x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ტრიპოლში საბჭოთა წარმოების ტანკების "დუელი" გაიმართა, რომელმაც ერთერთი ტანკი შეიწირა

image ლიბიაში გრძელდება შეტაკებები სამთავრობო, ნაციონალური ერთობის შეიარაღებულ ძალებსა (ისინი აკონტროლებენ ტრიპოლს და ქვეყნის დასავლეთ ნაწილს) და ლიბიის ეროვნულ არმიას შორის, რომელსაც მარშალი ხალიფა ხაფტარი მეთაურობს და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს აკონტროლებს.
სააგენტო "Ruptly"-იმ გაავრცელა კადრები ორ საბჭოთა წარმოების ტანკებს "Т-55" შორის ბრძოლისა, სადაც სამთავრობო ერთობის არმიის ტანკის მიერ გასროლილი ჭურვი ხვდება მარშალ ხაფტარის დაქვემდებარებაში მყოფი არმიის ტანკს ბორტში. (ტანკის ახდილი ლუკებით თუ ვიმსჯელებთ, ეკიპაჟმა ტანკიდან ევაკუაცია მოახერხა.
აპრილში მარშალმა ხაფტარმა ტრიპოლის მიმართულებით იერიში წამოიწყო. მან მხარდამჭერებს პირობა მისცა, რომ ლიბიის დედაქალაქს 48 საათში აიღებდა, თუმცა ისეთ სასტიკ წინააღმდეგობას წააწყდა იძულებული გახდა უკან დახევის ბრძანება გაეცა, რადგან სამთავრობო ძალებმა მოახერხეს შეიარაღებული ძალების მობილიზება და წამოიწყეს ოპერაცია "ზიზღის ვულკანი".
ბრძოლები ტრიპოლის შემოგარენში მიმდინარეობს, განსაკუთრებით გააფთრებული ბრძოლები აეროპორტის ტერიტორიაზე გაიმართა.
დაფიქსირდა ორივე მხრიდან ავიაციის გამოყენებაც, ოფიციალური მონაცემებით 600-ზე მეტი მებრძოლი დაიღუპა ორივე მხრიდან და 3500-ზე მეტი სამხედრო პირია დაჭრილი.
გაეროს ჩარევამ, მოერიგებინა მოწინააღმდეგეები შედეგი ვერ გამოიღო.
ლიბიის ამჟამინდელი ხელისუფლების პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ქვეყანას, საერთო-სახალხო კონფერენცია მოეწყოთ და როგორმე მიეღოთ გადაწყვეტილება, შეეჩერებინათ სამოქალაქო ომი.
თავის მხრივ, ლიბიის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელმა აბდალლა ატ-ტანიმ, რომელიც აღმოსავლეთ ლიბიას აკონტროლებს განაცხადა, რომ მოწინააღმდეგე მხარის პრემიერის განცხადება შეშინებული კაცის განცხადება იყო, მარშალ ხაფტარის არმიის მიერ ტრიპოლზე შეტევის გამო.
ლიბიის მეზობელი ქვეყნებიც განზე არ დგანან, ეგვიპტე ოფიციალურად უჭერს მხარს ხაფტარის არმიას, რადგან ხაფტარის გამარჯვებაში ხედავს სამოქალაქო ომის დამთავრებას.
ამასთან ერთად დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდებს მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ.
ამავე დროს, ოფიციალურად აღიარებულ ლიბიის ნაციონალური ერთობის მთავრობას, მხარს უჭერს თურქეთი, რომელიც ღიად აწვდის შეიარაღებას ოფიციალურად აღიარებულ ხელისუფლებას.
რასაც საერთაშორისო სააგენტო "Reuters"-ი ადასტურებს.
მოგეხსენებათ 2011 წელს ლიბიის ლიდერი მუამმარ კადაფი დაამხეს და მოკლეს, იმ დღიდან შეიქმნა ორხელისუფლებიანობა- ეროვნული ერთიანობის მთავრობა, რომელიც ოფიციალურადაა გაეროს მიერ ლიბიის ხელისუფლებად ცნობილი, ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი ფაიეზ სარრადჯი, აკონტროლებს ტრიპოლს და ქვეყნის დასავლეთ ნაწილს.
ხოლო პარლამენტი, რომელსაც ლიბიის ეროვნული არმია ემორჩილება ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს აკონტროლებს.

0
358
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
358