x
მეტი
  • 19.07.2019
  • სტატია:92536
  • ვიდეო:341547
  • სურათი:454552
თემურ ელიავა: "სიკვდილს გემო ავუღეთ, დავმარცხდით და გვეშველა.."

image

"ლექსი აფხაზეთზე"


აჰა, ძმაო, გვეშველა,

როგორც იქნა, დავმარცხდით

და არ შეგვრჩა სხეულზე

აღარცერთი ნაკაწრი.

ზეიმია .. მე კიდევ

ლამის ყელში გადამცდე,

ლამის შენში ჩავსახლდე,

უსახლკარო ძმაკაცო.

რაა ფუთი მარილი,

როცა დაღამდება და

ისეთ რამეს დავკარგავთ,

სხვას რომ არ აბადია.

რისი გნოლი აფრინდა,

რისი ყორღანებიდან,

არ გავარ... სულ ყველას,

ძუ არის თუ ხვადია.

როგორც მინდვრის ყვავილებს,

ლამის პირზე მიდებით

სიკვდილს გემო ავუღეთ

დავმარცხდით და გვეშველა.

ვნახეთ სრუტე ბოსფორის,

ვნახეთ პირამიდები

და არასდროს გვინახავს აფონი და ეშერა.

0
39
შეფასება არ არის
ავტორი:ლუდმილა 1988
ლუდმილა 1988
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0