x
მეტი
  • 19.07.2019
  • სტატია:92530
  • ვიდეო:341546
  • სურათი:454551
რა ანადგურებს მამაკაცის სიყვარულს - განქორწინებული მამაკაცის გულახდილი საუბარი

„უკვე აღარ მიყვარხარ“ - სიტყვა, რომლის მოსმენის ყველა ქალს, განსაკუთრებით, გათხოვილს ეშინია. თითქოსდა ყველაფერი კარგად დაიწყო, ქალმა ცხოვრების მეგზურს ყველაფერი მიუძღვნა, ბავშვები აჩუქა და სახლში მყუდრო გარემო შექმნა და ასაკის მიუხედავად, კარგად გამოიყურება. თუმცა ქმარმა მაინც ოჯახის მიტოვება გადაწყვიტა.

image

ურთიერთობის მომავლის პროგნოზირება შეუძლებელია - განშორება შეიძლება ნებისმიერ წყვილს შეეხოს. ასეთი სიტუაციის მიზეზი შეიძლება იყოს ბანალური გაურკვევლობიდან დაწყებული ან ერთი პარტნიორის მხრიდან სიყვარულის ჩაქრობით დამთავრებული. რატომ ხდება ასე და შეიძლება თუ არა ამის თავიდან აცილება?

image

ერთ-ერთმა მამაკაცმა სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა, სადაც განმარტა, თუ ოჯახიდან წასვლა რატომ გადაწყვიტა მიუხედავად იმისა, რომ ცოლთან ერთად უკვე 10 წელია ცხოვრობდა და პატარა ბავშვს ზრდიდა. განქორწინებული მამაკაცი ამ სიტუაციაში ცოლს ადანაშაულებს და თვლის, რომ ოჯახური კერა მის გამო დაინგრა.

როგორ მივხვდეთ, რომ მეუღლემ გადაგიყვარათ

საჭირო არაა იყოთ ფსიქოლოგი იმის მისახვედრად, რომ მამაკაცის გრძნობა ქალის მიმართ გაცივდა. მთავარია, პრობლემა იმწამსვე შეამჩნიოთ, რომ განქორწინებამდე ყველაფრის მოგვარება შეძლოთ. თუ მეუღლე სამსახურში ხშირად გვიანობამდე რჩება, საჩუქრებს არ გიკეთებთ და თქვენს დაცვას არ ცდილობს - ეს სახიფათო ნიშანია. ყველა ადამიანისთვის არსებობს მიზეზები, რის გამოც ერთ დროს ძვირფასი ადამიანი შეიძლება გადაიყვაროთ. და ყველაზე გავრცელებული მიზეზები:


1. “ცოლი ხშირად ისე მომმართავდა, როგორც ქვეშევრდომს. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ძაღლი ვიყავი, რომელსაც მისი ბრძანებები უნდა შეესრულებინა. მის ინტონაციაში არანაირი თხოვნა, არანაირი მადლიერება არ ჩანდა. ყველაფერი ხდება, ჩვენ ადამიანები ვართ და გრძნობები გვაქვს. მაგრამ ზოგჯერ და არა ყოველთვის. მოთმინებას საზღვარი აქვს“.

image

2. “ურთიერთობაში განსაკუთრებული ატმოსფეროს შექმნისა და დადებითი ემოციების გაზიარების ნაცვლად, როგორც ამას ყველა ქალი უნდა აკეთებდეს, ის ოჯახურ ცხოვრებას წარმოსახვითი პრობლემებით ართულებდა. შედეგად სახლში დასვენებას ვერ ვახერხებდი და ყველგან მუხთლობას ველოდი“.

image

3. “მამაკაცი თავიდან არ მოიშოროთ. ინტიმური ცხოვრება ძლიერი და წარმატებული ცხოვრების აუცილებელი პირობაა. სექსი მამაკაცის მანიპულაციის საშუალება არაა, არამედ ეს ორივეს სჭირდება. თუ ყოველთვის სექსით დასჯით ან ამით რაიმეს მიღწევას ცდილობთ, მალე ქმარი თქვენს მიმართ გულგრილი გახდება. თუ ცოლი უარს ამბობს, გვერდზე სხვისი პოვნა რთული არაა“.

image

4. “ხშირად მესმის, რომ მამაკაცი ცოლის მიმართ ამით თუ იმით ვალდებულია. დიახ, ეს სიმართლეა. მაგრამ ამის გაკეთება საერთოდ არ მსურს, როცა ცოლი მუდმივად ჩივის: „ნინოს უკეთესი პალტო აქვს, ხოლო სალომე მაგარ კურორტზე ისვენებდა...ამას ვერც ერთი მამაკაცი ვერ აიტანს. ცოლისთვის შეუძლებელს გავაკეთებდი, მას რომ ჩემი სჯეროდეს და ოდნავ მხარს მიჭერდეს. როცა ყველაფერი კარგადაა, მადლობასაც ვერ დაინახავთ. ისე იქცევა, თითქოს ასეც უნდა იყოს“.

image

5. “ცოლი ჩემგან მხოლოდ საუკეთესოს ითხოვდა, მაგრამ თავად საკუთარი მოთხოვნილების შესაბამისად არასდროს იქცეოდა. პირდაპირ მაგიჟებს გაცვეთილი საცვლები და გაწელილი სპორტული შარვალი. ვთვლი, რომ ქალი სახლში კარგად უნდა გამოიყურებოდეს და ძველი დალაქავებული ტანსაცმელი არ უნდა ჩაიცვას“.

image

ზოგიერთი მამაკაცების ნათქვამს ზედმეტად მომთხოვნად ჩათვლის, მაგრამ მათი ნათქვამის გათვალისწინებით არაერთი ოჯახის შენარჩუნება შეიძლება. დარწმუნებული ვარ, რომ განქორწინებაში ორივე მხარე დამნაშავეა და კომპრომისის პოვნა ყოველთვის შეიძლება.


ასევე დაგაინტერესებთ:


10 რამ, რასაც მამაკაცები ყურადღებას აქცევენ, თქვენ კი არა

image

რატომ არის ცოლი ბავშვებზე უფრო მნიშვნელოვანი

image

10 შეტყობინება, რომლებსაც მამაკაცი მხოლოდ მაშინ წერს, როცა შეყვარებულია

image

რას ნიშნავს სინამდვილეში „პატივისცემა“ - უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ქალისთვის კარის გაღება

image

მამაკაცის 21 წესი ქალებისთვის

image

ალფა ქალის 5 მაგალითი, რომლებზე ყველა მამაკაცი ოცნებობს

image

20 რამ ქორწინებაზე, რაც ძალიან გვიან გავიგე

image

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
1399
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
1399