x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა მოსდის ორგანიზმს, თუ ხშირად მიირთმევთ მზესუმზირას?
ალბათ, გქონიათ სიტუაცია, როცა ფილმის ყურებისას, თუ უბრალოდ, მეგობრებთან საუბრისას, მზესუმზირას შეექცევით და ბოლოს მისი ჩენჩოების გორას აყენებთ. მზესუმზირა ნამდვილად უნიკალურია თავისი თვისებებით: ბიოლოგიური ღირებულებებით ის ხორცს და კვერცხსაც კი უსწრებს, ხოლო კალიუმი მასში ორჯერ მეტია, ვიდრე ბანანსა და ფორთოხალში.


ახლა კი, უფრო დეტალურად გავეცნოთ, თუ რა ზეგავლენას ახდენს მზესუმზირის ხშირი მიღება ჩვენს ორგანიზმზე:


1.ამაგრებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას

imageდღეში 50 გრამი მზესუმზირა საკმარისია იმსთვის, რომ ვიტამინ E-ს დღიური დოზა მიიღოთ, რომელიც ანტიოქსიდანტია. ეს ვიტამინი ხელს უშლის ათეროსკლეროზის ჩამოყალიბებას, ეხმარება გულის კუნთებს ნორმალურად ფუნქციონირებაში.მზესუმზირა ასევე მდიდარია მაგნიუმით, რომელიც აუცილებელია გულისა და სისხლძარღვებისთვის, მონო და ნახევრადნაჯერი ცხიმებით-რომლებიც ასევე დადებითად მოქმედებენ გულის მუშაობაზე.



თუკი ყოველდღე 100 გრამ მზესუმზირას შეჭამთ, თავიდან აირიდებთ არა მარტო ათეროსკლეროზს, არამედ მიოკარდიუმის ინფარქტს და სისხლში ქოლესტერინის დონეც დაიწევს.


2.რეგულირდება მჟავა-ტუტოვანი ბალანსი

imageმზესუმზირა ასევე ხელს უწყობს კუჭისა და ლორწოვანი გარსის მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარეგულირებას, რის გამოც შეგიძლიათ გულძმარვის დროს მიირთვათ.


3.გვეხმარება სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებაში

imageთავისი შემცველობით მზესუმზირა ტოლს არ უდებს ვიტამინების კომპლექსს და ბიოდანამატებს. ის მდიდარია А, Е, D და B ჯგუფის ვიტამინებით, ასევე უჯერი ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც დაბერების პროცესს ანელებენ, დადებითად მოქმედებენ მხედველობაზე, კანის მდგომარეობაზე, თმებისა და ფრჩხილების სიჯანსაღესა და რეპროდუქტიულ ორგანოებზე. გარდატეხის ასაკში სწორედ მზესუმზირა შეიძლება დაეხმაროს მოზარდებს გამონაყარისა და აკნესგან თავის დაღწევაში.


4.უნარჩუნებს ორგანიზმს ტონუსს

imageმნიშვნელობა არ აქვს მზესუმზირას როგორი სახით მიირთმევთ, ის მთელ ორგანიზმს ეხმარება ტონუსის შენარჩუნებაში. გარდა ამისა, ის აწესრიგებს ცხიმების ცვლას და გვეხმარება ნერვული და ენდოკრინული სისტემების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.


5.ამშვიდებს ნერვულ სისტემას

imageმზესუმზირის კნაწუნის პროცესი შეგვიძლია მედიტაციასაც კი შევადაროთ-ამ დროს ნერვული სისტემა წყნარდება, ადამიანი წყდება ნეგატიურ აზრებს, თავს აღწევს დეპრესიულ მდგომარეობას და სიგარეტისადმი ლტოლვასაც კი უმკლავდება.


6.კალორიულობა

image100 გრამი მზესუმზირა თითქმის 600 კილოკალორიაა. ერთის მხრივ, ეს ნამდვილი ენერგეტიკული ბომბია, რომელიც საშუალებას გვაძლევს სწრაფად აღვიდგინოთ ძალები, გავიმაგროთ კუნთოვანი მასა. მეორეს მხრივ კი- თუ ფილმის ყურებას ან საუბარს შეყვებით და 100 გრამზე მეტ მზესუმზირას შეჭამთ, ეს ნამდვილად არ აისახება კარგად თქვენს ორგანიზმზე.


უკუჩვენება

imageმიუხედავად მისი სასარგებლო თვისებებისა, ისევე როგორც სხვა პროდუქტს, მზესუმზირასაც თავისი უკუჩვენებები აქვს. მისი მიღება უკუნაჩვენებია კუჭის წყლულის, ენტეროკოლიტის, პოდაგრის, გასტრიტის დროს. მზესუმზირა აძლიერებს ნაღვლის გამოყოფას, ამიტომ მისი მიღება არც ნაღველკენჭოვანი დაავადებების დროსაა რეკომენდებული.
გარდა ამისა, ექიმების მიერ მზესუმზირის მიღება უკუნაჩვენებია სახსრების დაავადებების დროს და ხანდაზმულ ასაკში. და არ დაივიწყოთ კალორიულობა! თუ ზედმეტი წონა გაწუხებთ, მოერიდეთ მზესუმზირას.


ფრთხილად:კადმიუმი!

imageმზესუმზირის არსებითი მინუსი ისაა, რომ შესაძლოა კადმიუმს შეიცავდეს, რომელიც მასში დაბინძურებული ნიადაგიდან, ჰაერიდან და წყლიდან ხვდება. ადამიანის ორგანიზმში დაგროვებისას კი კადმიუმი პათოლოგიურ პროცესებს იწვევს, რაც განსაკუთრებით თირკმელებზე აისახება.


კბილები

imageთუ რეგულარულად აკნაწუნებთ მზესუმზირას კბილებით, ამით თქვენ კბილის ემალს ანადგურებთ.როგორც წესი, ყველაზე მეტად წინა კბილები ზიანდება და ეს ყველასთვის თვალშისაცემი ხდება.


აპენდიციტი

imageდღემდე აქტუალურია საკითხი, იწვევს თუ არა მზესუმზირა აპენდიციტს. მიუხედავად მტკიცებულებების არარსებობისა, ზოგიერთი ექიმი დარწმუნებულია, რომ მზესუმზირას აპენდიციტის პროვოცირება შეუძლია. თუ მზესუმზირას დიდი რაოდენობით და თან გაურჩევლად შეჭამთ, ამან შესაძლოა კუჭის და ნაწლავების დაცობა გამოიწვიოს, ხოლო ამ ფონზე აპენდიციტის განვითარება სრულიად რეალურია.


დამოკიდებულება

imageსამედიცინო თვალსაზრისით, მზესუმზირაზე დამოკიდებულება არ არსებობს. თუმცა, შესაძლოა გარკვეული ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობა მაინც გაჩნდეს. მზესუმზირის ჭამისას ხომ ვდუნდებით, მოძრაობა თითქოს მექანიკური ხდება და არაფერზე ვფიქრობთ. ეს მედიტაციის მსგავსია.სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მზესუმზირაზე დამოკიდებულება არ არსებობს, მაგრამ მისი კნაწუნი კი შეიძლება ჩვევად გექცეთ.


ვჭამოთ თუ არ ვჭამოთ?

imageმზესუმზირის შემადგენლობის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ძალიან სასარგებლოა ადამიანისთვის. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ რამდენი მიირთვათ. უმჯობესია 50-150 გრამი დღეში და კვირაში ორჯერ. სასარგებლო ნივთიერებების ჭარბმა რაოდენობამაც კი შესაძლოა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს, ისევე როგორც მათმა დეფიციტმა.









0
1040
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
1040
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0