x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134489
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
რატომ მოვედი შენთან

ნატვრასაც დასასრული ჰქოინია, სულ ჩემი პატარა სიყვარული მახსენდებოდა. უცნაურად რომ მიყვარდა, არ ვიცი, შეიძლება არ მიყვარდა. წინა დღით ვნახე, დილით, სანამ შენთან მოვიდოდი. ისიც შენსავით სევდიანად მიყურებდა, უფრო სევდიანად ვიდრე შენ მიყურებ ახლა. არაფერი მითხრა, თავი ჩაღუნა. მეც თავი ჩავღუნე, მეტი არაფერი. მეგონა ხელს ჩამჭიდედა, ის კი მიბრუნდა და სადღაც სხვა მხარეს გასწია. მეც ჩემს გზას გავუდექი. მახსედებოდა რაღაც ათი თუ თხუთმეტი წლის წინადელი: ვსველდეოდი, წვიმა იყო, ფეხები მთლად სველი მქონდა, კართან დავყარე ჩემი მოქსოვილი ძველი წინდები და თათებწაკეცილი, ფართორეიტუზიანი ფეხები ღუმელთან გავიშერი. გზას მივუყვები ასე, კარგა მანძილი გავიარე, მერე კი გავჩერდი, გულმა ვეღარ მოიმითმინა და მივიხედე, შორს, სადღაც, წერტილივით დავინახე, ისე შორს წასულიყო ჩემი პატარა სიყვარული, ძლივს მოჩანდა. სხვისთვის ჩაეჭიდა ხელი და კი არ მიდიოდა, მიჰქროდა. დიდხანს ვუყურე და მივხვდი, რომ სულ ცოტათი დამწყდა გული. მერე შენთან მოვედი და მიკვირდა ის, რომ მოვედი, კი არ მიხაროდა. და რომ არ მიხაროდა, ირგვლივ, ყველგან, ჭრელი კაბებივით თხელი, არეშუმის ფარდები დაეშვნენ, ისე, რომ გეგონება, სახლის პატრონმა ღია კარიანი აივნიდან გამოაძევაო. დაეშვნენ და გვერდით გამომყვნენ... ჩარლი ჩაპლინის ნაღვლიანი ბავშვობასავით ფართორეიტუზიანი და თათებწაკეცილი, თეთრი, სიფრიფაანა, ჭრელი კაბებივით ფარდები მოჰქროდნენ, რომელთაც თან, ქუჩის მთელ სიგრძეზე აივანი და ღია კარი მოჰყვეოდა კივილით. შენ სადღაც შორს მოჩანდი, მომყვებოდი და, ჭრელ-ჭრელა კაბებივით ფარდების მსუბუქ რხევაში დამეძებდი და ვერ მპოულობდი. შენ ამბობდი, რომ ნატვრასაც დასასრული ჰქონიაო.


მაიკო

0
8
1-ს მოსწონს
ავტორი:maia miruashvili
maia miruashvili
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0