x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ფერეიდნელი ქართველები "LGBT" აღლუმის ჩატარების წინააღმდეგი არიან

image

"ჩვენ, საქართველოში მცხოვრებ ფერეიდნელი ქართველების აბსოლოტურ უმრავლესობას (და არა მარტო საქართველოში მცხოვრები), გვსურს გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება და პოზიცია საქართველოში ამ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ვიზიარებთ საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას და ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის გათვალისწინებით (მუხლი10 ) ვაცხადებთ: 1. ვემიჯნებით და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას, არაადამიანურ მოპყრობას და ადამიანების რწმენის და გრძნობების შეურაცხყოფას. 2. "თბილისი ფრაიდის" ჩატარებას ვეწინააღმდეგებით იმიტომ რომ, ფაქტია, სურთ ამ აქციის ჩატარება ისეთ გარემოში, სადაც სხვადასხვა ეთნოსისა და აღმსარებლობის მოსახლეობისთვის ეს ქმედება უზნეობად და ღირსების შელახვად მიიჩნევა და აჩენს სამართლიან პროტესტს ტრადიციული ღირებულებების დამცველ ადამიანებში. გარდა ამისა, ნათელია ისიც, რომ არაერთ ძალას სურს, ჩვენთან არსებული LGBT მცირე ჯგუფი გამოიყენოს გარკვეული მიზნებისათვის. ამ მიზნებში პოლიტიკური ორიენტირებიც იკვეთება და ეს ყველაფერი ხელს უწყობს ქვეყანაში არეულობის საფრთხის გაზრდას".

0
653
შეფასება არ არის
ავტორი:white knight
white knight
653
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0