x
image
alex999
Mediator image
ჰოლივუდის სამყაროს მარტოხელა პრინცი, რომელსაც ცხოვრება სასტიკად ექცევა!

დღეს მას ყველა იცნობს. ჩამოყალიბებული ხასიათით, სიმპატიური გამოხედვებით და გმირული საქციელებით კიანუ რივზი ყოველთვის დადებით შთაბეჭდილებას ტოვებს. ის სულ სხვა სამყაროს მამაკაცია, ცხოვრებამ ბევრჯერ დასაჯა, თუმცა ყოველთვის მოახერხა ფეხზე დადგომა. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ჰოლივუდის სამყაროს მარტოხელა პრინცის დრამატული ცხოვრების მომენტები.


image










ის არასოდეს ყოფილა სიმდიდრის მოყვარული. დაწყებული ახალგაზრდობიდან, დღემდე ძალიან თავმდაბალია. მოგზაურობს საზოგადო ტრასპორტით, ჭამს ქუჩაში და ერთობა მეგობრებთან ერთად იაფფასიან გასართობ ცენტრებში. ეს ნამდვილად ასეა და ამ ყველაფერს კიანუ რივზი აკეთებს. ადამიანი, რომელიც ჰოლივუდის ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობია.

image





ის ყოველთვის წარმატებული იყო თავის საქმიანობაში, თუმცა ცხოვრებამ ის არ დაინდო და ალბათ ამიტომაც სულ მარტოობა ურჩევნია.

image





პირველი უბედურება ჯერ კიდევ 3 წლის ასაკში დაატყდა თავს, ბეირუთში დაბადებულ კიანუს მამა ნარკოტიკებით ვაჭრობდა, რომელიც ჰავაიში დააკავეს. უკანასკნელად კიანუ მამას 13 წლის ასაკში შეხვდა.

image





კიანუ დაავადებული იყო დისლექსიით, რაც გვიან გონებრივ განვითარებას ნიშნავს, ამას ემატებოდა ის ფაქტიც, რომ 17 წლის ასაკში უკვე 4 სასწავლებელი ჰქონდა გამოცვლილი, რადგან დედასთან ერთად ხშირად უწევდა სხვადასხვა ქალაქში საცხოვრებლად გადასვლა(ჰავაი, მელბურნი, ნიო-იორკი და მონრეალი).


image





1988 წელს ცხოვრებამ კიანუ რივზი სიკვდილის საზღვარზე დააყენა. ის მოტოციკლეტის მოყვარული, რასაც შეეძლო მისთვის დარჩენილი ცხოვრების წართმევა, თუმცა საბედნიეროდ გადარჩა, ისე რომ ამის თვითონაც კი არ სჯეროდა. მოტოციკლეტმა მას მოერედაც მოუწყო გამოცდა, ეს მოხდა 1996 წელს, როდესაც ფეხი მოიტეხა და ეს მოტეხილობა საკმაოდ საშინელი აღმოჩნდა.

image





მის გარშემო უბედურება ყოველთვის გრძელდებოდა. 23 წლის ასაკში, როდესაც სამსახიობო კარიერის დასაწყისში იმყოფებოდა, მისი ცხოვრების საუკეთესო მეგობარი, ჯეკლინ ფინიქსის ძმა, რაივერ ფენიქსი გადაჭარბებულად მიღებული ნარკოტიკული დოზით დაიღუპა. ისინი ძმებივით იყვნენ, კიანუ კიდევ ერთხელ განადგურდა...

image





ტრაგედიული ახალგაზრობის შემდეგ, 1998 წელს მან გაიცნო ჯენიფერ სიმი, რომელიც თავდავიწყებით შეუყვარდა. მალევე დაქორწინდნენ, ერთი წლის შემდეგ კი სიმი ფეხმძიმედ იყო... თუმცა კიანუს უბედურება არც ახლა ასცდა, ... მატრიცას გადაღებების შემდეგ, ორსულობის მერვე თვეზე ჯენიფერ სიმმა მკვდარი ჩვილი გააჩინა, რამაც წყვილის ურთიერთობაზე ძლიერი ზეგავლენა მოახდინა. კიანუმ ამჯერად ფსიქოლოგთან დაიწყო კონსულტაციები, ხოლო ჯენიფერ სიმთან მხოლოდ მეგობრული ურთიერთობის გაგრძელება გადაწყვიტა.

image





სამწუხაროდ უბედურება კვლავ გრძელდებოდა... 2001 წელს ჯენიფერ სიმსი მიწვეული იყო მერლინ მონსონის სპეციალურ წვეულებაზე, საიდანაც ნასვამი ბრუნდებოდა სახლში, რა დროსაც ავტომობილის საჭის მართვა ვერ შეძლო და ტრაგიკულად დაიღუპა.


კიანუმ და ჯენიფერმა 1 აპრილს ერთად ისადილეს. ეს მათი უკანასკნელი შეხვედრა გამოდგა, რადგან მეორე დღეს ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლი გახდა რივზის პირველი სიყვარული.

image





"ტკივილი ფორმას იცვლის, მაგრამ არასოდეს სრულდება" - ეს არის ჩვენი გმირის სლოგანი.

image





საყვარელი ადამიანების დაკარგვის შემდეგ, რივზი ერიდება ადამიანებთან დაახლოებას და მათთან ურთიერთობას. მაგრამ ამდენი ტკივილის და მიუხედავად ის წარმატებულ კარიერას ისევ შეუდგა...

image





მან საუკეთესო როლები შეასრულა მატრიცაში, ნეოში, ტკბილ ნოემბერში, კონსტანტინსა და ჯონ ვიკში. განსაკუთრებით შეუდგა ჯონ ვიკის როლის შესრულებას, რომელიც მას საყვარელი ძაღლის სიკვდილმა შთააგონა. მეუღლის და საყვარელი ძაღლის სიკვდილის შემდეგ, კიანუ რივზმა სრული შემართებით შეასრულა თავისი როლი ფილმში - "ჯონ ვიკი".

image



აი ასეთი სირთულეების მსხვერპლი გახდა ჩვენი ჰოლივუდის სუპერვარსკვლავი. მაგრამ ის დღესაც წარმატებულია საკუთარ პროფესიაში, გარდა კინოსი, რივზი ვიდეოთამაშებშიც საკმაოდ პოპულარული პერსონაჟია.

image














სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი






















>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<



როგორც რომანტიკულ ფილმებში ხდება: ლიონელ მესის და ანტონელა რაკუზოს სიყვარულის ისტორია

image





მღვდელმა გზის პირას მიტოვებული ჩვილი იპოვა... რეალური ისტორია საინტერესო დეტალებით!

image





ვაკანსია - მალდივებში ზღვის კუების მომვლელს ეძებენ, პირობები: კარგი ხელფასი, დასვენება და პრემიები

image





ცოდნა არ გაწყენდათ - იცოდით, რომ... ( VIII ნაწილი)

image





რა მოხდება დედამიწაზე, თუ ადამიანები გადაშენდებიან?

image




1
2156
5-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
2156
  
2019, 21 ივნისი, 12:03
ძალიამ მიყვარს ეს მსახიობი,
0 1 1