x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
6 -მა ჩეჩენმა 20 არაბს სცემა-ბერლინის პოლიცია შეშფოთებულია
image

ბერლინის პოლიციის პროფკავშირების პრეს-მდივანმა ბენიამინ ენდრომ Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განცხადა, რომ ჩრდილოეთ კავკასიელთა დანაშაულებრივ სამყარო გამოძალვით, ბიზნესის "მფარველობით" და ნარკოვაჭრობით არის დაკავებული, მათ წინააღმდეგ საბრძოლველად გფრ-ში ერთადერთი სპეციალური საგამომძიებლო ჯგუფიც კი შეიქმნა, რომელიც ყოფილი სსრკ-ს მოქალაქეთა ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებს ებრძვის.როგორც ბენიამინ ენდრომ აღნიშნა, მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩევიან ჩეჩნები.
imageფოტოზე :ბენიამინ ენდრო

"ბოროტმოქმედებმა ჩეჩნეთიდან და მთლიანად ჩრდილოეთ კავკასიიდან, მკვიდრად დაიკავეს მაღალი ნიშა ბერლინის ორგანიზებულ დანაშაულის სტრუქტურებში, მუდამ მზადყოფნაში არიან განახორციელონ ძალადობა, რომელიც მიზნების მიღწევაში ძალზე ეხმარება...ბოროტმოქმედთა წრეში ჩეჩნური წარმოშობა ძლიერ გამოხატული ღირსებით არის გამოხატული და ძლიერ მაღალი ალბათობით, მზადვე არიან ძალადობისთვის, ამასთანავე მათში სახელმწიფო სტრუქტურების პატივისცემა ძალზე მცირეა..."



პრეს-მდივანმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ დღეისთვის მრავალ ჩეჩენს საბრძოლო გამოცდილება აქვს, ისინი არ ერიდებიან გამოიყენონ იარაღი, ეს იქნება დანა, პისტოლეტი თუ კალაშნიკოვის ავტომატი, ამასთანავე ორთაბრძოლის ილეთებს საკმაოდ კარგად ფლობენ.



ბენიამინ ენდროს მაგალითად მოჰყავს შემთხვევა, როდესაც 6-მა ჩეჩენმა 20 არაბული კლანის წარმომადგენელი მიწაზე ახოხიალა, "ეს პატივისცემას იმსახურებს დანაშაულებრივ სამყაროში...სასტიკე-ესაა ის, რაც ყველა სხვებისგან გამოარჩევს მათ, ვინმე თუ მძიმე დანაშაულს გეგმავს, მყისვე ჩეჩნებს მიმართავს"




8 ივნისს ჩეჩნებმა ბერლინში მიტინგი მოაწყვეს, ისინი აპროტესტებდნენ ანტიჩეჩნურ კამპანიას, რომელიც მათ შესახებ მასობრივ საინფორმაციო საშაულებებში ვრცელდება, ამასთანავე რუსეთში დეპორტაციას და ფორმულირებას "ჩეჩნური მაფია".

image

0
571
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
571
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0