x
image
_K_
ყველაფერი, რაც პირსინგის შესახებ უნდა იცოდეთ
imageდიდი ხნის განმავლობაში პირსინგი მხოლოდ ყურის ბიბილოს გახვრეტასთან ასოცირდებოდა, დღეს კი ადამიანები სხეულის სხვადასხვა ნაწილზე უპრობლემოდ ატარებენ პირსინგს, მაგალითად ცხვირზე, წარბზე, ყურზე, ენაზე და გენიტალიებზეც კი. დღეს პირსინგის ტარება ბევრისთვის საკუთარი თავის გამოხატვის ფორმაა.








რა არის პირსინგი?

პირსინგი ბასრი ინსტრუმენტით კეთდება, რომლითაც სხეულზე აკეთებენ ხვრელს იმ ადგილას, სადაც ადამიანმა სამკაული უნდა გაიკეთოს. ისტორიის განმავლობაში, პირსინგი საკუთარი თავის გამოხატვის ფორმად მიიჩნეოდა, ისევე როგორც ტატუ.

ამის გარდა, პირსინგი სხვა მიზეზების გამოც იყო პოპულარული. ადამიანები მას იკეთებდნენ რელიგიური მიზეზით, ესთეტური ხედვის გამო ან სექსუალური სიამოვნების მიზნით.

სტატისტიკის მიხედვით, ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი იკეთებს პირსინგს. მათ შორის თინეიჯერები პროცენტულად ყველაზე მეტნი არიან.


image








პირსინგის ტიპები

ახლა კი, როცა უკვე ზოგადი წარმოდგენა შეგვექმნა პირსინგის ისტორიასა და განმარტებაზე, მის სახეობებს გადავხედოთ. იცოდით, რომ მხოლოდ ყურზე 16 ტიპის პირსინგის გაკეთებაა შესაძლებელი? მოდით, უფრო ვრცლად მიმოვიხილოთ.

⋆ ყურის პირსინგი პირსინგის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. იმის გარდა, რომ ყველა ჩვეგანისთვის ცნობილია ჩვეულებრივი ბიბილოს პირსინგი, ყურზე კიდევ 16 წერტილი გვაქვს, სადაც საყურის გაკეთებაა შესაძლებელი.

⋆ პირისა და სახის პირსინგები ძირითადად კეთდება ენაზე, წარბზე, ლოყაზე, ცხვირის ნესტოზე, ქუთუთოზე და ტუჩებზე.

⋆ ტუჩის პირსინგი 15 განსხვავებულ ვარიაციას შეიცავს, მათ შორისაა "მადონას პირსინგი", "ანგელოზის ნაკბენი", "გველის ნაკბენი" და ბევრი სხვა. ყველა მათგანი ტუჩზე და პირის მიდამოზე კეთდება.

⋆ ზედაპირის პირსინგი ძირითადად მკერდზე კეთდება, ასევე შეიძლება იყოს კანის ნებისმიერ ნაწილზე, მაგალითად კისერზე. როგორც სახელიდან ჩანს, ეს პირსინგი კანის ზედაპირზე კეთდება. დღესდღეობით საკმაოდ პოპულარულია ძუძუს თავის პირსინგი.

⋆ ჭიპის პირსინგი პირსინგის კიდევ ერთი პოპულარული ფორმაა. მას ჭიპის ნახვრეტის მიდამოზე აკეთებენ.

⋆ გენიტალიების პირსინგი, როგორც სახელიდანაც ჩანს, გენიტალიებზე კეთდება. თუ ამ ადგილას გადაწყვეტთ პირსინგის გაკეთებას, ვარიაციების მრავალფეროვნებით ნამდვილად გაოცდებით.

image







როგორ გავიკეთოთ პირსინგი

თუ 18 წელზე ნაკლების ხართ, პირსინგის გაკეთებამდე აუცილებლად დაელაპარაკეთ მშობლებს. ასევე, გაითვალისწინოთ თქვენი სკოლის წესები პირსინგთან დაკავშირებით.

პირსინგი აუცილებლად პროფესიონალს გააკეთებინეთ. არავითარ შემთხვევაში არ სცადოთ მისი სახლში გაკეთება! ასევე, მოძებნეთ პროფესიონალური მაღაზია, სადაც კარგი ხარისხის პირსინგებს ყიდიან. პირსინგის გაკეთება რთული პროცედურა სულაც არაა, მაგრამ პროფესიონალთან დარწმუნებული იქნებით, რომ ყველაფერი უსაფრთხოდ, წესების სრული დაცვით კეთდება.








ინფექცია და სხვა რისკები

როგორც ტატუს, ასევე პირსინგის გაკეთებაც რისკებთანაა დაკავშირებული. თუ პროფესიონალთან არ მიხვალთ ან საკუთარი სხეულის თავისებურებებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობას არ გაითვალისწინებთ, შემდეგი რისკების წინაშე აღმოჩნდებით:

⋆ თუ პირსინგს პირზე ან ენაზე გაიკეთებთ, ელოდეთ ამ ადგილის გასიებასა და ტკივილს. თავდაპირველად ჭამის დროს დისკომფორტიც შეგაწუხებთ.

⋆ თუ დაბალი ხარისხის სამკაულს გაგიკეთებენ, ინფექციაც მოსალოდნელია.

⋆ ასევე, ინფექციის საფრთხე არსებობს, თუ საჭირო ინსტრუმენტები კარგად სტერილიზებული არ იქნება ან ჭრილობის შეხორცებამდე მასში ბაქტერია მოხვდება. ამან შეიძლება გამოიწვიოს გასიება, დაჩირქება და სიწითლე. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო გენიტალიების პირსინგთან.

⋆ სისხლდენა პირსინგის გაკეთების კიდევ ერთი რისკია. გარდა ამისა, თუ პროცედურა არასტერილიზებული იარაღით გაკეთდება, არსებობს თქვენს ორგანიზმში B ან C ჰეპატიტის, ასევე HIV-ის მოხვედრის რისკი.

⋆ თუ პირსინგი პროფესიონალმა არ გააკეთა, იზრდება გამონადენის გამოყოფისა და ტრავმის რისკი. მგრძნობიარე კუნთებიდან გამონადენის მეტი შანსია, რასაც უფრო სერიოზული პრობლემები შეიძლება მოჰყვეს.

image








ალერგიები პირსინგზე

პირსინგის გაკეთების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა ალერგიაა. პროფესიონალი პროცესის დაწყებამდე აუცილებლად გკითხავთ სამედიცინო ისტორიაზე, მაგრამ კარგი იქნება, თუ თავადაც მოიძიებთ ინფორმაციას ამაზე. ნიკელისგან გაკეთებულ სამკაულს მარტივად შეუძლია ალერგია გამოიწვიოს, ამიტომ აირჩიეთ უფრო უსაფრთხო და ხარისხიანი პირსინგი.







უნიკალური პირსინგის იდეა

თუ პირსინგის გაკეთება უკვე გადაწყვიტეთ, აირჩიეთ დიზაინი, რომელიც მოგიხდებათ და ხაზს გაუსვამს თქვენს უნიკალურობას. პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ პირსინგის გაკეთება თავად გსურთ და არა - თქვენს მეგობრებს. დაუთმეთ დრო პროცედურის შესწავლას და თქვენთვის საუკეთესო დიზაინის გადაწყვეტას, გაეცანით რისკებსა და პირსინგის მოვლის ინსტრუქციებს. რაც მთავარია, თქვენი სხეული ანდეთ მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალს!








ასევე დაგაინტერესებთ:


1. 10 რამ, რაც ტატუს გაკეთებამდე უნდა გაითვალისწინოთ

image


2. 10 უცნაური რამ, რაც ქალის სხეულში ხდება

image


3. 8 უცნაური ფაქტი მამაკაცის სხეულის შესახებ

image

0
1301
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1301
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0