x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ასტროლოგიური ინტერპრეტაცია ლეონარდო და ვინჩის ,,საიდუმლო სერობა''-ში

მოგეხსენებათ, რომ უძველესი დროიდან ქრისტიანული ეკლესია ასტროლოგიის მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი.

V-VI საუკუნეების განმავლობაში ეკლესია მის წინააღმდეგ უმკაცრეს ბრძოლას ეწეოდა, ამტკიცებდა, რომ უბრალო მოკვდავისათვის ღვთის ნების წინასწარ ცოდნა დაუშვებელია. თუმცა ასტროლოგიაზე ამ ყველაფერს გავლენა არ მოუხდენია, არამედ პირიქით დროსთან ერთად მისი პოპულარიზაცია უფრო და უფრო მაღალია.

აღსანიშნავია ფაქტი, რომ ჰოროსკოპმა ზეგავლენა მოახდინა ხელოვნების იმ აღიარებულ ნამუშევრებზე, როგორიც არის ლეონარდო და ვინჩის ''საიდუმლო სერობა'' (1452–1519)

image


კლემენს ლუდვიგი, ასტროლოგი და წიგნის ავტორი “ასტროლოგია ხელოვნებაში'', ანალიზს უკეთებს ლეონარდო და ვინჩის ამ ერთ-ერთ არაჩვეულებრივ ნამუშევარს და ამბობს, რომ ფრესკაზე '' საიდუმლო სერობა''-ზე აშკარად გამოკვეთილია ასტროლოგიური ინტერპრეტაციები:

იესო იჯდა მაგიდასთან, თან თორმეტივე მოციქული იჯდა მის გვერდით, ამ სცენაში არის მნიშვნელოვანი ის, რომ იესო აცნობებს თავის მოწაფეებს, რომ ერთი მათგანი მას გასცემს. კლემენს ლუდვიგის აზრით მოცემულ ფრესკაზე გამოსახული თითოეული მოწაფე წარმოადგენს ასტროლოგიური ნიშანს.

ქრისტეს მოწაფეების განლაგება ისეთივე სიზუსტით არის წარმოდგენილი, როგორც ასტროლოგიაშია წარმოდგენილი ზოდიაქოს ნიშნები სპეციფიური სიზუსტით, რომელიც იწყება ვერძით და სრულდება თევზებით.

0
259
3-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ პირველი
მარიამ პირველი
259
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0