x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ივნისის თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ასტროლოგია არის ერთ-ერთი ეზოთერული სწავლება (სფერო), რომელიც ადამიანის პიროვნებასა და მიმდინარე მოვლენებს ახასიათებს პლანეტის განლაგების მიხედვით. დღეს, საზოგადოებაში, ასტროლოგიისადმი დაინტერესება დიდია, თუმცა, ყოველკვირეული პროგნოზი არაა ასტროლოგია, ის ბევრად უფრო მრავალფეროვანი სფეროა. მაშასადამე, ასტროლოგია შეგვიძლია მივიჩნიოთ სფეროდ, რომელიც იყენებს ზუსტ მეცნიერებას, ასტრონომიას, მათემატიკასა და სულიერ მეცნიერებას- "ეზოთერიკას". ფაქტობრივად, მასში შერწყმულია მატერიალური და სულიერი, ორი მეტად განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სამყარო. ზუსტი მეცნიერების მიხედვით თვლიან პლანეტის მოძრაობას, გადაადგილებას, მდებარეობას, ხოლო სულის მეცნიერების, ფსიქოლოგიისა და სხვა ეზოთერული სფეროების მეშვეობით ცდილობენ ახსნან ნებისმიერი მოვლენა თუ მახასიათებელი. შესაბამისად, ასტროლოგია ვერ იქნება ვერც სიცრუე და ვერც მეცნიერება, ის ორი მნიშვნელოვანი სამყაროს ნაზავია.


image


გვჯერა თუ არა, დაბადების რიცხვი, თვე და წელი არსებით გავლენას ახდენს ჩვენს ხასიათსა და ბედზე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ბევრად დამოკიდებულია გარემოსა და აღზრდაზე, თუმცა, ასტროლოგები ამბობენ, რომ ვარსკვლავები მომავლის ყველაზე ერთგული და საიმედო მაცნეები არიან.


მოდით, წავიკითხოთ ჩვენი ჰოროსკოპი და გავიგოთ, ამჯერად რას გვამცნობენ ვარსკვლავები და გამართლდება თუ არა მათი პროგნოზი ივნისის თვეში?





1. ვერძი.

საქმიანი და აქტიური ვერძისთვის, შესაბამისი თვეა. ივნისში, ბიზნეს იდეებისთვის ხორცშესხმის დიდი შანსია. ენთუზიაზმის წყალობით, ბედის სასტიკ ხუმრობას დაძლევთ. არ დანებდეთ და ფრთხილად იყავით.







2. კურო.

ივნისი კუროსთვის, ენერგიის დაგროვების და განაწილების თვეა. ეცადეთ, თავიდან აიცილოთ კონფლიქტები და მეტი დრო დაუთმოთ ჯანმრთელობას- აუცილებლად გაიარეთ სპორტდარბაზში. ივნისი სამსახურში წარმატებულ პროექტს გპირდებათ.







3. ტყუპები.

ივნისი ტყუპებს პროფესიული მიღწევების მწვერვალს ჰპირდება. კარგი იქნება, თუ ენერგიის აღდგენაზე იფიქრებთ, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდებით და ცოტას დაისვენებთ.







4. კიბო.

გრანდიოზული გეგმების განსახორციელებლად ხელსაყრელი თვეა. გადაჭარბებულმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს ემოციური დისბალანსი, ამიტომ ვარსკვლავები გთავაზობენ, რომ ივნისი მაქსიმალურად გამოიყენოთ დასასვენებლად, რადგან აღდგენილი ძალებით ზაფხულის მიწურულს შემოთავაზებებს გაბედულად გაუძღვეთ.







5. ლომი.

შემოქმედებითო ლომებო, თქვენი თვეა. ახლა თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ყველაზე გაბედული პროექტები და თქვენს გარემოში გამოჩნდებიან ისეთი მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ყველაზე გაბედული გეგმების განხორციელებას. ყველა სასწაული, სწორედ ამ თვეს მოხდება.







6. ქალწული.

ქალწულებისთვის ივნისი სავსე იქნება ძალებითა და ენთუზიაზმით. პროფესიული წარმატება გელით, რაც საგრძნობლად გაავსებს თქვენს ჯიბეებს. აუცილებლად დაგეგმეთ ზაფხულში, მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად მთაში წასვლა და დასვენება.







7. სასწორი.

ივნისი საუკეთესო თვეა შვებულებისა და დასვენებისთვის. ნუ ინერვიულებთ - თქვენი კოლოსალური შრომისმოყვარეობა ათ წელიწადს გაგყვებათ. აუცილებლად აჩუქეთ საკუთარ თავს საჩუქარი, ამას იმსახურებთ.

გელით პატარა რომანის წამოწყება, რომელიც ხანმოკლე, თუმცა ძალზედ სასიამოვნო იქნება.







8. მორიელი.

ვარსკვლავები მორიელებს სიფრთხილისკენ მოგიწოდებენ. ემოციური სტაგნაციის პერიოდი გექნებათ, თუმცა არ ინერვიულოთ, ეს შემთხვევა ხალხის ნამდვილ სახეს დაგანახვებთ. სასიამოვნო ხალხთან ურთიერთობა კი გამოგიყვანთ მდგომარეობიდან.







9. მშვილდოსანი.

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ თვეში ნაკლებად იკოტრიალოთ თქვენს საყვარელ დივანზე. თქვენი უნარი და ოპტიმიზმი წვრილმანებიდანაც კი სარგებელს მოგცემთ.

ეცადეთ თავი შეიკავოთ აზარტული თამაშებისგან, რადგან ივნისში ფორტუნა თქვენს მხარეზე არ იქნება.







10. თხის რქა.

თხის რქას მთელი ზაფხული უნდა ახსოვდეს, რომ "ენა ჩემი, მტერი ჩემი" და თავი შეიკავოს ჭორების მოსმენა-გავრცელებისგან. ეცადეთ გადაეშვათ მხოლოდ სამსახურში და მომდევნო 2-3 თვე ფინანსური გეგმები შეიმუშავოთ.







11. მერწყული.

თუ ეცდებით გქონდეთ ახალი გატაცება ან შეიცვალოთ სამსახური, ვარსკვლავები წარმატებას გპირდებიან. ამ თვეში იღბალი თავად მოვა თქვენთან და სასიამოვნო, ფულადი პრემიებიც გექნებათ.

მარტოხელა მერწყულები სიყვარულს იპოვიან.







12. თევზები.

თევზები არასოდეს ცდებიან, თუ საკუთარ გულს უსმენენ. ახლა, სწორედ ის დროა, რომ საკუთარ ინტუიციას მიენდოთ და წარმატებაც აუცილებლად მოვა. მიხედეთ ჯანმრთელობას და გაუფრთხილდით ენერგეტიკას. ნუ დაუთმობთ დროის უდიდეს ნაწილს მხოლოდ სამსახურს, ძალაუფლების დახვეწის საუკეთესო საშუალება ოჯახთან ურთიერთობაა.




1
1270
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1270
  
2019, 24 ივნისი, 19:47
საინტერესოააა დავგეგმე კიდეც შვებულება
0 1 1