x
მეტი
  • 19.07.2019
  • სტატია:92537
  • ვიდეო:341548
  • სურათი:454552
10 საინტერესო ფაქტი ცხოველების შესახებ

image1. წამოსასხამიან ხვლიკს თავის ორივე მხარეს მიმაგრებული აქვს კანის ფარფლები, რომლებიც მშვიდ მდგომარეობაში კისრის გვერდებზე აქვს ჩაკეცილი. როდესაც საფრთხე დაემუქრება, ხვლიკი ამ კანს ააფრიალებს. ეს კი მას უფრო საშიშ იერს აძლევს.

image2. ტყავიან კუს საკვების ძებნისას დაახლოებით 1200 მეტრ სიღრმეზე შეუძლია ჩაყვინთვა. ის ყველაზე დიდი ზღვის კუ არის და ყველაზე ღრმად ყვინთავს.

image3. დედამიწაზე ყველაზე გრძელი გველია სამეფო პითონი, რომელიც სიგრძეში 10 მეტრს აღწევს. მას შეუძლია 12-ჯერ შემოეხვიოს ადამიანს.

image4. ფრინველთა უმრავლესობა კვერცხის დადებას რამდენიმე წუთს ანდომებს, გუგული კი კვერცხს 9 წამში დებს. ამიტომ ის სხვის ბუდეში კვერცხის დადებას სწრაფად ახერხებს.

image5. მსოფლიოს ყველაზე პატარა ქვეწარმავალი ხვლიკების ჯგუფში შემავალი არსებაა. მას გეკონი ჰქვია. ეს ხვლიკი 20 მილიმეტრზე უფრო მოკლეა.

image6. ყველაზე პატარა "მცირე პინგვინია", რომელიც სიმაღლეში მხოლოდ 40 სანტიმეტრს აღწევს. ყველაზე დიდი კი "საიმპერატორო პინგვინია", რომელიც 130 სანტიმეტრამდე იზრდება.

image7. ფრინველებს შორის მხოლოდ ბუს შეუძლია ლურჯი ფერის დანახვა.

image8. ლურჯი ვეშაპის ნაშიერი ნებისმიერი სხვა ცხოველის ნაშიერზე უფრო დიდია, წონით კი 30 კაცის წონის ტოლია. იგი დაახლოებით 500 ლიტრ რძეს სვამს დღეში.

image9. კრაზანის ბუდეში 2000-მდე კრაზანა ბუდობს, ხოლო ტერმიტების კოლონია, სავარაუდოდ, 5 მილიონზე მეტ ტერმიტს იტევს.

image10. ალიგატორის ნაშიერი ბიჭუნა ცხელ კვერცხში ვითარდება, გოგონა ცივში. ნიანგების შემთხვევაში კი ეს პირიქით ხდება.

0
216
2-ს მოსწონს
ავტორი:ცოტ777ნე
ცოტ777ნე
216
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0