x
მეტი
  • 19.07.2019
  • სტატია:92536
  • ვიდეო:341547
  • სურათი:454552
ჰენიოხები - კოლხური ტომი

ჰენიოხები - კოლხური ტომი


ჰენიოხები იყვნენ ერთ-ერთი კოლხური ტომი მრავალრიცხოვან კოლხურ ტომთაგან, რომლებიც ამავე დროს კოლხეთის სახელმწიფოშიც შედიოდნენ და უძველესი დროიდან მოსახლეობდნენ კოლხეთის ჩრდილოეთ მიწების სანაპიროზე. მათზე ცნობებს გვაწვდის ძვ.წ. მე-5 საუკუნეში მოღვაწე პელანიკე მილეთელი, ძვ.წ. მე-4 საუკუნეში მოღვაწე ფსევდოსკილაკ კარიანელი, არისტოტელე (ძვ.წ. მე-4 ს.), არტემიდორე ეფესელი (ძვ.წ. II-I სს.), პომპონიუს მელა (I ს.), პუბლიუს ოვიდიუს ნაზონი (ძვ.წ. 43-ახ.წ.18), პლინიუს უფროსი (23-79) და სხვა ავტორები. მათი უშუალო განსახლების არეალად მათ მიერვე სახელდება კოლხეთის სანაპიროს ჩრდილოეთ სექტორი ბიჭვინთა-სოხუმის მონაკვეთზე. დიონ კასიუსი (კასიუს დიონ კოქცეიანუსი - 153-235 წწ.) კი ჰენიოხთა შესახებ წერს: "ჰენიოხები ზღვაზე მეკობრეობით ცხოვრობდნენ. ესენი კამარებისაგან ქმნიან ფლოტს და თავს ესხმიან სატვირთო ხომალდებს და ხანაც ქალაქებს და ამგვარად ფლობენ ზღვას. იმდენად მრისხანენი და ძლიერნი არიან, რომ რომაელებს პონტოს ზღვაში მათი რეიდების აღსაკვეთად მუდმივად ჰყავთ 40 საბრძოლო ხომალდი."





კრებულები:


1. ქართული სახელმწიფოები

2. კავკასიური პროტოცივილიზაციები

3. საქართველო

4. ქართული მითოლოგია

5. ჰიტლერი

6. ნაციზმი

7. მეცნიერება

8. რელიგია



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
91
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0