x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134046
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვეძებთ მეზობელს, ვრთავთ შუქს და სხვა რჩევები ნაქირავებ ბინაში ეკონომიის გასაწევად
ნაქირავებ ბინაში ცხოვრებას ბევრი ხარჯი ახლავს და ზოგჯერ ეს მაჩვენებელი შეიძლება ძალიან დიდი იყოს. თქვენ კომუნალური გადასახადები და სხვა ხარჯებიც უნდა გაითვალისწინოთ, როგორიცაა პროდუქტების ყიდვა. გამომუშავებული თანხის დაზოგვას შეძლებთ, თუ რამდენიმე სასარგებლო რჩევას გაითვალისწინებთ.

image

შინაურული ბიუჯეტის შექმნა

ბიუჯეტის შექმნა არა მხოლოდ იმის ცოდნაა, თუ რომელ ნივთებზე დახარჯეთ ფული ან სამომავლო დანახარჯების დამახსოვრებაა. ბიუჯეტი გეხმარებათ იყოთ, უფრო დისციპლინირებული და უფრო ნაკლების დახარჯვის და უფრო მეტის ეკონომიის საშუალებას გაძლევთ.


image

ბევრი ადამიანი ბიუჯეტს არ ქმნის, რადგან ფიქრობს, რომ აქედან მოგებას ვერ ნახავს. მაშინაც კი, თუ მარტო ცხოვრობთ ან თქვენი ფინანსები მარტივია, ბიუჯეტის შექმნა და მხარდაჭერა ფულის ეკონომიაში დაგეხმარებათ და ეს უფრო ნაკლებ დროს წაგართმევთ, ვიდრე ფიქრობთ.

image

დაზღვევის გაფორმება

ზოგჯერ ცოტა ფულის დახარჯვით, მომავალში უფრო მეტი ეკონომიის გაწევას შეძლებთ. ეს სადაზღვევო პოლისის ყიდვის იდეაა, რომელიც დანაკარგის შემთხვევაში თავად გადაიხდის და თქვენ პასუხისმგებლობას მოგიხსნით. ამაზე ეკონომიის გაწევა არ ღირს, ამის გარეშე მომავალში უფრო მეტს წააგებთ.

image

დაზღვევა ძვირი არ ღირს და პოტენციური ეკონომიის გარდა, ბინის დამქირავებლებს სულიერ სიმშვიდეს მოგცემთ, თუ ხანძრის ან ქურდობის შემთხვევაში ხარჯის ანაზღაურების საშუალება არ გაქვთ.


იპოვეთ ოთახის მეზობელი, რომ დანახარჯები გაიყოთ

შესაძლოა მთელი ბინის ხარჯების გადახდა რთული იყოს. თუ ამ დრომდე ოთახის მეზობელი არ გყავთ, დაფიქრდით იმაზე, რომ იპოვოთ, ცხოვრება შეიმსუბუქოთ. შესაძლოა, უკვე იცნობთ ვინმეს, ვინც თქვენთან გადმოსვლას დათანხმდება, ან გამოიყენეთ ონლაინ-სერვისი, რომ კარგი ადამიანი მალე იპოვოთ.

თანამაცხოვრებლის პოვნა ბინის გადასახადის და სხვა ხარჯებს შეგიმცირებთ. ასევე ურთიერთობით და სხვა უპირატესობით ისიამოვნებთ, რაც ერთად ცხოვრებას მოჰყვება.

image

ეკონომია კომუნალურ გადასახადებზე

რა დაგეხმარებათ ენერგიის გადასახადის შემცირებაში?

როცა ქუჩაში სიცხეა, ბინის მფლობელები კონდიციონერებს რთავენ, თუ მათ ეს აქვთ. ეს მოწყობილობა ბინაში ტემპერატურის შემცირებაში დაგეხმარებათ, მაგრამ მათი რეგულარული გამოყენება ელექტროენერგიის გადასახადს მნიშვნელოვნად გაზრდის.

საბედნიეროდ, არსებობს სხვა რამ, რაც ელექტროენერგიის შესამცირებლად შეგიძლიათ გააკეთოთ.

image

არსებობს ბევრი საიდუმლო, თუ როგორ შეამციროთ კომუნალური გადასახადები. მაგ., შეგიძლიათ ტელევიზორზე უარი თქვათ, ენერგოდამზოგავი ნათურები გამოიყენოთ, მოძრაობის სენსორები დააყენოთ, A მოთხოვნის კლასის საყოფაცხოვრებო ტექნიკა გამოიყენეთ.

image

ზოგჯერ სახლში სითბო ზედმეტად ბევრია, ასეთ შემთხვევაში სითბო დაარეგულირეთ. სჯობს ტემპერატურა შეამციროთ და ტყუილად ზედმეტი არ გადაიხადოთ. როზეტიდან გამოიღეთ ყველა მოწყობილობა, როცა მათ არ იყენებთ. ეს ენერგიის დაზოგვაში დაგეხმარებათ.

ამრიგად, რესურსების სწორად გადანაწილება და არასტანდარტული გადაწყვეტილებების პოვნა ფინანსური ეკონომიის გაწევაში დაგეხმარებათ.


ასევე დაგაინტერესებთ:

არსებობს ასეთი პროფესია Trouble-shooter - პრობლემების მომგვარებელი ადამიანი

image

დანაზოგის გაზრდის 5 გზა, რომელსაც ყველა იაპონური ოჯახი იყენებს

image


საჭმელი ყველაფერია: ქალები Mukbang-ის ახალ მიმართულებას შეუერთდნენ და მთელი ქონება გამოიმუშავეს

image

6 რამ, რაც საბანკო ბარათების შესახებ უნდა იცოდეთ

image

5 რამ, რასაც მდიდარი ადამიანები არასდროს ყიდულობენ, ხოლო ღარიბები მასში ფულს ყრიან

image

საუკეთესო რჩევები „ფინანსური მოცარტისა“ და ევროპაში ნომერ პირველი კონსულტანტის ბოდო შეფერისგან

image

პოპულარული რჩევები ფინანსური გურუსგან, რომლებიც უმჯობესია არ უგულებელყოთ

image

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
170
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
170