x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134377
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
,,ლექტორები იმაზე მეტს ვერ მასწავლიდნენ რაც სოფელში ბებიისაგან და ბაბუისაგან ვისწავლე'' - რატომ წავიდა საქართველოდან მომღერალი ვაჟა მალაციძე
ვაჟა მალაციძე

წლების წინ “საქართველოს ფანოღში“ - მონაწილეობდა. ამჟამად ისრაელში სასტუმროში მუშაობს, რა გეგმები აქვს ვაჟა მალაციძეს ჩვენთან ინტერვიუში ისაუბრა

ამჟამად სად ცხოვრობ?რას საქნიანობ?

- ისრაელში ორი წელია ვცხოვრობ... ჩამოსვლის დღიდან ძალიან ბევრ დაბრკოლება მქონდა, რომელიც გავიარე. ჩემთვის გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს... ბეტონის კედელიც რომ აღმართონ ჩემს წინაშე მასაც გადავლახავ ...
ამჟამად სასტუმრო შერატონში, "ჰაუსკიპინგის" დეპარტამენტში მენეჯერის ასისტენტად, "სუპერვაიზერად" ვმუშაობ. ჩემი მოვალეობაა დალაგებული ოთახების შემოწმება თუ რამდენად შეესაბამება ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროს სტანდარტებს, თანამშრომლების გადანაწილება და კონტროლი 4 სართულზე სადაც განლაგებულია 22ოთახი ანუ ჯამში 88 ოთახის სისუფთავეზე და სტუმრების კმაყოფილებაზე ვარ ორიენტირებული ... ძალიან მიყვარს ჩემი სამსახური და სამსახურსაც ვუყვარვარ, რასაც ყოველდღიურად ვგრძნობ .. ვამბობ ხოლმე ორი სიცოცხლე მაქვს ერთი კარგი და მეორე საუკეთესო ანუ როცა სცენაზე ვდგავარ..


ისრაელში ხარ, მანდ გადახვედი საცხოვრებლად?

- ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ საქართველოში დავბრუნდე როგორც ისრაელის მოქალაქე და ამისათვის კანონიერი გზით ყველაფერს ვაკეთებ... გენებში მაქვს ებრაული სისხლი დიდი ბებია მყავდა ებრაელი დავითაშვილი... მაგრამ რა თქმა უნდა ჩემს სამშობლოზე უარს არასდროს ვიტყვი, მითუმეტეს ქართველ მსმენელზე

image

უმაღლესი განათლება გაქვს?

- ზოოვეტერინარიი ვარ სამი კურსი დავხურე და მივხვდი რომ დროს, ფულს და ჯანმრთელობას ტყუილად ვხარჯავდი გაყინულ ზოოვეტის კედლებში... სადაც ლექტორები იმაზე მეტს ვერ მასწავლიდნენ რაც სოფელში ბებიისაგან და ბაბუისაგან ვისწავლე... მივატოვე და სასტუმრო რედისონში დამლაგებლად დავიწყე მუშაობა... სადაც ჩემი პირველი ხელფასი 230ლარს შეადგენდა... ზუსტად რედისონიდან დაიწყო ჩემი სასტუმრო ინდუსტრიაში პირველი ნაბიჯები... და ვფიქრობ ძალიან დიდი როლი შეასრულა ჩემს ცხოვრებაში

თვითნასწავლი მომღერალი ხარ თუ გაქვს მუსიკალური განათლება?

- ვთვლი რომ თვითნასწავლი ვარ თუმცა ძალიან კარგი პედაგოგების აღზრდილი, ბატონი რობერტ ბარძიმაშვილის საყვარელი მოსწავლე ვიყავი... ძალიან ბევრი რამე დამამახსოვრდა მისგან და ბევრი ვისწავლე იმ სტუდიაში "ლახტი" სადაც მისვლა მიმიხაროდა ხოლმე... შემდეგ იყო შეუდარებელი კომპიზიტორი ნინო ბლიაძე რომელსაც უდიდესი დამსახურება მიუძღვის ჩემს მუსიკალურ განათლებაში მაგრამ კონსერვატორული გემოვნება არასდროს მქონია და არც ინტერესი... ის ჟანრი რომელსაც ახლა ვმღერი აზიიურიდან შემოვიტანე, აღვადგინე რამოდენიმე მივიწყებული სიმღერა, რომელთა ტექსტების ავტორიც მეთვითონ გახლავართ... ყველა სიმღერა ჩემი ცხოვრების რაღაც ეტაპს ასახავს და ამიტომაც განურჩევლად მიყვარან როგორც ჩემი შვილები... ახალი სიმღერა იწერება მაშინ როცა ან ძალიან მიჭირს ფსიქოლოგიურად ან ძალიან შეყვარებული ვარ

image

საქართველოში გაგიჭირდა სამსახურის მოძიება?

- საქართველოში სამსახურის მოძიება არასდროს გამჭირვებია და ახლაც არ გამიჭირდება... მარიოტის სასტუმროების ქსელის თანამშრომელი ვარ და შემიძლია ნებისმიერ ქვეყანაში ჩემი პოზიციით დავსაქმდე... მაგრამ ვერ ვიტან როცა ჩემი შრომა სათანადოდ არ ფასდება ანუ რაც აქ მაქვს ხელფასი საქართველოში 5ჯერ ნაკლები მქონდა... სასაცილოა, როცა მსოფლიოს ბაზარზე ერთი და იგივე ფასი აქვს მარიოტის ოთახს, და საქართველოში 3ჯერ ნაკლებად ბეგრავს სახელმწიფო ბიზნესს... ამ მხრივ ძალიან ბევრი სამუშაო აქვს ჩვენს ქვეყანას...

თმები როდის შეიღებე? როგორ ფიქრობ რა რეაქცია ექნებათ საქართველოში შენს ასეთ თამამ ნაბიჯზე როდესაც ყურიც გახვრეტილი გაქვს? საქართველოშიხომ სხვანაირად ყველასაკრიტიკებენ

- წინასწარი განზრახვა არასდროს მქონია თუ რა იმიჯს შევიქმნიდი... ორი თვის წინ გათენდა და მივხვდი რომ შავი წვერი და შავი თმა აღარ მიხდებოდა, წავედი სალონში და უცბად გავჭაღარავდი... ასე მოხდა საყურის ამბავიც გავიარე სალონთან მომეწონა პილსინგი ყური გავიხვრიტე და სახლში ისე მოვედი... ყველა შოკირებული იყო... მათ შორის მამაჩემიც ძალიან გული დაწყდა მაგრამ მადლობა ღმერთს მამაჩემი არ ფიქრობს რომ საყურე ან "პიდარასტებს" უკეთიათ ან მეკობრეებს... არასდროს მიფიქრია ხალხი რას იფიქრებს ჩემს ქმედებებზე ყოველთვის იმას ვაკეთებ რაც ჩემს საქმეს წაადგება, რაც გამახარებს და რაც მეტ ესთეტიკას მოუტანს ჩემს პერსონას... თუმცაღა ყველას აზრს პატივს ვცემ...

image

ეპატაჟური იმიჯი შეიქმენი, რატომ?

- სულაც არ ვთვლი, რომ ვარ ეპატაჟური... მიყვარს სიცოცხლე, და მსურს ფეხი ავუწყო თანამედროვეობას ისე, რომ ძველიც არ დავივიწყო... მაგრამ ვერ ვიტან უსამართლობას, შურს ღალატს და გამყიდველობას რასაც ხშირად ვაწყდები... არ მიყვარს როცა მემტერებიან, რადგან ბოლო ჯამში დაზარალებულები თვითონ რჩებიან... ბოლოს ხვდებიან რომ ჩემთან მტრობას არ აქვს აზრი... ან მე ვარ ან მე

ისრაელში გამართულ კონცერტებზე მონაწილეობ?

- ისრაელში გამართულ კონცერტებს ყოველთვის ვერა მაგრამ შეძლებისდაგვარად ვესწრები... ვცდილობ, რომ ხალხისთვის არ ვიყო მოსაბეზრებელი... მაგრამ მაინც ყურადღების ცენტრში ვარ მაგრამ არ მწყინს იმიტომ ვარ რომ უნდა ილაპარაკონ... უბრალოდ ხანდახან მათ ფანტაზიებს საზღვარი არ აქვს და ისეთი რაღაცეები მესმის ჩემს თავზე მეცინება ხოლმე... მაგრამ ბედნიერი ვარ რომ ვიცნობ : ემას, შაბის, იმედოს, მორისს, მაია ვერძეულს, ილანა სეგევს, მალხაზ სეფიაშვილს და მათთან ერთად ერთ სცენაზე ვდგავარ...

image

საქართველოში როდის ბრუნდები?

- ქართველისაქართველოში ყოველდღე ვბრუნდები... ყოველდღე მოუხედავად გავრბივარ სოფელში და ფიქრებში ბაბოს და პაპას კალთაში ვუხტები როგორც სამი წლის ბავშვი, ყოველდღე ფიქრებით ჩემს სახლში ვარ სადაც ჩემი ძმაკაცები უკრავენ ფანდურებს და მეც ყელმოღერებით ვუმღერი ფშავლის ქალას... ასე გავიდა ორი წელი და ჯერ კიდევ ვერ გადამიწყვეტია როდის უნდა დავბრუნდე თვითმფრინავის მხოლოდ "პროპელერი" მაქვს ნაყიდი... ხოდა მთლიან ნაწილებს რომ ვიყიდი მერე ავაწყობ შევღებავ და სულმოუთქმელად დაველოდები ჩემს ავია რეისს... მანამდე კი აქ საქართველო ჩვენც გვაქვს პატარა... მოგიკითხავთ და დაგლოცავთ ამ წმინდა მიწიდან მიყვარხართ და მეიმედებით ჩემო ქართველებ


0
354
1-ს მოსწონს
ავტორი:გურამი არუთინაშვილი
გურამი არუთინაშვილი
354
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0