x
მეტი
  • 19.07.2019
  • სტატია:92536
  • ვიდეო:341547
  • სურათი:454552
საუკეთსო ამონარიდები წიგნიდან ,,დათა თუთაშხია''

image

1. უნიჭობაზე საშიში ნიჭიერებაა, როცა მას მაღალი ზნეობა და ღმრთის მოშიშობა არ ახლავს თან. ნიჭიერი კაცის ყველა საქციელი გადამდებია, მაგალითის ძალა აქვს.

2. სულელი ქალი ადვილად დასაყოლიებელია, მამაკაცები ამ სისუსტეს ალღოთი გრძნობენ და ამიტომ მათ უფრო ეტანებიან, ვიდრე საშუალო გარეგნობის, მაგრამ გონიერ ქალს.

3. ცოდნა არაა თუ რწმენამდე არ მივიდა ის.

4.ადამიანის ცხოვრება მის მეტნაკლებ მნიშვნელოვან საქციელთ ჯამია.

5.მე რომ ადამიანს და მის ზნეს ვხედავ, ყველა კაცი ისე ცხოვრობს და ისე იქცევა, როგორც თვითონ მოსწონს, და სხვა კაცი მის საქმეში არ უნდა ჩაერიოს, არ უნდა შეუშალოს ხელი. შენ გატანჯული გგონია და მას უხარია და მოსწონს, თურმე, თავისი დღე და ხვედრი. მგონია, არც ერთი კაცი არაა ქვეყანაზე მისთანა, სხვისი ჩარევის და დახმარების ღირსი რომ იყოს.

6.კაცი შიშსა და მოკრძალებას რომ დაკარგავს მაშინ გაუბედურდება სწორედ

7.სტერეოტიპი, პირველ რიგში თანდაყოლილი თვისებებისა და გარემოს ურთიერთზემოქმედების პროდუქტია და ყველა სტერეოტიპი ერთად– ის კომპლექსი, რომელიც ქმნის ადამიანის დამოკიდებულებას, როგორც გარემოსადმი, ისე საკუთარი შინასამყაროს მიმართ. ამგვარად, თუ სტერეოტიპი ერთ რომელიმე მოვლენასთან ურთიერთობის წინასწარ შემუშაებული ხერხია – დამოკიდებულებას მთელ სამყაროსთან ურთიერთობის პრინციპი შეიძლება ეწოდოს.

8.ადამიანი, პიროვნება თითქმის ყოველთვის ტყუის. ხალხი, ერი – ყოველთვის მართალია.

9.გარკვეულ სიტუაციაში ადამიანები კარგად მჟღავნდებიან და ეს ზოგადი ხასიათის შესახებ დასკვნების გამოტანის საშუალებას გვაძლევს.

10. ხეს ადამიანივით და კიდევ უკეთესად გაეგება ყველაფერი. ადამიანზე ლამაზად და უკეთესად სიკვდილიც შეუძლია და სიცოცხლე ხომ იცის და იცის უკეთესი.

11. ქართველი კაცი მოთმინებას სუფრაზე სწავლობს.

12. სწავლით გასწავლონ იქნებ, მაგრამ რწმენა უნდა მაგას და ვერ გასწავლიან რწმენას ვერსად.

13. ღირსება ერთი მონაცემია, მათი სწორად გამოყენების უნარი - მეორე

0
311
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ პირველი
მარიამ პირველი
311
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0