x
image
მაია 24
7 რამ, რაც ქალს გაცილებით მიმზიდველს ხდის, ვიდრე ნებისმიერი მაკიაჟი

image

ბევრი ქალი ფიქრობს, რომ მათი მომხიბვლელობის გასაღები კარგი მაკიაჟია. ამ სტერეოტიპის ჩამოყალიბებაზე უამრავმა ფაქტორმა იმოქმედა. ისინი აღიქმებიან მათივე გარეგნობაზე დაყრდნობით, პოპკულტურამ უზარმაზარი გავლენა იქონია ამგვარ აღქმაზე. მასმედიაც მხარს უჭერს ამ დამოკიდებულების გაღვივებას. სინამდვილეში ეს ბიზნესია, რომელშიც დიდი რაოდენობის ფული ტრიალებს. სწორედ ამიტომ, ისინი ყველა მხრიდან არწმუნებენ ადამიანებს, რომ მაკიაჟი მათი მომხიბვლელობის გარანტია. არადა, სილამაზე არ მოდის არც ტუჩსაცხიდან, არც თვალის ჩრდილებიდან და არც ტუშიდან.


შემდეგი 7 ფაქტორი გაცილებით დიდ გავლენას ახდენს ქალის მომხიბვლელობაზე, ვიდრე მაკიაჟი.

image

ვნებები/მისწრაფებები


ქალი მათ გარეშე ძალიან მოსაწყენია. მათი ცხოვრება სავსე უნდა იყოს თავგადასავლებით, ახალი მისწრაფებებით, ემოციებით. სინამდვილეში ქალებისათვის ძალიან რთულია დააღწიონ თავი ყოველდღიურ მოვალეობებს და გააკეთონ ის, რაც გულით სურთ. როდესაც ის უარყოფს საკუთარი თავის იმ ნაწილს, რაც მას შინაგან სხივს აძლევს, მისი ცხოვრება უკვე აზრს მოკლებული და უსიცოცხლო ხდება. ქალი, რომელიც საკუთარი მისწრაფებებისათვის დროს პოულობს, ხვდება რამდენად ძვირფასია ცხოვრება და რომ არ შეიძლება იგი განვლო ისე, რომ ამ მგზავრობის მანძილზე არ მიიღო სიამოვნება, ქალი, რომელიც იყენებს ცხოვრების მიერ ბოძებულ შესაძლებლობებს (არა მხოლოდ პარტნიორულ ურთიერთობებში), ხშირად არის აღტაცების საგანი. რატომ? იმიტომ რომ ვნება არის გადამდები. ძალიან მომხიბვლელი და შთამბეჭდავია ადამიანი, რომელიც საკუთარ ოცნებებსა და მისწრაფებებს მისდევს.


image


თანაგრძნობა


თანაგრძნობა გადამდები, თითქმის მაგიური სითბოა. იგი ჰიპნოზივითაა, რადგან გარშემომყოფთათვის იმ კომფორტის ზონას ქმნის, საიდანაც წასვლა არავის მოუნდება. თუ ქალმა იცის, როგორ მიიღოს და გასცეს ეს სითბო, იგი ჩაუნაცვლებელი ხდება. ცივი გული ვერასოდეს მიიღებს, იმიტომ, რომ მას არაფერი აქვს, რისი გაცემაც შეუძლია. თანაგრძნობა გადამწყვეტია ნებისმიერი ტიპის ურთიერთობისათვის. თუნდაც პირველ ეფექტს ახდენდნენ ჟურნალების გარეკანზე გამოსახული სელებრითები, ამ უნარის გარეშე, მათ არაფერი ექნებათ საამაყო თავიანთი სხეულის ნაწილების გარდა. თვითკმაყოფილი და ნარცისი ქალი ამ მომხიბვლელობას მოკლებულია.


image


გონება


არსებობს ერთი პოპულარული მითი - ლამაზი ქალი არ არის გონიერი. ამ სტერეოტიპს მეორე მიმართულებაც აქვს - გონიერი ქალი უშნოა. აი, ასეთი განწირული სცენარია. ქალი ინტელექტის გარეშე არის მწერალივით, რომელსაც წიგნები არასოდეს წაუკითხავს. ყველაფერი დახვეწილი და გემოვნებიანი სწორედ ინტელექტით იქმნება, ამიტომ ხარისხიანი ყოველდღიურობისთვის კარგი გონებრივი მონაცემები გადამწყვეტია. აზროვნებისა და სიღრმის გარეშე ყველაზე ლამაზი ადამიანიც კი ძალიან მოსაწყენია, რადგან საკუთარ თავის შესახებ და ზოგადად ცხოვრების შესახებ ძალიან ცოტა იცის, მის გვერდით ცხოვრება მოკლებულია ყოველგვარ მრავალფეროვნებას, ან საერთოდ არ გააჩნია შეხედულებები, ან ეს შეხედულებები ძალიან პრიმიტიულია. იგი ვერასოდეს მოახდენს თქვენს გამოწვევას. ამდენად ინტელექტი ადამიანის სექსუალურობას კი არ ამცირებს, ზრდის. გონებრივი მუშაობა არა მხოლოდ მიმზიდველი, არამედ მნიშვნელოვანია არსებობისათვის.


image


მხიარულება და თავგადასავლების სიყვარული


ეს არ ნიშნავს, რომ ქალი უნდა იყოს მუდმივად მხიარული, იგი ცხოვრებაში, ისევე როგორც ყველა სხვა, რამდენიმე იმედგაცრუებას გადაიტანს, მაგრამ თავგადასავლების წყურვილი და მადლიერების გრძნობა ყველაფრისათვის, რაც გააჩნია ხდის მას გაცილებით მიმზიდველს. თუ მას არ შეუძლია საკმარისად მოდუნდეს, იღიღინოს საყვარელი მელოდია შხაპის მიღების დროს, მიიღოს სპონტანური გადაწყვეტილებები, ჩაიდინოს პატარა სიგიჟეები, მოაწყოს ყოველდღიური რუტინიდან გაქცევები, იგი ვერასოდეს ვერავის აიყოლიებს. სიხარული გადამდებია, იგი საოცრად იზიდავს ადამიანებს. მათ სურთ შეუერთდნენ მხიარულ ნატურას და დატკბნენ ცხოვრების პატარა მონაკვეთებით, მიუხედავად ცხოვრებაში არსებული პრობლემებისა.


image


სტაბილურობა


არაფერია იმაზე მომხიბვლელი, როცა ქალი არ ნებდება ცხოვრების გამოწვევებს. ასეთი სიჯიუტე, რომელიც შეეხება კარიერას, პირად ურთიერთობას, ჯანმრთელობას, ძალიან შთამაგონებელია. სამყაროს უყვარს მებრძოლები. ეს არ არის ფემინისტური გამოსვლა. არც იმაზე ღირს ბრძოლა, თუ რა მიირთვათ სადილად, ან რომელი ფილმი ნახოთ. სტაბილურობა არ გულისხმობს გარშემომყოფებზე ქალის კონტროლს. აქ საუბარია რწმენაზე, რომ ცხოვრება ვერასოდეს დაამარცხებს, ვიდრე ამ მარცხს თავად არ აღიარებს. ესაა უნარი მიიღო ცუდი და კარგი დღეები თანაბარი ზომიერებით და იბრძოლო მიუხედავად შედეგებისა.


image


თავდაჯერებულობა


ეს არ უნდა ავურიოთ ტრაბახში. მათ შორის ძალიან მკვეთრი ზღვარია. ტრაბახის დროს ადამიანი თვითკმაყოფილი სახით ახდენს საკუთარი თავის აღწერას და ითხოვს აღიარებას სხვებისაგან. ეს სულაც არაა მომხიბვლელი, მეტიც, სწორედ თავდაჯერებულობის არქონაზე მიუთითებს - რადგან ასე ეძებს შექებას და მოწონებას სხვების მხრიდან, ე.ი. საკუთარ თავში ეჭვი ეპარება.

თავდაჯერებულ ქალს თვითრწმენისათვის არ სჭირდება გარშემომყოფთა დასტური და მოწონება.

თავდაჯერებულობა არაა სურვილი შეგვამჩნიონ და გვაღიარონ. როდესაც ქალი საკუთარ თავს რწმენას უცხადებს, ეს ისედაც კარგად იგრძნობა.


image


ენერგია


და ბოლოს ყველაზე მიმზიდველი თვისება, რომელიც ერთგვარი შეჯამებაა ყველა ზემოთაღწერილი თვისების. ესაა მისი სასიცოცხლო ენერგია. ძლიერი სიცოცხლისუნარიანობა - განუმეოერებელი ქალი. როდესაც ქალი მისდევს მის ვნებებსა და მისწრაფებებს, როდესაც ამჟღავნებს თანაგრძნობას, როდესაც ეძებს თავგადასავლებს, უარს აცხადებს დანებებაზე და სჯერა საკუთარი თავის, მისი ენერგია ისეთი სიმძაფრით გამოსხივდება, რომ იპყრობს ყველას და ყველაფერს მის ირგვლივ.


image


ასევე დაგაინტერესებთ:


ქალი, მამაკაცის ანარეკლია, თუკი სიგიჟემდე შეიყვარებ, გახდება კიდეც ამის ღირსი - ბრედ პიტი


ქალის 7 ნაკლი, რომელზეც მამაკაცები გიჟდებიან


15 ნაკლი, რომელიც იდეალურ ქალს უნდა ჰქონდეს


"მხოლოდ სუსტი მამაკაცის თვისებაა შეაყვაროს ქალს თავი და შემდეგ მიატოვოს იგი" - ისტორია სიყვარულზე, რომელიც დაგაფიქრებთ


5 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ნამდვილ მეორე ნახევარს შეხვდით


თუკი არ გტკივათ, თქვენი სიყვარული ნამდვილი არ არის


არ არის რთული იმის დანახვა, რომ კაცს უყვარს ქალი...


სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

0
1179
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
1179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0