x
მეტი
  • 21.07.2019
  • სტატია:92583
  • ვიდეო:341567
  • სურათი:454601
თბილისში გეი-პრაიდი აღარ ჩატარდება

imageშინაგან საქმეთა სამინისტროში დასრულდა სახალხო დამცველსა და პრაიდის ორგანიზატორების შორის შეხვედრა . ნინო ლომჯარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტორს გადაწყვეტილებით გეი-პრაიდი აღარ ჩატარდება:


"შეხვედრაზე იყო საუბარი უსაფრთხოების საკითხებზე, ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნავდა, რომ ამ შემთხვევაში საუბარია არა მხოლოდ პრაიდის წევრების, არამედ ზოგადად უსაფრთხოებაზე. ამიტომ მათი მხრიდან ითქვა, რომ არ ჩატარდეს პრაიდი, ვინაიდან ეს არის დაკავშირებული უსაფრთხოების სერიოზულ რისკებთან. ეს იყო ძირითადი განხილვის თემა. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას უკვე მიიღებს თემის წარმომადგენლები, რადგან მათ ალბათ უნდა გაიარონ კონსულტაციები შიგნით, ორგანიზაციებში. თუმცა, შეხვედრაზე იყო ასევე საუბარი სხვადასხვა პრობლემებზე და საკითხებზე, რაც აწუხებს ლგბტ თემს, მათ შორის მათი მხრიდან იყო მოთხოვნა დაყენებული, რომ გარკვეული პოლიტიკური განცხადებები და შეფასებები გაკეთდეს აი ამ ვითარების შესაფასებლად და ასევე, ისაუბრეს გარკვეულ რეკომენდაციებზე, რაც სურთ, რომ ხელისუფლებამ გაატაროს მათი უფლებების დასაცავად. თუმცა, ძირითადი საკითხი იყო უსაფრთხოება.


რაც შეეხება პრაიდს, შსს-მ თქვა, რომ ეს პრაიდი არ ჩატარდეს. რაც შეეხება სხვა დანარჩენ ღონისძიებებს, კულტურული თუ სხვა ტიპის ღონისძიებები რაც არის დაგეგმილი ამასთან დაკავშირებით გამოითქვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გამოითქვა მზაობა, რომ გაკეთდება მაქსიმუმი მათი უსაფრთხოების დასაცავად, თუმცა რაც შეეხება პრაიდს ღია სივრცეში, ამასთან დაკავშირებით მათი მხრიდან იყო ცალსახად გაკეთებული, დაფიქსირებული პოზიცია, რომ, ძალიან გაჭირდება უსაფრთხოების დაცვა“, განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

თავად ლგბტ აქტივისტებს კომენტარი არ გაუკეთებიათ, საკუთარ პოზიციას წერილობით დაადასტურებენ.


შეგახსენებთ, თბილისში ლგბტ პრაიდის კვირეული 18-23 ივნისს იყო დანიშნული, კვირეულის ბოლოს ღირსების მარში იყო დაგეგმილი, ამის გარდა პრაიდის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონისძიება იყო დაგეგმილი.

image

0
192
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0