x
image
მაკა ნიკვაშვილი
უნიკალური ფოტოარქივი, რომლებიც აქამდე არ გინახავთ : აი, ასე გამოიყურებოდა დონალდ ტრამპი 80 – 90 წლებში

image


დღესდღეობით, დონალდ ტრამპი მსოფლიოში ერთ -ერთი ყველაზე განხილვადი და გავლენიანი პოლიტიკოსია. ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 45-ე პრეზიდენტი 1946 წელს, ნიუ-იორკში, წარმატებული მეწარმის ოჯახში დაიბადა. 1968 წელს უორტონის ბიზნეს სკოლის დასრულებისთანავე, ეკონომიკის ბაკალავრის სამეცნიერო ხარისხით წელგამართული 22 წლის ტრამპი კარიერას მამის კომპანიაში იწყებს, რომელსაც იმ პერიოდისთვის, უძრავი ქონების სფეროში წამყვანი პოზიციები ეკავა. კარიერის გარიჟრაჟზე, ტრამპი ძირითადად საშუალო შემოსავლის მქონე, სოციალური კლასისთვის სახლების გაქირავებით იყო დაკავებული. მის პირველ და ერთ -ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად - 1200 ბინიანი კომპლექსის "Swifton Village" -ის მოდერნიზაცია ითვლება, საიდანაც მისმა კომპანიამ 6 მილიონი დოლარის სუფთა მოგება ნახა. მოგვიანებით კი, ტრამპი ცათამბჯენების, სასტუმროების, კაზინოებისა და სხვა ობიექტების მშენებლობა- განახლებამ გაიტაცა. დონალდ ტრამპმა უძრავი ქონების სფეროსა და ტელევიზიაში მიღწეული წარმატების წყალობით, ცნობილი ბრენდებისთვის საკუთარი სახელის მიყიდვა სარფიანად შეძლო. წლების განმავლობაში, არაერთი სამშენებლო კომპანია ტრამპს საკმაოდ სოლიდურ თანხას, მხოლოდ იმისთვის უხდიდა, რომ ის მათი მთავარი პროექტების "სახეს" წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ, მრავალი შენობა, რომელიც ტრამპის სახელთან ასოცირდებოდა, სინამდვილეში მის საკუთრებას არ წარმოადგენდა, თუმცა, შემოსავალი მისთვის ერთმნიშვნელოვნად მოჰქონდა. ფოტოებს, კი რომელსაც ახლა გთავაზობთ, გასული საუკუნის 80 - 90 წლებშია გადაღებული, უნიკალური ფოტოარქივი დონალდ ტრამპის ცხოვრების საინტერესო და მნიშვნელოვან ეპიზოდებს მოიცავს, პერიოდს სანამ ის ამერიკის შეერთებული შტატების რიგით, 45-ე პრეზიდენი გახდებოდა.



დონალდ ტრამპი თავის პირველ მეუღლესთან - ივანა ტრამპთან ერთად, ნიუ-იორკი, 1982 წელი


image



ტრამპი თავის კაბინეტში - "ტრამპ თაუერში", 1984 წელი


image


დონალდ ტრამპი მამასთან ფრედ ტრამპთან (მარცხნივ) და კრივის იმპრესარიოსთან დონ კინგთან ერთად, ნიუ - ჯერსი, 1987 წელი


image


ნიუ-იორკი, 1987 წლის აგვისტო


image


დონალდი თავის პირველ მეუღლესთან ივანასთან ერთად, 1988 წელი


image


დონალდ ტრამპი, მაიკ ტაისონი და მისი მეუღლე რობინ გივენსი, ნიუ-იორკი, 1988 წელი


image


ტრამპი "მის ამერიკის" მონაწილეებთან ერთად, ატლანტიკ-სიტი, 1989 წელი


image


დონალდ ტრამპი თავის ძმასთან რობერტთან ერთად, ატლანტიკ-სიტი, 1990 წელი


image


დონალდ ტრამპი და მაიკლ ჯექსონი, კერძო თვითმფრინავში, 1990 წელი


image


ტრამპი თავის მომავალ, მეორე მეუღლესთან მარლი მეიპლზისთან ერთად, 1991 წელი


image


დონალდი ქალაქგარეთ კლუბ - "Seaview"- ში, 1992 წელი



image



ტრამპი სტუმრად საღამოს შოუში, წამყვან ჯეი ლენოსთან ერთად



image


დონალდ ტრამპი, ატლანტიკ-სიტი, 1992 წელი


image


დონალდი თავის მომავალ, მეორე მეუღლესთან ერთად, კრივის მატჩზე 1991 წელი



image


ჯორჯ ფორმანი, დონალდ ტრამპი და ევანდერ ჰოლიფილდი პრეს - კონფერენციის დროს, 1991 წელი


image


ტრამპი, ნიუ - ჯერსი, 1989 წელი


image


დონალდ ტრამპი ატლანტიკ-სიტიში, 1990 წელი


image

ივანა ტრამპი, დონალდი და მერვ გრიფინი, 1989 წელი


image




0
506
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
506