x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
როგორი შეფასებები აქვს ხარისხთან დაკავშირებით H&M-ის ბრენდის სამოსს, MADE IN GEORGIA-ს იარლიყით, რომელიც უკვე 64 ქვეყანაში იყიდება
image


ალბათ, როგორი სასიხარულო და საამაყოა თითოეული საქართველოს მოქალაქისათვის, როდესაც უცხოეთში მყოფი თვალს მოკრავ სამოსის იარლიყზე ამოტვიფრულ სიტყვებს:

- MADE IN GEORGIA!


როგორც bm.ge-ისთან საუბრისას ქუთაისში H&M-ის ბრენდის სამოსის მწარმოებელი კომპანია „ემჯიემტექსის" დირექტორმა ელიზბარ ლომინაძემ განაცხადა, საქართველოში შეკერილი სამოსი ჯამში, უკვე 64 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

აღნიშნული სამოსის საფასური ქვეყნის ფარგლებს გარეთ, დაახლოებით, 40-დან 60 ევრომდე მერყეობს.

„ხარისხთან დაკავშირებით მაღალი შეფასებები გვაქვს და ამ დრომდე პრობლემა არ გვქონია, “ - ამბობს ელიზბარ ლომინაძე.



image

მისივე თქმით, H&M-ის ბრენდით ქალის სამოსი MADE IN GEORGIA-ს იარლიყით ევროპის ქვეყნების გარდა, ამერიკაში, თურქეთსა და ავსტრალიაშიც გადის.

ამასთან, H&M-ის გარდა, "ემჯიემტექსი" იგივე ირალიყით ისეთი ბრენდებისთვისაც კერავს სამოსს, როგორებიც არიან:

*NEXT,

*Marks and Spencer,

*s.Oliver

*Comma.

...
უშუალოდ H&M-ის მაღაზიებში ქალის სამოსი იარლიყით - MADE IN GEORGIA, კი მიმდინარე წლის მარტიდან იყიდება.


image


შპს „ემჯიემტექსი“ 2018 წლის აპრილის დასაწყისში ამოქმედდა.

ის წლიურად 720 000 ცალ ქალის ხაზის ტანსაცმელს აწარმოებს;

საწარმოში 320 ადამიანია დასაქმებული.

ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი, 3 მლნ ლარს შეადგენს.


image


„ემჯიემტექსი“ რუმინული ტანსაცმლის მწარმოებელი „Ottorose”-ის შვილობილი კომპანიაა.

"ემჯიემტექსი" სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი ბენეფიციარია.

კომპანიამ სახელმწიფო პროგრამის დახმარებით, უახლესი ტექნოლოგიის საკერავ მანქანა-დანადგარების შეძენა შეძლო
და საკუთარ საქმეს თავის ღირსეულადაც გაართვა.

0
30
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0