x
image
ქეთი გაბინაშვილი
„დადეთ იარაღი ბიჭებო“...

ქეთი გაბინაშვილი


თითქმის საკუთარი ნებით გადავაბარეთ რუსეთს აფხაზეთი და სამაჩაბლო, კოდორი და ახალგორი.... ვაპატიეთ 25 თებერვალი, 9 აპრილი, პუტჩი, სირაქლემასავით ვდგავართ თავჩარგულნი და არ ვიმჩნევთ მცოცავ ოკუპაციას, რომელმაც საქართველოს გულამდე მოაღწია და ქვეყანა მავთულხლართებით გადასერა.

პარლამენტში შევიყვანეთ ე.წ. პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველას მოგვეხსენება, რომ პუტინისგან ფინანსდება და მიუხედავად მათი მტერთან დიალოგებისა, ლამისაა ეროვნულ ძალად გამოვაცხადოთ. ჯერ კიდევ რუსეთის კოლონია ვგონივართ უცხოელ სტუმრებს და ჩვენთან სალაპარაკო ენად რუსულს ირჩევენ. რუსი ტურისტების გულის მოსაფონად სასტუმროებთან მტრის დროშას ვაფრიალებთ და ჩვენს საკურორტო ქალაქებში ქუჩები რუსული წარწერებით გვაქვს დაბინძურებული. ჩვენს შორის ჯერ კიდევ არიან დარჩენილნი ისინი, ვინც ხსნის გზას ჩრდილოეთში ხედავს, ვისაც ეშინია ხმამაღლა განაცხადოს, რომ რუსეთი ოკუპანტია!

რუსეთი ოკუპანტია და ის, რაც გუშინ დუმის დეპუტატმა გააკეთა, კიდევ ერთი მცდელობა იყო ს



აქართველოს მასხარად აგდების. დიახ, ამ ფაქტს აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა პროტესტი, მაგრამ....

არ მგონია რომელიმე მტერს შეეძლოს იმაზე მეტი ზიანის მიყენება ქვეყნისთვის, ვიდრე ეს ჩვენ თავად შეგვიძლია. რამდენიც უნდა ვიძახოთ თბილისს ომს რუსეთი მართავდა და აფინანსებდაო, მაინც დარჩება ისტორიაში სამარცხვინო ლაქად, რადგან რუსული იარაღი ქართველებს გვეჭირა და ჩვენ ვუმიზნებდით ძმებს გულში ტყვიას. საქართელოს კიდევ ერთი შიდა დაპირისპირების, კიდევ ერთი სამოქალაქო ომის გადატანა არ შეუძლია! ეს დასასრული იქნება. ეს ძალა, ეს აგრესია, ეს ბრაზი მტრის მიმართ რომ ყოფილიყო მიმართული, იქნება ახლა საკუთარ ქვეყანაში დევნილებად არ ვიყოთ ქცეული. პ.ს. და კიდევ, რამეს რომ აპროტესტებდე ამისი მორალური უფლება უნდა გქონდეს! „სანამ ხმალს იშიშვლებ იმაზე კი არ იფიქრო ვის ებრძვი, იფიქრე თუ ვის იცავ!“

ქეთი გაბინაშვილი


0
325
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი გაბინაშვილი
ქეთი გაბინაშვილი
325
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0