x
image
ვიზა კოხაძე
"საქართველო აღარ არის" - რობერტ სტურუას ფეისბუქ პოსტმა რუსული სოციალური მედია მოიცვა

imageროგორც "РИА Новости" წერს, ქართველმა და რუსმა მსახიობმა, ასევე მოსკოვის თეატრ "Et Cetera"მთავარმა რეჟისორმა რობერტ სტურუამ საქართველოს დედაქალაქის მთბილისის მთავარ გამზირზე მიმიდინარე საპროტესტო აქციები სოციალურ ქსელში ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დააკომენტარა სადაც დაწერა " нет больше Грузии".

Robert Sturua15 hrsბოროტმა სულმა იმარჯვა... ნაცისტები ზეიმობენ: ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო აღარ არის!

აღნიშნული სტატუსი სტურუამ ფეისბუქზე ქართულ ენაზე დაწერა, მაგრამ ის სასწრაფოდ იატაცა რუსულმა მედიამ და ასევე სასწრაფო წესით თარგმნეს: – " Злой дух победил… нацисты празднуют: нет больше Грузии".

აღნიშნულმა სტატუსმა რუსული მედიის აბსოლუტური უმეტესობა მოიცვა და დღეს უდიდესი ქართველი რეჟისორის ( თავის დროზე) ფეისბუქსტატუსს განიხილავენ.აი რას წერს რუსული ყვითელი პრესა დედაქალაქში მიმდინარე პროცესებზე: - " საქართველო დაიტბორა საპროტესტო აქციებით, რომელიც თბილისის ცენტრში რუსთაველის მოედანზე მიმდინარეობს. პროტესტი გამოიწვია მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში რუსეთის დელეგატების მონაწილეობამ. ხუთშაბათს რადიკალმა დეპუტატებმა დაიკავეს პარლამენტის შენობა, სადაც რუსი წარმომადგენლები იყვნენ, საღამოს კი პროტესტანტებთან ერთად ისინი ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.სპეცრაზმმა აქცია დაიწყო და მოხდა აქციის მონაწილეების დარბევა. დაშავდა 240 ადამიანი და 300 - ზე მეტი მომიტინგე კი დაკავებულია.საპროტესტო აქციის მეორე ტალღა კი პარასკევს საღამოს გაგრძელდა იმავე პარლამენტის შენობის წინ. აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ და ასევე მათი ერთ - ერთი მთავარი მოთხოვნაა დაკავებულების გათავისუფლება".imageკიდევ ერთ რუსულ სტატიაში ვკითხულობთ: - " ქართველმა რადიკალმა დეპუტატებმა ხელი შეუშალეს მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომას და პარლამენტის სხდომათა დარბაზში არეულობამ გამოიწვია МАП-ს პრეზიდენტის სერგეი გავრილოვის და მისი თანმხლები დელეგატების მიერ სასწრაფო წესით ქვეყნის დატოვება".

შეგახსენებთ, რომ რუსი დელეგატები საქართველოდან სპეც რეისით გაფრინდნენ, თუმცა აქამდე უცნობია, ვინ იზრუნა მათ დაფინანსებაზე.

0
252
2-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
252
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0