x
image
ვიზა კოხაძე
მსოფლიო უნდა იცნობდეს ასეთ პირუტყვებს - ბრიტანეთში "პირუტყვის" ანუ პედოფილის ბრალდებით ერთი ოჯახის შვიდი წევრი დააკავეს

imageდიდ ბრიტანეთში "პირუტყვების" ანუ პედოფილების ოჯახის ყველა წევრი დააკავეს და დანაშაულის ჩადენისთვის 30 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.ენტონი პოტსი, მისი ცოლი და ძმა.ერთი ოჯახის შვიდივე წევრი გაასამართლა ბრიტანულმა სასამართლომ პედოფილობისა და ბავშვთა წინააღმდეგ გამოყენებული ბოროტი ქმედებებისთვის, რაც 30 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ხოლო ოჯახის უფროს წევრს 49 წლის ენტონი პოტსს შეეფარდა სიცოცხლის მოსპობა. მამაკაცი 25 ეპიზოდში იქნა მხილებული 14 წლამდე ბავშვების გაუპატიურების (სექსუალურ ძალადობასა და სქესობრივ კავშირს) ბრალდებით.ბრალდებული ენტონი პოტსი ცხოვრობდა 300 ათასიან ქალაქ კავენრტიში უესტ - მიდლენდის საგრაფოში.16 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს ასევე მის ცოლი ძმას, რომელსაც 9 სექსუალურ ეპიზოდში დებენ ბრალს. რაც შეეხება ამ სადისტური მოძალადის დედ - მამას, ენტონის მშობლების აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ხელშეწყობისთვის და დანაშაულის დაფარვისთვის 8 წელი შეუფარდეს.imageკიდევ ერთი ძმა ჯოშუა გასული წლის აგვისტოში დააკავეს.

სასამართლო პროცესები ბირმინგემის სამეფო სასამართლოში მიმდინარეობდა და მოსამართლემ სიძულვილით აღიარა, რომ მსგავსი სისასტიკით ჩადენილი დანაშაული და ამ მოცულობის არასოდეს გაუგონია: – " ეს არის ერთადერთი ყველაზე ცუდი შემთხვევა სისტემატური და საზარელი სექსუალური ძალადობის ფაქტები არასრულწლოვან ბავშვებზე, რომელიც კი მე ოდესმე მინახავს ან გამიგონია".როგორც გამოძიებამ დაადგინა, პირველად დანაშაული ანტონი პოტსმა 1989 წელს ჩაიდინა. მტკიცებულებათა მოძიებას კი სამი წელი დასჭირდა ამ "პირუტყვი" ოჯახის საბოლოო მხილებისთვის.გამოძიების პროცესში კი დაზარალებულთა რაოდენობა იზრდებოდა და ერთ - ერთმა დაზარალებულმა 49 წლის მოძალადის სიკვდილით დასჯაც კი მოითხოვა პროცესზე, რათა მას აღარ შეძლებოდა სხვა ადამიანების და ბავშვების გაუპატიურება და მათთვის ცხოვრების გაუკუღმართება.imageimage

0
1078
5-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
1078
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0