x
მეტი
  • 19.07.2019
  • სტატია:92535
  • ვიდეო:341547
  • სურათი:454552
ბექირები - კოლხური ტომი

ბექირები - კოლხური ტომი


ბექირები იყვნენ ერთ-ერთი კოლხური ტომი მრავალრიცხოვან კოლხურ ტომთაგან, რომლებიც სხვადასხვა დროს კოლხეთის სახელმწიფოშიც შედიოდნენ. ისინი მოსახლეობდნენ სამხრეთ კოლხეთში, ჭოროხის შესართავის სამხრეთით, დღევანდელი რიზეს რაიონში და მის შემოგარენში, ბიძერების, ხოიების (შესაძლოა იგულისხმებოდეს ტაოხები), ეკექეირების და საპირების მეზობლად. ბექირების შესახებ ცნობებს გვაწვდიან ძველი ბერძენი ავტორები, როგორიცაა ჰეკატეოს მილეტელი (ძვ.წ. 549-476), აპოლონიოს როდოსელი (ძვ.წ. 295-215), პომპონიუს მელა (ახ.წ. 15-60) და სხვა მრავალი, კოლხური და იბერო-კოლხური ტომების ჩამოთვლისა და აღწერისას.





კრებულები:


1. ქართული სახელმწიფოები

2. კავკასიური პროტოცივილიზაციები

3. საქართველო

4. ქართული მითოლოგია

5. ჰიტლერი

6. ნაციზმი

7. მეცნიერება

8. რელიგია



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
297
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
297
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0