x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
თვითმფრინავის გატაცების შესახებ ცრუ ინფორმაცია ინდოელ მილიონერს სამუდამო პატიმრობად დაუჯდა
image

მილიონერს მუმბაიდან სამუდამო პატიმრობა მიესაჯა ბოროტი ხუმრობისთვის ვითომდა თვითმფრინავის გატაცების შესახებ.


38 წლის ბირჯუ სალა(Birju Salla), რომელსაც ცოლი და ორი შვილი ჰყავს, ავიაკომპანია Jet Airways-ის თვითმფრინავის ტუალეტში დატოვა წერილი, სადაც ეწერა, რომ რეისი მუმბაი-დელის ბორტზე 12 გამტაცებელი იმყოფებოდა, რამაც გამოიწვია ავიალაინერის აჰმადაბადში იძულებით დაჯდომა.

image


როგორც გამოძიებამ დაადგინა და შემდეგ სასამართლომაც მოისმინა, ბირჯუ სალას იმედი ჰქონდა, რომ მისი საყვარელი, რომელიც ბორტგამცილებლად მუშაობდა, უმუშევარი დარჩებოდა და ისიც მეტ დროს გაატარებდა სასურველ ქალთან ერთად.


ნაციონალური სააგენტოს სასამართლომ სალას დააკისრა ჯარიმა 50 მილიონი რუპია(დაახლოებით 700 000 აშშ$), რომელიც მგზავრებს და ეკიპაჟის წევრებს გადაეცემათ მორალური კომპენსაციის სახით და მიუსაჯა სამუდამო პატიმრობა.


სხვათა შორის სალა პირველია, ვინც 2016 წელს მიღებული ახალი კანონით გასამართლდა, რომელიც თვითმფრინავის გატაცების, გატაცების მცდელობის, ან მუქარის შემთხვევაში ითვალისწინებს სამუდამო პატიმრობას ან სიკვდილით დასჯას.


ბიზნესმენი ბირჯუ სალა მუმბაიში ცხოვრობდა, ჰქონდა ალმასის ბიზნესი, ცხოვრობდა ფუფუნებაში, იცნობდა და კავშირი ჰქონდა ცნობილ ადამიანებთან.

image

ბირჯუ სალას ხშირად უწევდა ფრენა, 2017 წელს ერთ-ერთ რეისის დროს გაიცნო ბორტგამცილებელი, რის შემდეგაც გაჩაღდა მათ შორის რომანი, სალა ფარულად დაქორწინდა კიდეც მასზე, მიუხედავად იმისა, რომ მას ოფიციალურად ოჯახი ჰყავდა.


ამის შემდეგ მან საყვარელს სთხოვა მიეტოვებინა სამუშაო, თუმცა ქალმა უარი განუცხადა, სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ეს უკბილო სიცრუე მოეგონებინა, მხოლოდ იმიტომ, რომ საყვარელთან უფრო მეტი დრო გაეტარებინა.


როგორც პროკურორმა სასამართლოზე განაცხადა, ბირჯუ სალამ მუქარის წერილი Google Translate-ს მეშვეობით დაწერა, დამახინებული ინგლისურით, ვითომდა მუსულმანი ტერორისტი წერდა.თითის ანაბეჭდები რომ არ დარჩენილიყო ქაღალდზე, სალამ რეზინის ხელთათმანები გამოიყენა.

image

"რეისი № 9W339 -ში გამტაცებელები არიან, თვითმფრინავი არ უნდა დაეშვას და გააგრძელოს გზა POK-ში(იგულისხმება მუზაფარაბადის აეროპორტი პაკისტანში), თუ შასებს გახსნით გაიგებთ მომაკვდავი მგზავრები კვნესას.ეს არ არის ხუმრობა, საბარგო განყოფილებაში ასაფეთქებელია, ალაჰ აკბარ"-ეწერა წერილში.

image

იხილეთ სხვა კრიმინალური ამბები

0
247
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
247
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0