x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ვინ იყო მე-19 საუკუნის ქურდული სამყაროს დედოფალი - "ოქროსხელებიანი" სონკა, რომლის განადგურება მხოლოდ სიყვარულმა შეძლო
მისი ნამდვილი სახელი სურა სოლომონიაკია.


"ოქროსხელებიანი" ს ო ნ კ ა! - მე-19 საუკუნის ქურდული სამყაროს დედოფალი!

image

...


18 წლის იყო, როცა ვარშავაში, ვინმე როზენბადს გაჰყვა ცოლად, მაგრამ შვილის გაჩენისთანავე ქმარი მიატოვა და არა მარტო მიატოვა!


გამომშვიდობებისას პირწმინდად გ ა ძ ა რ ც ვ ა ! მინიმუმ 500 მანეთი თან წამოიღო, შვილი კი მას დაუტოვა.


ვარშავიდან სონკა რუსეთში დაბრუნდა და მისი, როგორც ქალისთვის შეუფერებელი და უცნაური, ქურდული კარიერაც დაიწყო!


*მესამე კლასის ვაგონებში წვრილმანი ქურდობა

*ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელობა.

*ძარცვა...

*თაღლითობა...


სოლომონიაკის ყოველი დანაშაული საზოგადოებისთვის სენსაცია ხდებოდა. დიდსა თუ პატარას პირზე ეკერა ქურდბაცაცა ქალის სახელი. მისი აფერისტული სქემა თავსატეხს არ ულევდა პოლიციას.


დაბალი იყო, გამხდარი... არც მზეთუნახავი, თუმცა იმდენად მიმზიდველი, მამაკაცებს მუდამ ახვევდა თავბრუს. სილამაზესა და მოხერხებულობასთან ერთად სონკას განათლებაც ჰქონდა. მან 5 უცხო ენა იცოდა და საკმაოდ არტისტული და არისტოკრატიული მანერებიც შეეძინა.


ხშირად მოგზაურობდა და თავს ხან ბარონესად ასაღებდა, ხან ვიკონტესად.


მოკლედ, ის იყო ქალი, რომელიც 1860-70-იან წლებში რუსეთის უდიდეს ქალაქებსა და ევროპას შიშის ზარს სცემდა.


სონკას ქურდებმა მეტსახელად „ოქროსხელება სონკა“ მოქნილი, ყოვლისშემძლე თითებისა და იღბლიანობის გამო შეარქვეს. გრძელი ფრჩხილების ქვეშ საიუველირო მაღაზიებიდან მოპარულ ბრილიანტებს მალავდა. გრძელი, ფართხუნა კაბის დახმარებით კი ქსოვილების მაღაზიებიდან უძვირფასები ქსოვილები გამოჰქონდა.

image

1868 წელს სონკა მოხუც, მდიდარ ებრაელს შელომ შკოლნიკს ცოლად გაჰყვა.
ალბათ, უკვე მიხვდით, რომ ებრალესაც წინა ქმრის ბედი ელოდა...


სონკამ მისი ფული მალევე ბოლომდე გაანიავა, შკოლნიკი მიატოვა და ბანქოს შულერს აეკიდა, რომელიც შემდეგ მატარებლების ქურდზე, მიხეილ ბლიუვშტეინზე გაცვალა.

image


„ოქროსხელებას“ ქურდობის სხვადასხვა სტილი ჰქონდა. ერთ - ერთი მეთოდი, სახელად „ხიპესი“ იყო, რომელიც თითქმის ყოველთვის ამართლებდა.


ფულიანი, მექალთანე მამაკაცები ძვირად ღირებულ ბეწვის ქურქში გამოწყობილ და ბრილიანტებით დამშვენებულ ლამაზ ქალს სასტუმროს ნომერში მორჩილად მიჰყვებოდნენ და სანამ მასთან ლოგინში ნებივრობდნენ, სონკას თანამზრახველი ჯიბეებს და საფულეს მთლიანად ასუფთავებდა.


ერთხელ, საკუთარი ადვოკატიც გაუქურდავს.


ერთი ზედამხედველისთვის კი თავი ისე შეუყვარებია, ორ კვირაში ციხიდან დაუღწევია თავი.

image

დაუმარცხებელი ქალის დამარცხებას ალბათ, ვერავინ ვერასდროს მოახერხებდა, ვერც პოლიცია და ვერც ქურდული სამყარო...


რომ არა სიყვარული...


სონკას ცხოვრებაში ოდესელი ახალგაზრდა, სიმპათიური ქურდი - ვალოდია კოჩუბჩიკი (ვოლფ ბრომბერგი) გამოჩნდა.


ქალს უზომოდ შეუყვარდა მასზე ახალგაზრდა კაცი... კოჩუბჩიკი კი ცუდად სარგებლობდა სონკას სიყვარულით და მეტ და მეტ ფულს სთხოვდა.


ის ბაქოს მოთამაშე იყო... ყოველდღიურად აგებდა უზარმაზარ თანხას.


სონკა ცდილობდა, ვალოდია გონზე მოეყვანა, სათამაშო სახლებში აკითხავდა და სახლში დაბრუნებას სთხოვდა.


დაღლილი საყვარელი კი აღარაფერში ჭირდებოდა კოჩუბჩიკს და მასთან სათამაშო სახლში მისულ სონკას გინებითა და ლანძღვითაც ხშირად ისტუმრებდა.


სონკა თითქოს მთლიანად გათიშულიყო... უზომოდ მიწებებოდა შეყვარებულ მამაკაცს და მის გარეშე ცხოვრებას სიკვდილიც კი ერჩია.


საბოლოოდ მოხდა ისე, რომ ქალის მთელი ქონება განადგურდა . ვალოდია კოჩუბჩიკმა კი სონკა უყოყმანოდ დაასმინა პოლიციასთან და ქალიც დაიჭირეს.

image

სონკა რამდენიმე საიუველიროს გაძარცვის ბრალდებით გაასამართლეს და სამწლიანი კატორღა მიუსაჯეს.


მებრძოლი და მოუსვენარი სული მორჩილებას საპყრობილეშიც ვერ ეგუებოდა და „ოქროსხელებამ“ კატორღიდან გაქცევა სამჯერ სცადა.


მესამე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ის სასტიკად გაროზგეს. ხელებზე და ფეხებზე ბორკილები დაადეს, რომლებიც სამი წელი ატარა.


სონკას კატორღიდან გაქცევა ერთადერთი მიზნის გამო სურდა, უნდოდა მისი ერთადერთი სიყვარული მოეძებნა და გაეგო რამდენად სტანჯავდა კოჩუბჩიკს სინდისი ამ ყველაფრის გამო....


ვალოდიას კი სინდისი ალბათ არც არასდროს ჰქონია. ის თავს არხეინად გრძნობდა, ბესარაბიაში გამგზავრებულიყო, საყვარლის ფული და ძვირფასეულობა სახლებსა და ადგილ-მამულებში მომგებიანად დაებანდებინა და სონკაზე დარდით თავს სულაც არ იწუხებდა.

image

საპატიმროში სონკას ხშირად სტუმრობდნენ მოგზაურები, რეპორტიორები, მწერლები. ერთხელ ანტონ ჩეხოვიც კი ჩასულა მასთან. არტისტიზმი სავსე ქალი მნახველებს მხატვრულად უყვებოდა საკუთარ თავგადასავლებს და მასთან ყოფნა ყოველთვის საინტერესო იყო.

...

სონკა 45 წლის ასაკში გარდაიცვალა.


მისი სიკვდილი დღემდე ბურისითაა მოცული.


ზოგი ამბობს, რომ ის კატორღიდან გამოვიდა და 1947 წელს ოდესაში, ღრმად მოხუცებული დაიღუპა.


მეორე ვერსიით, მან ვერ გაუძლო პატიმრობის მკაცრ წესებს და საპტიმროშივე დალია სული.

image

საინტერესოა, ის ფაქტი, რომ სახალინზე გარდაცვლილი ქალი, რატომღაც მოსკოვის ცენტრში, პრესტიჟულ სასაფლაოზეა დაკრძალული.


სასაფლაოზე თეთრი მარმარილოს ქანდაკება დგას. ის სონკას გარდაცვალების შემდეგ როსტოვის, ოდესის, პეტერბურგის და ლონდონის ქურდებმა ერთობლივად დაამზადებინეს იტალიელ ოსტატებს...


მარმარილოზე მილიონოთ მინაწერს იპოვით.... „სოლნცევოს საძმო არასოდეს დაგივიწყებს“, „როსტოვს ყველაფერი ახსოვს“, „ერევნელი ბანდიტები გიხსენებენ“, „დაგვეხმარე სონკა, საქმეზე მივდივართ“... და ა.შ.


მისი სასაფლაოზე მუდმივად აწყვია ცოცხალი ყვავილები...

...

/ სიყვარული და სიკვდილი - აი, ორი რამ რასაც ცხოვრებაში ჩვენი ნებით არ ვირჩევთ...

/

image

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ ორი უაღრესად საინტერესო კრიმინალური ისტორია:
1.
2.
2
2937
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
2937
  
2019, 21 ივნისი, 10:38
სად წერია ქართველი ? :))))
2019, 20 ივნისი, 17:27
ქართული ერთი გრამი სისხლი არ ქონდა საიდან დაასკვენით რომ ქართველი იყო?
0 1 2