x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
შიმშილი და მისი სახეები
image

ადამიანის ორგანიზმი, ისვევ როგორც ნებისმიერი სხვა ცოცხალი ორგანიზმი, ღია სისტმაა, ხოლო ცოცხალი ღია სისტემის ნორმალური ფუნქციონირების აუცილებელი პირობაა მისი კავშირი გარემოსთან და ნივთიერებათა და ენერგიის მუდმივი მიმოცვლა ორგანიზმსა და გარემოს შორის. ნივთიერებისა და ენერგიის ცვლა ორგანიზმში ძლიერდება საკვების მიღებისას და მცირდება შიმშილის გამო. შიმშილი ვითარდები შიშისაგან ან გარეგანი მიზეზებით, როდესაც ორგანიზმი ნებით არ იღებს საკვბს, ან არ იღებს საკმარისი რაოდენობით, არ იღებს საკვებს მისი არარსებობის გამო, ან ვერ ითვისებს ამა თუ იმ დაავდებების გამო. ყველა შემთხვევაში ვითარდება მეტაბოლური პროცესების, განსაკუთრებით ანაბოლურის დარღვევა, რომელიც ემსახურება ორგანიზმში შეთვისებული საყუათო ნივთირებებიდან ორგანიზმის სპეციფიკური ელემენტების სინთეზს. შიმშილის გამო ორგანიზმი ვეღარ იღებს ნორმირებულ ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებს და წყალს, რაც აუცილებილია ორგანიზმის დანახარჯების ასანაზღაურებლად.

განასხვავებენ სრულ, არასრულ და ნაწილობრივ შიმშილს. სრული შიმშილის დროს თუ ადამიანი არ იღებს წყალსაც, ვითარდება აბსოლუტური შიმშილი.

სრული შიმშილის პათოფიზიოლოგიური ცვლილებების გათვალისწინებით გამოიყოფა სამი პერიოდი:


1.ენერგიის არაეკონომიური ხარჯვა-გრძელდება საშუალოდ 2-4დღე, პირველი პერიოდი ხასიათდება ძირითადი ცვლისა და ნახშირწყელბის უტილიზაციის გაძლიერებით, რის გამოც ღვიძლი ღარიბდება გლიკოგენით, მცირდება ცილის სინთეზი და ძლიერდება მისი დაშლა, შედეგად აზოტური ბალანსი ხდება უარყოფითი, მცირდება ინსულინიოს და ძლიერდება გლუკაგონის სინთეზი.სუნთქვის კოეფიციენტი უახლოვდება ერთს.

2.მაქსიმალური შეგუება-გრძელდება 40-50დღე, მცირდება ძირითადი ცვლა, ორგანიზმის ენერგიით მომარაგების ძირითადი წყარო ცხიმების დაჟანგვაა, რის გამოც სუნთქვის კოეფიციენტი უახლოვდება 0.7-ს; ვითარდება ჰიპერლიპემია სისხლში ცხიმოვანი მჟავების ინტენსიური გამოსვლის გამო, ამ პერიოდში იწყება სამარაგო ნივთირებების გამოყენება, ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ორგანოების-ნერვული ქსოვილის და გულის მასა თითქმის რა იცვლება, ხოლო ფილტვები, ნაწლავები კარგავენ საწყისი მასის 18-20%-ს, თირკმელბი სისხლი, კუნთები უფრო მეტს.

3.ტერმინალური პერიოდი-გრძელდება 3-5დღე, მკვეთრად ძლიერდება ცილების დაშლა, სუნთქვის კოეფიციენტი უახლოვდება 0.8-ს, ძლიერდება შარდის გზით აზოტის, კალიუმის და ფოსფორის გამოყოფა, რაგდან დაშლის პროცესში ერთვება კუნთოვანი ქსოვილის პროტეინებიც, წყდება კუჭისა და ნაწლავების წვენის სპონტანური გამოყოფა, იცვლება მიტოქონდრიების სტრუქტურა. მიმდინარეობს ქსოვილების დაშლა, ინტოქსიკაცია, სიკვდილი, რომელიც ვითარდება სხეულის მასის 45-50%-ის დაკარგვისას.

შიმშილის პროცესში ირღვევა თერმორეგულაცია, კერძოს სითბოს პროდუქცია მინიმალურ დონეზეა, სითბოს გაცემა რამდენადმე შემცირებული, სხეულის ტემპერატურა ნორმის ქვემო საზღვარზეა, მესამე პერიოდში 30-32გრადუსამდე ეცემა.

არასრული და ნაწილობრივი შიმშილი ვითრდება მადის დაქვეითებით მიმდინარე ქრონიკული დაავადებების, საჭმლის მონელების დარღვევების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაუვალობის, სოციალური ან სტიქიური უბედურების გამო საკვების მიუღებლობის დროს.

აბსოლუტური შიმშილი ვითარდება სრული შიმშილის ფონზე წყლის მიუღებლობის შემთხვევაში. ამ მდგომარეობაში განარჩევენ იმავე სტადიებს, როგორიცაა სრული შიმშილის დროს წყლის მიღებით, მაგრამ ყველა პერიოდის ხანგძლივობა შემცირებულია. მიმდინარეობს ინტოქსიკაცია ცილის დაშლის პროდუქტებით და სიკვდილი დგება მე-3-6 დღეს.


0
148
შეფასება არ არის
ავტორი:ნუნუ თედიაშვილი
ნუნუ თედიაშვილი
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0