x
მეტი
  • 21.07.2019
  • სტატია:92583
  • ვიდეო:341570
  • სურათი:454602
Tbilisi Open Air-ის კარი ხვალ, 19 ივნისს გაიხსნება. ფესტივალი უკვე მეოთხე წელია Lisi Wonderland-ში იმართება

image


ფესტივალის ტერიტორიაზე შემოსვლა შესაძლებელი შუადღის სამი საათიდან იქნება.

თბილისის მერიის დახმარებით, ფესტივალის დღეებში (21-23 ივნისი) დელისის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან ფესტივალის შესასვლელამდე და უკან, 10-15 წუთის ინტერვალით, უფასოდ იმოძრავებს მუნიციპალური ავტობუსები. ყოველდღე 14:00-დან (პირველ დღეს 13:00-დან) 03:00-მდე.


image


ფესტივალზე იმუშავებს დაკარგული ნივთების პუნქტი. პუნქტი მდებარეობს ტერიტორიის შესასვლელთან. ასე რომ, თუკი ფესტივალის მიმდინარეობისას რაიმე ნივთს დაკარგავთ, ან სხვისას იპოვით, შეგიძლიათ, მოგვაკითხოთ.

Tbilisi Open Air 2019-ზე მოსახვედრად აუცილებელია, რომ თქვენი ბილეთი ტერიტორიის შესასვლელშივე გადაცვალოთ სამაჯურში.


image


⚠ სამაჯურის ტარება აუცილებელია!

⚠️ სამაჯურის თვითნებური დაზიანების/მოხსნის შემთხვევაში, თქვენ არ გექნებათ სამაჯურის გადაცვლის შესაძლებლობა და შესაბამისად, არ დაიშვებით ფესტივალის ტერიტორიაზე.

⚠️ სამაჯურის ზედმეტად გადაჭერის ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის მოსაგვარებლად, შეგიძლიათ, მიმართოთ Troubleshoot-ს, ფესტივალის შესასვლელთან.

⚠️ სამაჯურის გაცვლა დასაშვებია მხოლოდ ორგანიზატორის მეთვალყურეობის ქვეშ!


image


- 21, 22 და 23 ივნისს ბილეთები გაიყიდება ადგილზე, საფესტივალო ქალაქის შესასვლელში.

- დღიური ბილეთის მფლობელებს შეუძლიათ მხოლოდ იმ კონკრეტული დღისა და ღამის განმავლობაში ფესტივალზე დასწრება.

- ღამის ბილეთის მფლობელები ფესტივალზე შემოსვლას მხოლოდ იმ კონკრეტული საფესტივალო დღის შესაბამის დროს (00:30-დან) შეძლებენ.

- კემპინგის ზონაში აუცილებელია, როგორც დღიური ბილეთის/აბონემენტის შესაბამისი სამაჯურის, ასევე სპეციალურად კემფინგის ზონისთვის განკუთვნილი სამაჯურის ტარება.

⚠️ აბონემენტის მფლობელებმა აუცილებელია, გაითვალისწინოთ, რომ სამაჯური უნდა ატაროთ მთელი ფესტივალის განმავლობაში.


image


ფესტივალის ბილეთების შეძენა შეგიძლიათ მისამართზე www.tkt.ge/OpenAir, ფილარმონიის სალაროებში და ფესტივალის ტერიტორიაზე.

აბონემენტის ღირებულება 180 ლარს შეადგენს, დღიური ბილეთი - 75 ლარი, ღამის ბილეთი - 35 ლარი.


image


ფესტივალი 21, 22 და 23 ივნისს Lisi Wonderland-ში გაიმართება. ფესტივალის ჰედლაინერები არიან Franz Ferdinand, Mogwai, UNKLE, Rhye, David August, The Subways, Michelle Gurevich, 1200 Micrograms, ‘მწვანე ოთახი’. საერთო ჯამში - 70-მდე შემსრულებელი.



0
8
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0