x
image
კატაპულტი
ვინ არის არჩილ თალაკვაძე,რომელმაც ირაკლი კობახიძე უნდა შეცვალოს?!
image
დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.მმართველმა გუნდმა თანამდებობაზე დანიშვნის ერთადერთ კანდიდატად არჩილ თალაკვაძე დაასახელა.



ვინ არის არჩილ თალაკვაძე?

მცირე ინფორმაცია მის შესახებ:

დაიბადა 1983წლის 16 იანვარს ქ.ოზურგეთში.2006 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის სპეციალობით.2010 წელს კი -GIPA(საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი).



არჩილ თალაკვაძე 2006-2007 წლებში იყო USAID-ის პროექტის კოორდინატორი. 2007-2008 წლებში - სახალხო დამცველის ოფისის პროექტის მენეჯერი, 2008-2009 წლებში - სახალხო დამცველის მრჩეველი, 2012-2014წლებში სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე, 2014-2015 წლებში - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

არჩილ თალაკვაძე არის პარტია “ქართული ოცნების" წევრი და საკონტიტუციო რეფორმებისა და ცვლილებების ერთ-ერთი ავტორი . იგი ოპოზიციასთან ერთად მუშაობდა ორპარტიულ რეზოლუციაზე, გმობდა ადამიანთა უფლებების დარღვევას, რომელსაც ადგილი ჰქონდა რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე.


როგორც ცნობილია, ირაკლი კობახიძეს, ჯერ კიდევ 2019წლის 20 ივნისის მოვლენებამდე მიიჩნევდნენ საქართველოს ისტორიაში პარლამენტის ყველაზე სუსტ თავმჯდომარედ.ბოლო მოვლენებმა კი მოსახლეობის დიდი ნაწილი უარყოფითად განაწყო მისდამი.შესაბამისად, გამართულ საპროტესტო აქციაზე უპირველესი მოთხოვნა, სწორედ მისი გადადგომა გახლდათ.


ვნახოთ, როგორ გაუმკლავდება არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნას და იმედი ვიქონიოთ, რომ აჯობებს ყველა წინამორბედს.

0
238
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
238
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0