x
მეტი
  • 21.07.2019
  • სტატია:92583
  • ვიდეო:341568
  • სურათი:454601
რატომ დაიწყო მიგრაცია ათასობით ცხოველმა ვულკან იელოუსტოუნის მიმდებარე ტერიტორიიდან?


image
ათასობით ცხოველმა დაიწყო იელოუსტოუნის ვულკანის ტერიტორიის დატოვება. ამის შესახებ ამერიკელი მეცნიერები იტყობინებიან, რომლებიც იკვლევენ ამ სახიფათო ობიექტს.

კალიფორნიის უნივერსიტეტის ექსპერტების აზრით, იელოუსტოუნის ეროვნული პარკის ცხოველთა მიგრაცია ჩვეულებრივი სიტუაციაა. კერძოდ, ადგილობრივი ცხოველები ყოველწლიურად ტოვებენ ვულკანის ტერიტორიას, რათა, ისარგებლონ ახალი ბალახით, რომელიც იზრდება მიმდებარე მთებში. თუმცა, წელს მეცნიერებმა აღმოაჩინეს ზოგიერთ ცხოველთა ქცევებში ცვლილებები. წერს ბრიტანული გამოცემა Daily Express-ი.

აღმოჩნდა, რომ ცხენირმებმა შეიცვალეს მათი მიგრაციის პერიოდი ვულკანის ტერიტორიაზე. მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ეს ცხოველები ცნობილია გარემოს ცვლილებებისადმი მგრძნობიარობით. ეს ჩვევა მათ გამოიმუშავეს ევოლუციის შედეგადად მრავალი წლის განმავლობაში. ამის წყალობით, მათ ისწავლეს თვითგადარჩენა რეგიონში არსებულ არახელსაყრელ კლიმატში, ასევე, სეისმური აქტივობაში.image
" ეს ცხოველებ მიგრაციას იწყებენ, გარემოს ცვლილების შემდეგ." - აცხადებენ ექსპერტები.

ამ მომენტში, მეცნიერებს ზუსტად არ შეუძლიათ თქმა, თუ რატომ გადაადგილდებიან ცხოველები. ცხენირმების მიგრაციის არაჩვეულებრივი პერიოდი შეიძლება უკავშირდება კლიმატის ცვლილებას, ან იელოუსტოუნის გამოღვიძებას, რომლის ამოფრქვევის შემდეგ ტერიტორიის უმეტესი ნაწილი უნაყოფო გახდება.

მთელი ისტორიის მანძილზე, იელოუსტოუნის ვულკანი სამჯერ ამოიფრქვა. ბოლო ამოფრქვევაა მოხდა 640 000 წლის წინ. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ანალოგიური შემთხვევა თუ ახლა მოხდა, მაშინ, კაცობრიობას ძალიან დიდი პრობლემები ელოდება. ატმოსფეროში ამოიფრქვევა დიდი რაოდენობით მტვერი და აირები, დედამიწის ირგვლივ გაჩნდება თხელი ფარდა, რომელიც მზის სხივებს აირეკლავს. შედეგად, პლანეტაზე გამყინვარება დაიწყება.

0
346
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
346
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0