიჩრდა უამრავი ადამიანი!

2. მეორე სახეობის რაკეტისმაგვარი ფორმის სტაფილოსფერი რეზინის ტყვია გამოიყენება მხოლოდ დიდი მასის ნადირის შესაჩერებლად და არავითარ შემთხვევაში ადამიანზე!
20 ივნისის ღამეს გახარიას ბრძანებით ეს ტყვიები გამოყენებული იქნა ადამიანების წინააღმდეგ!

3. ცრემლსადენი მომწამვლელი ქიმიური გაზი – მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გახსნილ სივრცეში და იქ სადაც ადამიანები არ არიან მასიურად ერთად ახლოს ერთმანეთთან, თორემ ამან შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის გაგუდვა! ასევე; ამ გაზის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ განსაზღვრული დოზით სუნთქვისთვის და მხედველობისთვის დროებითი პრობლემების შესაქმნელად და არა იმ რაოდენობით, რაც გამოიყენა გახარიას ბრძანებით სპეცრაზმმა და რის გამოც უშუალოდ პარლამენტის წინ საფრთხე შეექმნა ადამიანების სიცოცხლეს, ხოლო დანარჩენებს არა დროებით, არამედ სამუდამოდ დაუზიანდათ მხედველობა და შეერყათ ჯანმრთელობა!



ასე, რომ ასეთი დარღვევებით რეზინის ტყვიების და ქიმიური გაზის გამოყენება უთანაბრდება ადამიანების სასიკვდილოდ გამეტებას!

აღარაფერს აღარ ვამბობ იმ მიზეზზე, როს გამოც გახარიამ დასაჯა ადამიანები!
აღარაფერს აღარ ვამბობ იმაზე, რომ ასეთი ძალის გამოყენების არანაირი წინაპირობა არ არსებობდა და ის უმნიშვნელო კონფლიქტებიც პროვოცირებული იყო ისევ სპეცრაზმელების მიერ შუა თითის ჩვენებით, დამამცირებელი მიმართვებით და ასე შემდეგ!




რუსეთი ოკუპანტია! და ისეთივე ერთმორწმუნე ქვეყანაა, ქრისტეს როგორი მიმდევარიც იუდა იყო!



1
249
10-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
249
  
2019, 22 ივნისი, 22:15
რუსეთი, რომ ოკუპანტია თუ ვინმეს ეეჭვება გააქანეთ პირდაპირ ფსიქიატრიულში გამოკვლევაზე.
0 1 1