x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134500
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
თოქ-შოუ "პროფილის" საგანგებო განცხადება - "ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო ამბავი"
image
თოქ-შოუ "პროფილი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს.


საქმე ეხება ორი კვირის წინ ეთერში გასულ გადაცემაზე, რომელიც დაკარგულების თემას ეხებოდა.


როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გადაცემის ერთ-ერთმა გმირმა დედა იპოვა.


"ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო ამბავი გვინდა გაგიზიაროთ.
ზუსტად ორი კვირის წინ "პროფილმა" დაკარგულების თემაზე გადაცემა მოამზადა, რომელსაც უკვე მე-11 წელია რაც აკეთებს.
ჩვენი გადაცემის ერთ-ერთმა გმირმა იოსებ კუაცაშვილმა გადაცემა "პროფილის" და ჩვენი მაყურებლის დამხარებით ბიოლოგიური დედა იპოვა, რომელსაც წლების განავლობაში უშედეგოდ ეძებდა. იოსები უკვე შეხვდა დედას და ყველა იმ კითხვაზე მიიღო პასუხი, რომელიც წლებია აწუხებდა.
მოგვწერეთ თუ რომელიმე გადაცემის გმირის ისტორია გეცნობათ და რაიმე ინფორმაცია ფლობთ. ჩვენს გადაცემაში კონფიდენციალურობა დაცულია!"- აღნიშნულია განცხადებაში.




0
1017
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1017
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0