x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508144
რას ნიშნავს "სირცხვილის ნიღბები" და რატომ იყო ისინი შუა საუკუნეებში ასეთი პოპულარული?
image


მრავალი საუკუნის წინ, ევროპის ქვეყნებში ადამიანები უცნაური რკინის ნიღბებით დადიოდნენ. სწორედ, ასე სჯიდნენ ხალხს XVI საუკუნეში უღირსი საქციელისა და მთელი რიგი ჩადენილი ცოდვებისთვის. ნიღბები, რომელთა თვითნებურად მოხსნაც სასტიკად იკრძალებოდა, "დასჯილებს" გაუსაძლის ტკივილს აყენებდა.


image


"სირცხვილის ნიღბები" მამაკაცებისთვის


image


თუკი ძლიერი სქესის წარმომადგენელი საკუთარ მეუღლეს არასათანადოდ მოექცეოდა ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეურაცხყოფას მიაყენებდა, მას სახეზე შესაბამის რკინის ნიღაბს არგებდნენ, რომლის მოხსნა მხოლოდ მეუღლის ნებართვით ხდებოდა, ანუ "დამნაშავისთვის" სწორედ საკუთარ პარტნიორს უნდა განესაზღვრა დრო, თუ რამდენი ხანი უნდა ეტარებინა მას ეს "სირცხვილის ნიღაბი".


image


ისეთი ნიღბებიც არსებობდა, რომლებიც ერთი შეხედვით, უფრო წამების იარაღს მოგაგონებდათ, დამნაშავისთვის უფრო მეტი ტკივილის მისაყენებლად ამ ნიღბებში სპეციალური ბასრი, კბილანებიანი ენები იყო ჩამონტაჟებული, რომელიც საუბრისას "დამნაშავის" ყოფას კიდევ უფრო აუტანელს ხდიდა, თუმცა ამ ტანჯვისთვის მხოლოდ ის მამაკაცები იყვნენ განწირულნი, რომლებიც საკუთარი მეუღლეების წინაშე სერიოზულ დანაშაულს ჩადიოდნენ.


"სირცხვილის ნიღბები" ქალბატონებისთვის


image



საკმარისი იყო, ქალებს სხვების თანდასწრებით რამდენიმე სალანძღავი სიტყვა ეთქვათ, რომ ისინიც მამაკაცების მსგავსად ისჯებოდნენ, ხოლო თუკი ქალი სისტემატიურად ბილწსიტყვაობდა მაშინ მათ მტკივნეული, ბასრკბილანებიანი ნიღბის ხანგრძლივი დროით ტარება უწევდათ. როგორც ცნობილია, შუა საუკუნეებში ადამიანის სხეულის კონკრეტული ნაწილები ისჯებოდა, რომლებიც ცუდი საქციელის სათავედ მიიჩნეოდა.



image



ხანდახან "სირცხვილის ნიღაბს" ზედ ზარსაც ჰკიდებდნენ, რათა დამნაშავე ქალბატონისთვის, რომელიც მეუღლის მიმართ უხეშობას იჩენდა გარშემომყოფებს სათანადო ყურადღება მიექციათ.


imageimage


დასჯილ ქალბატონებს ასევე, თოკს აბამდნენ და მის თავს მეუღლეს ასე "უძღვნიდნენ", მას კი ცხოვრების თანამგზავრი მთელ ქალაქში თოკგამობმული დაყავდა და საზოგადოებას მისთვის შეურაცყოფის მიყენების უფლებასაც თავისუფლად აძლევდა. სასჯელი მოხდილად მხოლოდ მაშინ ითვლებოდა, როცა მეუღლე ამას თავად გადაწყვეტდა. საგულისხმოა, რომ ლანღვისთვის ძირითადად გაჭირვებულ ქალებს სჯიდნენ და ნიღბებსაც სწორედ ისინი ატარებდნენ.




image


რაც შეეხება მაღალი საზოგადოების წარმომადგენელ ქალბატონებს, ისინი უპირატესობას ინტრიგების ხლართვას ანიჭებდნენ, რაც მათ თვითგადარჩენაში ეხმარებოდა.


image



ნიღბები ცხოველთა გამოსახულებით



image


ცხოველთა და ფრინველთა თავის ფორმის ეს ნიღბები იმ ქმედებებს შეესაბამებოდა, რომელთაც ადამიანები უკანონოდ ჩადიოდნენ. დანარჩენი ნიღბების მსგავსად, დასჯის ეს ინსტრუმენტებიც საკმაოდ მოცულობითი და მძიმე ჩამოსხმის იყო, რომლის ტარებაც დასჯილ ადამიანს კისრის არეში გაუსაძლის ტკივილსა და სხვა ბევრ დისკმფორტს უქმნიდა.


image


მაგალითად, უგუნური საქციელისთვის - სახედრის, ლოთობისთვის - ღორის, ხოლო ზედმეტად ცნობისმოყვარე ადამიანებისთვის კი ფრინველის რკინისთავიანი ნიღბები იყო განსაზღვრული.


imageimageimage


ნიღბიან ადამიანებს გარშემომყოფები დასცინოდნენ, აბუჩად იგდებდნენ. ნებისმიერ გამვლელს მათთვის ქვის სროლაც კი შეეძლო, რაც დასჯილებს მოუშუშებელ, მორალურ ტრამვას აყენებდა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფიზიკურ ტკივილზე, რასაც ეს ადამიანები განიცდიდნენ. რკინის ნიღბების მეტისმეტი სიმძიმის გამო დასჯილებს კანი ჯერ უღიზიანდებოდათ, შემდეგ კი დაზიანებულ უბნებზე ბებრები და წყულები უჩნდებოდათ. ხშირად, ისეც ხდებოდა, რომ "დამნაშავეები", პირდაპირ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაყავდათ და ყველას დასანახად, სირცხვილის ბოძზე აკრავდნენ.







0
443
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
443