x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციის ფონი და პუტინის გადაწყვეტილება
20 ივნისს, საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ჩატარებას ქართველი დეპუტატები, სხვადასხვა ოპოზიციის წევრები და ლიდერები და მმართველი პარტია ესწრებოდა. ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ასამბლეაზე რუსეთის დუმის დეპუტატის, კომუნისტური პარტიის წევრის სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელსაც სპიკერის სავარძელი დაუთმეს. ფაქტს მყისიერი რეაგირება მოყვა ოპოზიციის სხვადასხვა პარტიის წევრებისა და ლიდერების მხრიდან და შეძახილებითა და წყლის შესხმის მცდელობით გახადეს იძულებული რუსი დეპუტატი, რომ პარლამენტი დაეტოვებინა.



image



მომხდარს ხალხის მხრიდან მძაფრი რეაქცია მოყვა და მმართველი გუნდი დიდ შეცდომაში დაადანაშაულეს. რუსეთი ოკუპანტია! რუსეთი კლავს! მსგავსი ლოზუნგებით პარლამენტის წინ მოსახლეობის მხრიდან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მიზანი იყო მინისტრების - ირაკლი კობახიძის, გიორგი გახარიასა და ზაქარია ქუცნაშვილის გადადგომა, რადგან, სწორედ მათი ორგანიზებით მოხდა რუსი დეპუტატის- სერგეი გავრილოვის პარლამენტში "საპატიო სავარძელში" დაჯდომა, რაც მათი მხრიდან სრულიად უგუნურობა იყო.



მმართველი გუნდის, "ქართული ოცნების" მხრიდან უპასუხისმგებლო მიდგომამ, რომ ხალხის წინაშე გამოსულიყო, მოესმინა მათი მოთხოვნები და პასუხისგებაში მიეცა დამნაშავე, რომელმაც გამოიწვია საქართველოს მოსახლეობის გაღიზიანება, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ძალიან მალე ომის ფრონტად აქცია. აქტივისტებმა მმართველ გუნდს ერთი საათი მისცა იმისათვის, რომ პასუხი ეგოთ და ზემო ხსენებულ მინისტრებს და დეპუტატს თანამდებობები დაეტოვებინათ, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან სრული იგნორი ძალიან მალე დაპირისპირებაში გადაიზარდა. შსს-მ შეიარაღებული სპეციალური რაზმის წევრები, სამართალდამცავები და სხვა ძალა გამოიყენა და მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რომელთაგან უმეტესობა ახალგაზრდები და სტუდენტები იყვნენ, წიწაკიანი მხუთავი გაზით, რეზინისა და სხვა (ფოლადის და უფრო ძლიერი რეზინის ტყვიებით) ძალით, ხელკეტებითა და მოგვიანებით წყლის ჭავლით დაარბია.




imageimageimageimageimageimageimage






არიან დაშავებულები, ადგილზე წინასწარ იყო მობილიზებული სასწრაფო დამხარების რამდენიმე ეკიპაჟი. დაშავებულები კი თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა, ზოგს ნეიროქირურგიული ჩარევა დასჭირდა, ერთ-ერთი დაშავებული ამ დრომდე მართვითი სუნთქვის აპარატზე იმყოფება, რამდენიმე ათეულმა კი მიიღო მწვავე დაზიანება. სპეცრაზმელების მხრიდან მოქალაქეებზე თავდასხმა იყო ძალაუფლების გადამეტება და სრულიად მოკლებული ადამიანურ მოპყრობას, რასაც არაერთი მასალა თუ ფოტო მოწმობს. "მთავრობა დიდი სისასტიკით მოექცა თავის მოსახლეობას".


imageimageimageimageimageimage




პროტესტი დილამდე, აქტივისტების დევნით გაგრძელდა. დაკავებულია 305 ახალგაზრდა, რომელთაგან უმეტესობას 12-15 დღით პატიმრობა მიესაჯა.


21 ივნისს, 19:00 საათზე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია კვლავ განახლდა. ამჯერად კიდევ მეტი ადამიანი მივიდა და მათი მოთხოვნა კვლავ ძალაშია - დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და გადადგეს გიორგი გახარია, ვინაიდან, მხოლოდ 24 საათის შემდეგ ქუცნაშვილმა და კობახიძემ თანამდებობა დატოვეს.


image

მომხდარზე არაერთი განცხადება გააკეთა რუსეთმა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე საათის წინ რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით კრემლში ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომ 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აეკრძალებათ საქართველოს ტერიტორიაზე ფრენა. რუსმა ტუროპერატორებმაც გააკეთეს განცხადება, რომ დროებით შეაჩერებენ ტურების გაყიდვას საქართველოში. რუსეთის მთავრობა ასევე იზრუნებს იმაზე, რომ რუსი ტურისტები, რომლებიც უკვე იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, უკან მშვიდობით დააბრუნოს დაუყოვნებლივ და უზრუნველყოს მათი ბარგის ტრანსპორტირებაც. (რაც, ვფიქრობ, რომ საეჭვოა, ტურისტებს საფრთხე ისედაც არ ემუქრებათ და მისი მსგავსი გადაწყვეტილება, ხალხს აეჭვებს!)


"რამდენიმე დღეა რაც ჩამოვედით საქართველოში და რუსთაველთან ახლოს დავსახლდით. გვესმოდა ხმები, ხმაური, თუმცა ჩვენ გარეთ არ გამოვსულვართ, შესაბამისად არაფერი საფრთხე არ შეგვქმნია. დღის მანძილზე კი ქართველ მეგობრებთან ერთად ვსვამდით და დროს ჩვეულებრივ ვატარებდით, არაფერი აგრესია ჩვენს მიმართ, პირიქით, ჩვეულებრივ მიგვიღეს და გვიმასპინძლეს" - ამბობენ რუსი ტურისტები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა თბილისში ისვენებენ.




11
350
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
350
  
2019, 22 ივნისი, 23:09
სწორედ მაგას ვყვირი ამდენხანს, გუჯა! რაც ამ ახალგაზრდებს გაუკეთეს გუშინდელი დღის გამთენისას, ეს "არაკაცობაა" ყველას მხრიდან, ვინც ბრძანება გასცა და ვინც ასე გამიზნულად პირდაპირ სახეში და თავში ისროლა.
2019, 22 ივნისი, 22:12
არა მაკა არ გესროდით, მე საქართველოს სიყვარულის გამო ახლახან ფეხში ჩარჩენილი ნაღმის ნამსხვრევი ამომიღეს, განგრენაზე ჰქონდათ ეჭვი.
2007 წელს, ბრძანება, რომ არ შეასრულა და დანაყოფს აუკრძალა არა საპოლიციო ბრძანების შEსრულება სწორედ ამ მიზეზით გაანთავისუფლეს სამსახურიდან მამაჩემი.
თუ ვესროდი ვესროდი ფეხებში და არცერთ ვარიანტში ზევით, ქალებს მით უმეტეს არცერთ შემთხვევაში არ ვესროდი, ვარჩევდი ბრძანების შეუსრულებლობისათვის ციხეში წავსულიყავი ვიდრე ჩემი თანატოლებისათვის და უმცროსი ასაკის გოგო-ბიჭებისათვის მიმეყენებინა აღნიშნული სახის დაზიანება. ეს ჩემთვის ღირსების საკითხია.
2019, 22 ივნისი, 21:42
ისევ ვცდები რა ჰქვია, სხვა როდის შევცდი? რა აზრი აქვს მხუთავი იყო თუ ცრემლსადენი, ტყვიები არ იყო სხვა დანიშნულებისთვის, რომელიც ადამიანებზე გამოიყენეს და რამდენიმე ათაეული ადამიანი სერიოზულად დაშავდა? ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა, გუჯა! თვალი! ესეიგი ჩვენი ქვეყნის სპეცრაზმელები "მაგარი ბიჭები" არიან, აბა რაა, კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ, თანამემაულეეებს დებს, მეგობრის ცოლებს, დედებს, ძმებს და მამებს ხოცავდნენ და ეს კანონიერად ქნესო მეუბნევი? აი მართ₾ა მეცინება, სიმწრით ოღონდ! მეც მყავს მაგ სტრუქტურაში ახლობლები და ისინიც ისეთი გარეწარი, ფულს დახამებული მონები არიან, როგორებიც გუშინ გამთენიისას ვიხილეთ, გადარიცხა ბიძომ 100 000 ლარი და ლომებმა იარაღები გადატენეს, ტფუიიი... რა კანონის ენით მელაპარაკები, შნ რომ მდგარიყავი იმ წინა ხაზზე და მე და შნი და და ცოლი მომიტინგეების წინა რანგზე, გვესროდი?! მეც მოვრჩი, აი აქ იკვეთება ზუუსტად ადამიანობა. მივაფურთხე ეგეთ ბრძანებას, ვინც თავის დების და ბიძაშვილებს თუ მეზობლების შვილების დაცხრილვას (სრული ამ სიტყვის მნიშვნმელობით, იყვნენ დაცხრილული კაცებიც, ზოგს თვალი ამოუგდეს, ზოგს ფილტვი გაუხვრიტეს და ზოგს ტვინი და ახლაც კომატოზურ მდგომარეობაშია, გაქცეულ და წაქცეულ ხალხს ესროლეს და გადაუარეს, რეებს ამბობ საერთოდ)
2019, 22 ივნისი, 21:23
ისევ ცდები მაკა. როცა სახელმწიფო კონსტიტუციურ წყობას ექმნება საფრთხე სპეცრაზმი იყენებს ყველა მის ხელთ არსებული ამუნიციის სპეც საშუალებებს.
არ იყო ეს მხუთავი აირი ცდები, ეს იყო მხოლოდ ცრემლსადენი აირი და არა მხუთავი აირი.
გახარიამ გასცა ბრძანება, რომელიც სრულად ჯდება კანონის ფარგლებში. მე მოვრჩი.
2019, 22 ივნისი, 21:18
გვესმის მაინც რა დონის დანაშაული ჩაიდინა მისი ბრძანებით მისმა უწყებამ, 20 ივნისის ღამით?!

1. რეზინის ტყვიები გამოყენებული იყო ინსტრუქციის უხეში დარღვევით: რეზინის ტყვიის სროლა დასაშვებია მხოლოდ მიწის მიმართულებით რომ მიწიდან ასხლეტილი მოხვდეს ადამიანს ფეხებში! 
20 ივნისის ღამეს გახარიას მითითებით რეზინის ტყვიებს ისროდნენ ჰაერში! უფრო მეტიც – დამიზნებით სახეში, თავში, სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, რის შედეგადაც დასახიჩრდა უამრავი ადამიანი!

2. მეორე სახეობის რაკეტისმაგვარი ფორმის სტაფილოსფერი რეზინის ტყვია გამოიყენება მხოლოდ დიდი მასის ნადირის შესაჩერებლად და არავითარ შემთხვევაში ადამიანზე! 
20 ივნისის ღამეს გახარიას ბრძანებით ეს ტყვიები გამოყენებული იქნა ადამიანების წინააღმდეგ!

3. ცრემლსადენი მომწამვლელი ქიმიური გაზი – მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გახსნილ სივრცეში და იქ სადაც ადამიანები არ არიან მასიურად ერთად ახლოს ერთმანეთთან, თორემ ამან შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის გაგუდვა! ასევე; ამ გაზის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ განსაზღვრული დოზით სუნთქვისთვის და მხედველობისთვის დროებითი პრობლემების შესაქმნელად და არა იმ რაოდენობით, რაც გამოიყენა გახარიას ბრძანებით სპეცრაზმმა და რის გამოც უშუალოდ პარლამენტის წინ საფრთხე შეექმნა ადამიანების სიცოცხლეს, ხოლო დანარჩენებს არა დროებით, არამედ სამუდამოდ დაუზიანდათ მხედველობა და შეერყათ ჯანმრთელობა!

ასე, რომ ასეთი დარღვევებით რეზინის ტყვიების და ქიმიური გაზის გამოყენება უთანაბრდება ადამიანების სასიკვდილოდ გამეტებას!

აღარაფერს აღარ ვამბობ იმ მიზეზზე, როს გამოც გახარიამ დასაჯა ადამიანები! 
აღარაფერს აღარ ვამბობ იმაზე, რომ ასეთი ძალის გამოყენების არანაირი წინაპირობა არ არსებობდა და ის უმნიშვნელო კონფლიქტებიც პროვოცირებული იყო ისევ სპეცრაზმელების მიერ შუა თითის ჩვენებით, დამამცირებელი მიმართვებით და ასე შემდეგ!
2019, 22 ივნისი, 21:18
სახელმწიფო დაწესებულებაზე შტურმი განიხილება, როგორც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს იყო სპონტანურად დაგეგმილი აქცია ძალიან სცდები.
ისევ ცდები როცა ამბობ, რომ მე ვიღაცას ვაპრავებ.
მე ამ ქვეყნისთვის ბევრჯერ მიბრძოლია, როცა იქ შეყრილი ხალხის უდიდესი ნაწილი სახლებში იჯდა.
გავრილოვის შემომშვები დასაჭრია, მაგრამ დასაჭერია თითოეული ლიდერი, ვინც პარლამენტის აღებას მოაწერა ხელი.
სპეცრაზმის შაშანა რეზინის ტყვიებს ისვრისს 35 მეტრ მანძილამდე, დაეცვათ დისტანცია და არავის მოხვდებოდა რეზინის
საფანტი და რეზინო-პლასტიკის სპეც ტყვიები.
სად გაიპარნენ ლიდერები ხალხი, რომ შეატოვეს სპეცრაზმს?
მე გეტყვი-როგორც 2008 წელს გაიქცნენ წითელი ხიდისკენ ისე გაიქცნენ ეს კურდღლები.
კგბ-ს პოლკოვნიკ ვაშაძის სარდლობით.
2019, 22 ივნისი, 21:04
სრულიად აპოლიტიკური ვარ, გუჯა და აქამდე თავს ვიკავებდი რაიმე კომენტარი გამეკეთებინა იმ საშინელ მოვლენებზე, რისი გადატანაც ქარველებს ისევ უწევთ და ისევ უწევთ ისევ ქართველების გამო, რომლებმაც ღირსება და ადამიანობა სკამზე და ფულზე გაყიდეს და ასე გაგვიმეტეს, მაგრამ რაღაც ვხედავ რომ "ქართულს ოცნებას" აპრავებ და როგორ?!! გამკვირვებია! რომ შეკერეს ეს სცენარი, რომელიც განახორციელეს და უდანაშაულო ადამიანები შეეწირა, ისედაც ცხადია, მაგრამ რომელ შტურმით აღებაზე საუბრობ, ეს ხალხი ხელებაწეული იდგა მშვიდობიანად და აგრესია სპეცრაზმისგან წამოვიდა, გაფრთხილებაც არ მისცეს ხალხს, ასე გაუფრთხილებლად თვალში და თავში სად ესვრიან?! ომში! და არ გესწავლება! ჰოდა, ნაძირლები არიან ყველანი ვინც ეგ ბრძანება გასცა და შეასრულეს, არ ნახე იტალიაში მსგავსია ქციის დროს რა გააკეთეს სამართალდამცავებმა? ერთმანეთი გვეზიზღება და ვინ რომელი მთავრობის დროს მოვერგებით, მერე იმას ვაპრავებთ, აი ეს გვჭირს! ერთი მთავრობისაც და მეორესიც და კიდევ მათი მიმდევრებისაც...!!!!! ვერ გავამართლებ ვერანაირ კონტექსტში ხალხის ხოცვას და გაქცეულ მომიტინგეებს ალექსანდროვის პარკში დასდევდნენ, თითქოს დათვზე ან ირემზე ნადირობდნენ, ვერ ნახე მაგათი პირსისხლიანი სახე?!
2019, 22 ივნისი, 20:04
მიშა იყო ის პრეზიდენტი, რომელმაც მთელი ქართული ენერგოსისტემა რუსეთს გადააბარა, მიშას ბიძა რუსეთის უშიშროების გენერალი ალასანია იყო მიშას მრჩეველი და ეს ხელისუფლებაა რუსეთის აგენტი? :)
ვაშაძე სსრკ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებით სტრატეგიულ განყოფილებას ხელმძღვანელობდა, რუსეთის მოქალაქის პასპორტი ძლივს გააგდებინეს ხელიდან 2009 წელს და რუსეთუმეს სხვას როგორ ეძახით.
არამზადაა თითოეული ოპოზიციური ლიდერი, რომელმაც გულანთებული ხალხის ემოციებით ისარგებლა და პარლამენტის შტურმისკენ მოუწოდა.
სახელმწიფო საკანონმდებლო ორგანოს შტურმი კანონმდებლობით განიხილება, როგორც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა.
სწორედ ან ნაგვების კისერზეა 2008 წელს სამარცხვინოდ დამარცხება.
გავრილოვი შემოაგდო რუსეთმა, როგორც გასაწირი პაიკი, რომლის ლიკვიდაცია აუცილებლად გახდებოდა საქართელოს სრული ანექსიის მიზეზი.
პროტესტის ფორმა არაა პარლამენტის შტურმით აღების მცდელობა.
გახარია ვალდებული იყო გაეცა ბრძანება შეეჩერებინა იძულების წესით სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა.
2019, 22 ივნისი, 12:52
ე.ი რუსი შორების სემოსვლა და სპიკერის ადგილას მათი გამოჩენის გაპროსტესტება, ჩვენს ფეთქებად ხასიათს უნდა დავაბრალოთ? ამ ყველაფერში ოპოზიციის სცენარი იგრძნობა? მაშინ როდესაც ეს მოხადა ამ ხელისუფლებამ დაამტკიცა რომ კარგად თანამშრომლობს რუსეთთან და შემძვრალია ეღთ ადგილას. მათი გაღიზიანების საპასუხოდ ახაგაზრდებზე უკიდურესი ზომები მიიღეს, ადამიანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შეეხენ , გამართლებით თუ ვინმე გადარჩა ,ეს იმას არ ნიშნავს რომ დანაშაულს არ ქონია ადგილი, დალეწეს ჟურნალისტები და მედიის სხვა წარმომადგენლები. ამ ყველაფერმა დამანახა , რომ 30% კი არა მთლიანი ქვეყანაა უკუპირებული, რაც შეეხება ფრენების გაუქმებას, ნიშნავს რომ მორიგი აგრესიის მოლოდინში უნდა ვიყოთ.
2019, 22 ივნისი, 12:31
სააკაშვილის და მისი დამქაშების მიერ დადგმული სცენარის განხორციელების მცდელობა იყო ეს და მეტი არაფერი.
წაეთღეოდა გავრილოვი, აგვშორდებოდა ომის საფრთხე და მერე მოეწყოთ მშვიდობიანი მანიფესტაციები მათ წინააღმდეგ ვინც დასასჯელი იყო კანონიერი გზით.
ეს იყო წინასწარ დაგეგმილი და დაღვრილი სისხლი ნაციონალების სინდისზეა...
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10