x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
არქეოლოგებმა ადამიანის ევოლუციური განვითარების დაკარგული რგოლი აღმოაჩინეს
image
imageXIX ს. შუა წლებში, ჩ. დარვინი და ალ. რ. უოლესი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ყოველი ახალი სახეობა, მანამდე არსებული სახეობიდან წარმოიქმნებოდა და აღმოჩენის საფუძველზე, ევოლუციის თეორია შექმნეს. ამ თეორიას პრეზენტაციის დღიდან (1859 წ), დღემდე, როგორც უამრავი მომხრე, ისე მოწინააღმდეგე ჰყავს და მათ შორის კამათი უკვე 160 წელი გრძელდება.

ოფიციალური მეცნიერების მონაცემებით, ადამიანის პირველადი სამშობლო აფრიკა იყო და სწორედ იქიდან მოხდა მათი განსახლება მთელს პლანეტაზე. მიგრაციის პირველი ტალღა, დაახლოებით, 2–1, 8 მლნ. წლის წინ განხორციელდა. ადრეული ჰომინიდების მიგრაციის მეორე გლობალური ტალღა, აზიის მიმართულებით, 1, 5 მლნ. წლის წინ მოხდა, ხოლო მესამე – 200—150 ათასი წლის წინ და მხოლოდ ამის შემდეგ, დაახლოებით, 60–40 ათასი წლის წინ გაჩნდა გონიერი ადამიანი.


image


ვიდრე გონიერი ადამიანი (Homo sapiens) გაჩნდებოდა, დაახლოებით, 400 ათასი წლის წინ, დედამიწაზე ჰომინიდების სხვადასხვა პოპულაციები არსებობდა, რომლსაც მეცნიერები «პრეპალეოანთროპებში» აერთიანებენ. მათივე მტკიცებით, სწორედ ამ პერიოდის ჰომინიდებს გააჩნდათ უამრავი გარდამავალი და პროგრესირებადი თვისება, რომლის საფუძველზე, ათასწლეულების შემდეგ, ჩვენი წინაპრის ჩამოყალიბება მოხდა.

თეორიის მოწინააღმდეგეებისთვის ყველაზე მყარი არგუმენტი ის იყო, რომ დღემდე არ არსებობდა გარდამავალი რგოლი, ჰომინიდებსა და გონიერ ადამიანს შორის...

imageდა ამ ფონზე, ნოორმანდიაში, ქ. ტურვილ-ლა-რივერიდან (Tourville-la-Rivière) 14 კმ-ის დაშორებით, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ადამიანის ნაშთი, რომელიც მეცნიერების მტკიცებით, დაახლოებით, 200 (+ – 50) ათასი წლის წინ ცხოვრობდა. The Independent–ის ცნობით, ეს ნამდვილად რევოლუციური აღმოჩენაა, რადგან ადამიანი აგებულებით, არც თანამედროვე ადამიანს და არც ნეანდერტალს ეკუთვნის. (შუმერული ჩანაწერების მიხედვით, სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა, ანუნაკების მიერ, ჰომინიდების გამოყენებით, ჩვენი ცივილიზაციის ხელოვნურად შექმნის პროცესი. იხ. «შუმერული ჩანაწერების მიხედვით, ჩვენი ცივილიზაცია ხელოვნურად არის შექმნილი!..»)

«ეს აღმოჩენა, თეთრ ლაქას ამოავსებს ცოდნაში, იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობდა ადამიანის ევოლუციის პროცესი ზოგადად და კონკრეტულად ამ გეოგრაფიულ რეგიონში», — აღნიშნა საფრანგეთის ეროვნული კვლევითი ცენტრის თანამშრომელმა ჟან-ფილიპ ფევრმა.

ხოლო, მისი კოლეგის, ბრუნო მაურელიოს თქმით, ამ პერიოდიდან ძალიან ცოტა ნამარხია შემორჩენილი. «ანალიზის მიხედვით, «ტურვილის ადამიანი» უფრო ახლოს ნეანდერტალელთან არის, ვიდრე თანამედროვე ადამიანთან» – განაცხადა მან.

როგორც ცნობილია, დარვინი, ევოლუციის თეორიის შექმნისას, სახეობათა ვიზუალური კვლევის შედეგებს ეყრდნობოდა. მისგან განსხვავებით, თანამედროვე მეცნიერებს ცოცხალი ორგანიზმების დეტალურად, – გენომის დონეზე შესწავლის შესაძლებლობა აქვთ და სწორედ ამ კვლევებზე დაყრდნობით, ამერიკელი და ევროპელი მეცნიერები, რომლებიც კვლევას ერთი პროექტის ფარგლებში ატარებდნენ, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ წარსულში, სახეობათა «ბუნებრივ შერჩევას» ადგილი არ ჰქონია.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, როკფელერის (Rockefeller University, ნიუ-იორკი) და ბაზელის (Universität Basel, შვეიცარია) უნივერსიტეტის მეცნიერებმა 5 მილიონამდე ნიმუში შეისწავლეს, მათ შორის, ნიმუშები GenBank და BOLD მონაცემთა ბაზებიდან და დნმ-შტრიხ-კოდებს თანამიმდევრობის ანალიზის შედეგად, აღმოაჩინეს, რომ სხვადასხვა სახეობის COI (ციტოქრომ c ოქსიდაზა) გენის მონაცემებს შორის განსხვავება მხოლოდ 0, 1-0, 5 %-ია. «ასეთი შედეგი მხოლოდ იმ შემთხვევაში არის შესაძლებელი, თუ ამჟამად დედამიწაზე არსებული ყველა ცოცხალი ორგანიზმის საბოლოო ფორმირება სახეობის სახით, დაახლოებით, ერთდროულად მოხდა» – წერია კვლევის ანგარიშის დასკვნით ნაწილში.

imageP.S. ჰომინიდების პირველი ტალღის მიგრანტები საქართველოს ტერიტორიაზეც დასახლდნენ. 1991 წ. დმანისში აღმოჩენილი მათი ნაშთები 1.8 მლნ. წლისაა და ჰომინიდების კატალოგში ქართველი ადამიანის (Homo georgicus) სახელით არის დაფიქსირებული. ხასიათდება, როგორც წელში გამართული (Homo erectus) დმანისელი ჰომინიდი (Dmanisi) და მშრომელი ადამიანი (Homo ergaster). მაგრამ, ცალკე სახეობადაა გამოყოფილი და სხვა ერეკტუსების და ერგასტერების მსგავსად, მასაც არქანთროპად მოიხსენიებენ.

imageimageimageimageimageimageimage






0
427
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
427
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0