x
მეტი
  • 19.07.2019
  • სტატია:92531
  • ვიდეო:341546
  • სურათი:454551
ბიძერები - კოლხური ტომი

ბიძერები - კოლხური ტომი


ბიძერები იყვნენ ერთ-ერთი კოლხური ტომი მრავალრიცხოვან კოლხურ ტომთაგან, რომლებიც ამავე დროს კოლხეთის სახელმწიფოშიც შედიოდნენ და ჰქონდათ დამოუკიდებელი ქვეყანაც რაღაც პერიოდით - ვიტეროხი. ისინი უძველესი დროიდან მოსახლეობდნენ დღევანდელი აჭარის და ლაზეთის მიწებზე, ძველი ბერძნული წყაროები ამბობენ, რომ ბიძერები (ზოგჯერ მოიხსენიებიან როგორც ბუზერები) ცხოვრობდნენ შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს მახლობლად, მდინარე ჭოროხის სამხრეთით, ასევე მათი ნაწილი პონტოს მთებშიც. სამხრეთით კი მათ კიდევ ერთი კოლხური ტომი ჰეპტაკომიტები ანუ შკვითინები უმეზობლდებოდნენ.


ბიძერები - კოლხური ტომი


ბიძერთა საცხოვრისზე შემდგომში ჩამოყალიბდა ოძრხეს საერისთავო, რომელიც ახლანდელი დაბა აბასთუმნის მიდამოებში მდებარეობდა. პირველად ბიძერები ჯერ კიდევ ძვ.წ. IX-VII საუკუნეებში იხსენიებიან ურარტულ წყაროებში, სადაც ბიძერების ქვეყანას უიტერუ(ხი) ან უიტირუ(ხი)ს უწოდებენ. ურარტუს რიგით მე-6 მეფემ, სარდურ მეორემ (მმართველობის წლები ძვ.წ. 764-735) მოახერხა და ბიძერების ქვეყანა ან მისი ნაწილი მაინც ურარტუს შემადგენელ პროვინციად აქცია, ააგო ციხესიმაგრე და თავისზე დაქვემდებარებული ხელისუფალი დანიშნა. შემდგომში ბიძერები უკვე სრულად კვლავ კოლხეთის სამეფოს შემადგენლობაში შევიდნენ.





კრებულები:


1. ქართული სახელმწიფოები

2. კავკასიური პროტოცივილიზაციები

3. საქართველო

4. ქართული მითოლოგია

5. ჰიტლერი

6. ნაციზმი

7. მეცნიერება

8. რელიგია



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
397
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
397
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0