x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
“ნუ გვესვრი” – ჟურნალისტები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავენ

image


"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" დღეს, 15:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. "ნუ გვესვრი" ასე ჰქვია აქციას, რომლის მიზანიც დაუყონებლივ იმ სამართალდამცავების გამოვლენა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაა, რომლებიც აქციაზე, ჟურნალისტებს, საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულებას არ აძლევდნენ და მათ სრულიად გამიზნულად ფიზიკურად უსწორდებოდნენ: "მოვითხოვთ: იმ სამართალდამცავების სასწრაფოდ გამოვლენას და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, რომლებიც დამიზნებით ესროდნენ ჟურნალისტებს, რომელთა იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო, მაგრამ მაინც მიაყენეს სხეულის დაზიანებები და ხელი შეუშალეს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში. მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ 21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის დაშლის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ჟურნალისტების მიზანმიმართულ დევნაზე, ჯანმრთელობის დაზიანების, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაკავებისა და ხელშეშლის ფაქტებზე. ჟურნალისტების აქცია ასევე გაიმართება: ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, გორში, ახალციხეში, ხარაგაულში, კახეთში, " - ნათქვამია განცხადებაში რომელსაც, "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე მედიასაშუალების ჟურნალისტი დაშავდა. მათ შორის, იყვნენ საქართველოს პირველი არხის სამი ოპერატორი და ერთი ჟურნალისტი, "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი და ორი ოპერატორი, სააგენტო "ინტერპრესნიუსის" წარმომადგენელი და "On.ge" - ის ჟურნალისტები.



0
122
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
122