x
image
მარიამ პირველი
ჩარლზ ბუკოვსკის სკანდალური ფრაზები
image ჰენრი ჩარლზ ბუკოვსკი წარმოშობით გერმანელი, ამერიკელი პოეტი, ლიტერატორი, პროზაიკოსი და ჟურნალისტი, რომელიც წარმოგვიდგება როგორც ე.წ. ''ბინძური რეალიზმის'' მიმდინარეობით. მისი რომანები საკმაოდ პოპულარული და გაყიდვადია ჩვენს თნამედროვეობაში.

1.უკიდურესი ნაგავის ხილვა ეკრანებზე ადამიანებისთვის იმდენად ჩვეულებრივი გახდა, რომ ისინი ვერც კი აცნობიერებენ რომ ნაგავს უყურებენ.

2.სიყვარული იმათთვისაა, ვინც ფიზიკურ გადატვირთვას უძლებს, წარმოიდგინე, რომ შარდის მჩქეფარე მდინარეში ფონს გადიხარ და მხარზე ნაგვით სავსე ტომარა გკიდია. სიყვარული ცრურწმენის ერთ-ერთი ფორმაა. მე კი ცრურწმენები ისედაც არ მაკლია.

3. მწერლები_ ეს სასოწარკვეთილი ხალხია, და როცა მათ იმედი უჩნდებათ ისინი ვერ ახერხებენ წერას.


4.ასეა ხალხთან ურთიერთობა. რაც უფრო დიდხანს ხარ მათთან, მით უფრო იჩენს თავს მათი ექსცენტრიკულობა. განსხვავება იმაშია, რომ თავიდან ეს გამოვლინებები სასაცილოდ გეჩვენება და გახალისებს.

5.პატიოსნება ტალანტს იშვიათად წაადგება. აი იღბალი სხვა საქმეა. ტალანტი მას ყოველთვის ფეხდაფეხ დასდევს.

6.ზოგჯერ შენს წარმატებას სხვები განაპირობებენ. ზოგჯერ კი შენ თვითონ. მაგრამ ძირითადად ის შენზეა დამოკიდებული.

7.გასაგებია, რომ მორალი ადამიანის თავისუფლებებს ზღუდავდა, მაგრამ მორალის მცნება ხომ საუკუნეების გამოცდილების შედეგად ჩამოყალიბდა. ზოგ შემთხვევაში, ის ქარხანაში მუშათა შენარჩუნებას ემსახურებოდა, ანდა საეკლესიო მრევლის შენარჩუნებას და ერის ერთგულებას სახელმწიდოსადმი. ზოგ შემთხვევაშიც, მორალი საღ გონებას აქეზებდა.

8.გამოჩენილი ხალხი, ყველაზე მარტოხელა ხალხია დედამიწაზე.

9. ცოტა ვარჯიში არ მაწყენდა, თუკი სიბერეში, კნუტ ჰამსუნივით, სქელი რომანების წერას ვაპირებდი.

10. სამყაროს პრობლემა იმაშია, რომ განათლებული ადამიანები სავსე არიან ეჭვებით, ხოლო გაუნათლებლები თავდაჯერებულობით.

11. რა კარგია, როცა იცი ვისთან წახვიდე, როცა დაგენძრევა. შორეული წასრული მომაგონდა, როდესაც წასასვლელი არსად მქონდა, როგორი დარხეულიც არ უნდა მქონოდა. შეიძლება იმ დროს ეგ უფრო მომიხდა. მაგრამ ახლა მე აღარ მაინტერესებდა, რა მიხდებოდა და რა მავნებდა. მე ის მაინტერესებდა, თუ როგორ ვგრძნობდი თავს და როგორ არ დამეშვა ცუდ ხასიათზე ყოფნა, როცა საქმე ისე არ მიდიოდა, როგორც მე მქონდა წარმოდგენილი. ის, თუ რა უნდა მექნა, თავი ისევ კარგად რომ მეგრძნო.

image

12. რაც ერთს ემართება, სხვებსაც გვემართება. და რომ თითოეულის ცხოვრება არც ისე განსხვავდება სხვისი ცხოვრებისგან – როგორც არ უნდა გვეგონოს, რომ განსხვავებულია.

13. თუ ნაბიჭვარი ხარ ესე თქვი. თორემ სხვა ვინმე გეტყვის. მაგრამ თუ მე გეტყვი პირველი, ამით სხვებს განვაიარაღებ.

14. ტკივილი უცნაური რამეა. კატა, რომელიც ჩიტს კლავს, ავტოკატასტროფა, ხანძარი… ბახ, და საიდანღაც ტკივილი დაგეცემა, ზედ გაზის და არ გიშვებს. ვერსად წაუხვალ, ხოლო გარეშე პირთათვის, სასაცილო ხდები. გეგონება უცბად იდიოტად იქეცი. ტკივილის წამალი არ არსებობს, თუ ისეთ ვინმეს არ იცნობ, რომელსაც ესმის, თუ როგორ გრძნობ თავს და იცის, რით შეუძლია შენი შველა.

15. მე მეტისმეტად კარგად ვიცნობ საკუთარ ნაკლოვანებებს, იმისთვის რომ საპასუხოდ სიყვარული არ მოვითხოვო.

16. მიხაროდა, რომ შეყვარებული არ ვიყავი და რომ მსოფლიოთი უკმაყოფილო ვიყავი. მომწონს, როცა ყველას და ყველაფერს ემდური. შეყვარებული ხალხი ხისტი და საშიში ხდება ხოლმე. ფართე პერსპექტივაში ხედვის უნარს კარგავენ, ისევე როგორც იუმორის გრძნობას. ისინი ნერვიული მუდოები ხდებიან, ფსიქოპათური გადახრებით. ზოგჯერ მკვლელებიც.

17. ვფიქრობ უნდა დავლიო. დალევა ყველას ჭირდება, უბრალოდ მათ ამის შესახებ არ იციან.

18.ზოგჯერ სიკეთეს შუა ჯოჯოხეთში აღმოაჩენ ხოლმე.

19. ყოველთვის გამოჩნდება ის ვინც შენ დღეს გააფუჭებს, და მთელ ცხოვრებასაც.

20. თუ ქალმა გადაწყვიტა და ზურგი შეგაქცია, შენი საქმე წასულია. მათ შეუძლიათ შენი სიყვარული, მაგრამ თუ თავში რაღაც გადაეკეტათ, შეუძლია წყნარად გიყურონ მომაკვდავს კანალიზაციაში, ანდა მანქანაგადავლილს და ზედაც არ შემოგაფურთხო.



0
250
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ პირველი
მარიამ პირველი
250
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0