x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"წყვდიადის დედოფალი“ – "გიყვარდეთ კანი, რომელშიც ცხოვრობთ" - შავკანიანმა მოდელმა მოდის სამყაროში ფურორი მოახდინა

image


გაიცანით, ეს 26 წლის სამხრეთ სუდანელი მოდელი ნიაკიმ გატვეჩია, რომელიც წარმატებული სამოდელო კარიერის გარდა, საზოგადოებას საკუთარ მაგალითზე ასწავლის თუ როგორ არ უნდა ეშინოდეთ "წყვდიადის". მოდელი ტრადიციული სილამაზის სტანდარტებს ამსხვრევს და გარშემომყოფებსაც იგივე ქმედებისკენ მოუწოდებს. დღესდღეობით, ნიაკიმ გატვეჩი მინეაპოლისში (ქალაქი აშშ-ის შტატ მინესოტაში) ცხოვრობს, მისი წარმოუდგენლად მუქი კანის ფერი მოდელს პროფესიულ საქმიანობაში არანაირ დისკომფორტს არ უქმნის. "ჩემი სიშავე ელეგანტურია. ბოლოს და ბოლოს, მე ხომ მეომარ ერს წარმოვადგენ", - ასე დაასათაურა მოდელმა საკუთარი ფოტო ერთ - ერთ სოციალურ ქსელში, რომელმაც გოგონას თაყვანისმცემელთა მხრიდან ათი ათასობით მოწონება დაიმსახურა. მეორე ფოტოზე კი მან დეტალურად აღწერა ამბავი, თუ როგორ შესთავაზა ერთ -ერთი კომპანიის ტაქსის მძღოლმა მას კანის "გათეთრება". "თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა კითხვებს მისვამენ და როგორ მიყურებენ ქუჩაში ჩემი განსაკუთრებული კანის ფერის გამო, " - წერს საკუთარ გვერდზე მოდელი. ნიაკიმი მოდის ინდუსტრიაში არა მხოლოდ მეტი მრავალფეროვნების შემოღების მომხრეა, არამედ მსოფლიოში ის აფროამერიკელების უფლებების აქტიურ მხარდამჭერადაც გვევლინება. ერთხელ მას უჩვეულო კანის ფერის გამო "წყვდიადის დედოფალიც" კი უწოდეს, თუმცა ეს ეპითეტი შეურაცხმყოფელი ეგზოტიკური გარეგნობის გოგონასთვის ნამდვილად არ ყოფილა, პირიქით, ნიაკიმ გატვეჩიმ ეს ტიტული სიხარულით მიიღო. "შავი - გაბედული, შავი - ლამაზი, შავი - ოქროს ფერია... ამერიკულ სტანდარტებს ნუ მისცემთ უფლებას თქვენი აფრიკული სული გაანადგუროს. გიყვარდეთ კანი, რომელშიც ცხოვრობთ, მიუხედავად იმისა, თუ რა ფერის ან შეფერილობის არის ის". ოდესღაც, ნახშირივით შავი კანი მისთვის სერიოზულ კომპლექსს წარმოადგენდა და ის კანის გათეთრებაზეც კი სერიოზულად ფიქრობდა. თუმცა, გოგონამ დროთა განმავლობაში შეძლო საკუთარი თავი ისეთი მიეღო, როგორიც ის ბუნებამ შექმნა. "ხშირად მეკითხებიან, რატომ მაქვს ასეთი უცნაური კანის ფერი, რა სისულელეა - როგორ შემიძლია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა? (იღიმის) - ბუნებამ მელანინის უსაზღვრო რაოდენობით დამაჯილდოვა და მე ვაღმერთებ ჩემს სიშავეს", - ამბობს მოდელი ერთ -ერთ ინტერვიუში.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage













0
560
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
560