x
მეტი
  • 19.07.2019
  • სტატია:92534
  • ვიდეო:341547
  • სურათი:454551
BMW იძულებულია, ნახევარი მილიონი ავტომობილი უკან გაიწვიოს გაუმართაობის გამო

imageავტოკონცერნი BMW იძულებულია, უკან გაიწვიოს მე-5 და მე-6 სერიის 560 000 ავტომობილი მთელი მსოფლიოდან, გაუმართაობის გამო.


როგორც კომპანიის წარმომადგენელმა გამოცემა Die Welt-ს განუცხადა, საუბარია ელექტროსადენების კოროზიაზე, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ხანძარი.


ეს ნაბიჯი გადადგმულია უპირველეს ყოვლისა, თავის დაზვევის მიზნით. საუბარია მეხუთე და მექვსე სერიის მოდელებზე, რომელიც 2002 წლის თებერვლიდან 2010 წლის ივლისამდეა დამზადებული.


მთლიანად ამა წლის პირველ კვარტალში BMW-ს შემოსავალმა 588 მილიონი ევროთი იკლო, რაც შარშანდელ ანალოგიურ მონაცემთან შედარებით 74, 2 %-ით ნაკლებია, ასეთი საგრძნობი კლება დაკავშირებულია კარტელურ გარიგებასთან, (ერთ საბაზრო ინდუსტრიაში მონაწილეთა არაფორმალური გარიგება საქონლის ან მომსახურეობის გასაყიდი ფასის წინასწარ დადგენის მიზნით), რომელსაც ევროკომისია იძიებს.


შარშანდელთან შედარებით, შემცირდა აქციების ფასიც -0, 85 ევროთი.

0
107
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0