x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ომის ზღვარზე: ირანმა და შეერთებულმა შტატებმა შეტყობინებები გაცვალეს
image
ირანმა აშშ-ს პრეზიდენტისგან გაფრთხილება მიიღო ირანზე ამერიკის მხრიდან სამხედრო თავდასხმის გეგმების შესახებ. ტრამპმა ირანის ტერიტორიულ წყლებში ამერიკული უპილოტო ვითმფრინავის დაკარგვის შემდეგ მოითხოვა, რომ თეირანმა ვაშინგტონთან მოლაპარაკებები დაიწყოს.

აშშ-ს პრეზიდენტმა თავის განცხადებაში ხაზი გაუსვა იმას, რომ ირანის წინააღმდეგ ომი არ უნდა და მხოლოდ მოლაპარაკებები სურს. საპასუხოდ თეირანმა განაცხადა, რომ ირანის უმაღლეს ლიდერს აიათოლა ალი ჰომეინი მოლაპარაკებების წინააღმდეგია, თუმცა, არც ომი უნდათ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგეი რიაბკოვის განცხადებით, ვაშინგტონი ირანთან სიტუაციის ბალანსირებას ომის ზღვარზე იწყებს და შეგნებულად უბიძგებს ვითარებას ღია კონფლიქტის უფსკრულისკენ. სიტუაცია ძალიან საშიშია, ხაზი გაუსვა რუსეთის დიპლომატმა.

სიტუაცია ორმუზკის სრუტეში ძალიან რთულია და მგრძნობიარეა, განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ლუ კანმა. მან მოუწოდა ყველა მხარეს, გამოიჩინოს თავშეკავება და თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი ქმედება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტის ესკალაცია.


ჩინეთმა მოუწოდა ირანთან ბირთვული გარიგების ყველა მხარეს, პირობების შესრულებისკენ. მანამდე, ვაშინგტონი საერთაშორისო ხელშეკრულების შეთანხმებიდან გავიდა, რითაც შეგნებულად უბიძგა ვითარებას ღია კონფლიქტისკენ.


0
778
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
778
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0