x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ჭუჭყიანი პატარძალი და ნაცემი სიძე - ყველაზე უცნაური საქორწილო ტრადიციები
image

ქორწილი ყველაზე სასიამოვნო დღესასწაულია ცხოვრებაში. მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს ისეთი საქორწილო ტრადიციები, რომლებიც ქორწილს საშინელს ხდის.

თევზი - ხმალი .
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეაში ჯერ ისევ არსებობს უძველესი საქორწილო ტრადიცია - სასიძოს გალახვა. თანაც მას თევზით სცემენ!! შუა ქორწილში სასიძოს მეგობრები ფეხსაცმელს და წინდებს იხდიან და ფეხშიშველები მკვდარ თევზებს ურტყამენ მამაკაცს.
კორეელები ფიქრობენ, რომ ასეთი რიტუალი აუცილებელია მამაკაცის ქორწინებისთვის და რაც მთავარია პირველი საქორწინო ღამისთვის.

ფრანგული დელიკატესი
საფრანგეთის ზოგიერთ რეგიონში ჯერ ისევ ცდიან ახალდაქორწინებულებს უცნაური წესით. როცა საქორწინო ცერემონია დასრულდება, სტუმრები სუფრიდან საჭმლის ნარჩენებს უნიტაზში ჰყრიან. შემდეგ გადაინაცვლებენ სიძე-პატარძლის ოთახში და იქიდან იქამდე არ გამოდიან, ვიდრე ახლადშეუღლებული წყვილი „დესერტს“ არ დააგემოვნებს. მართალია სუფრაზე დესერტები თითქმის ჩაანაცვლა შოკოლადმა, თუმცა წყვილებისთვის ტრადიციის შესრულება მაინც არ შემსუბუქებულა.


გამოუვალი სიტუაცია
ინდონეზიის ერთ-ერთ მხარეში ახალდაქორწინებულ წყვილს ქორწილიდან სამი დღის განმავლობაში ეკრძალება სახლიდან გასვლა, ტუალეტისა და აბაზანის გამოყენება. ტრადიცია რომ არ დაარღვიონ, მათ რამდენიმე ადამიანი თვალყურს ადევნებს, რომლებსაც ასევე ცოტაოდენი საჭმლის მიწოდება ევალებათ წყვილებისთვის. ტრადიციის თანახმად, ასე უკეთ მიეჩვევა ცოლ-ქმარი ერთად თანაცხოვრებას.

პატარძლის დამცირება
შოტლანდიაში არსებობს პატარძლის „დამცირების“ ტრადიცია. გოგონებს თავზე შავ სითხეს ასხამენ. ეს შავი სითხე შეიძლება იყოს შავი ბადაგი, ჭურჭლის ნარეცხი ან ცხოველების ექსკრემენტები. შოტლანდიელები დარწმუნებულები არიან, რომ ასეთი დამცირება პატარძალს გამოაწრთობს.

უფროსებისგან სწავლა
ზოგიერთ აფრიკულ სოფელში პატარძლის დედა ქორწილამდე შვილს სიყვარულის ხელოვნებას ასწავლის. სარძლომ უნდა უყუროს, როგორ ატარებენ ღამეს მშობლები, რომ პირველ ღამეს პრაქტიკაში გამოიყენოს, რასაც თავის მხრივ შემდეგ დედა აკვირდება, რამდენად კარგად ისწავლა შვილმა „ გაკვეთილი“.

ძვირფასი სტუმრები
მავრიკიაში სტუმრები პირდაპირ იატაკზე წვებიან, როგორც „ხალიჩა“. ახალდაქორწინებულებმა მათ ზურგზე უნდა გადაიარონ და ისე შევიდნენ საძინებელში.


0
373
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
373
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0